ჰოლივუდში კინოს სამყაროში ყველაზე პრესტიჟული ჯილდოები - საპატიო "ოსკარები" გასცეს. მათგან ორი - გასართობი კინოინდუსტრიის განვითარებისთვის კომიკოს სტივ მარტინს და მსახიობ ანჯელ ლენსბერის შეხვდათ. მესამე - კოსტუმების მხატვარ პიერ ტოზის ერგო. მეოთხე - ჰუმანიტარული საქმიანობისთვის გაეროს კეთილი ნების ელჩ ანჯელინა ჯოლის გადასცეს.
მსახიობი მიღებაზე მეუღლე ბრედ პიტთან და ვაჟ მერდოკთან ერთად მივიდა. მას ჯინ ჰერშოლტის პრესტიჟული ჯილდო ჰუმანიტარულ საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის გადასცეს. ადრე იგი ოპრა უინფრის, ელიზაბეტ ტეილორს და სხვა ცნობილ ადამიანებს მიენიჭათ.
ჯოლი ამ ჯილდოს ოცდამეთექვსმეტე და ყველაზე ახალგაზრდა მფლობელია. 38 წლის მსახიობმა გაეროს ლტოლვილთა საქმეების უმაღლესი კომისარიატის კეთილი ნების ელჩის რანგში ათობით ქვეყანა მოინახულა და საქველმოქმედო ღონისძიებებში მონაწილეობდა.
მომზადებულია Reuters-ის მიხედვით.