რო­გორ ამო­ვიც­ნოთ კი­ბო­ი­ა­ნი კარ­ტო­ფი­ლი

რო­გორ ამო­ვიც­ნოთ კი­ბო­ი­ა­ნი კარ­ტო­ფი­ლი

ამ­დე­ნი­მე დღის წინ სა­დახ­ლოს სა­ბა­ჟო გამ­შვებ პუნ­ქტთან სომ­ხე­თი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში 31 000 კი­ლოგ­რა­მი კი­ბო­თი და­ა­ვა­დე­ბუ­ლი კარ­ტო­ფი­ლის შე­მო­ტა­ნა აღ­კვე­თეს. რამ­დე­ნად მავ­ნე­ბე­ლია ასე­თი პრო­დუქ­ტი და რო­გორ ამო­ვიც­ნოთ კი­ბო­თი და­ა­ვა­დე­ბუ­ლი კარ­ტო­ფი­ლი, ამ სა­კითხ­ზე სურ­სა­თის ექ­სპერ­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე, პრო­ფე­სორი ეთერ სარჯველაძე გვე­სა­უბ­რე­ბა:

-  ქალ­ბა­ტო­ნო ეთერ, სა­ში­შია ჯან­მრთე­ლო­ბი­სთ­ვის კარ­ტო­ფი­ლის კი­ბო?

-  ამ და­ა­ვა­დე­ბის გა­მომ­წვევ სო­კოს synchytrium endobioticum ჰქვი­ა. მარ­თა­ლი­ა, ჯან­მრთე­ლი ადა­მი­ა­ნი­სთ­ვის კარ­ტო­ფი­ლის კი­ბო სა­ში­ში არ არის, მაგ­რამ ხომ შე­იძ­ლე­ბა ის ავად იყოს, კუ­ჭი აწუ­ხებ­დეს, ან რო­მე­ლი­მე ში­ნა­გა­ნი ორ­გა­ნო ჰქონ­დეს და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი? ასე­თი პრო­დუქ­ტი და­ა­ვა­დე­ბულ ადა­მი­ანს, რა­საკ­ვირ­ვე­ლი­ა, უფ­რო და­უმ­ძი­მებს მდგო­მა­რე­ო­ბას. ტოქ­სი­კუ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის დაგ­რო­ვე­ბა ორ­გა­ნიზ­მში ჩვენს ჯან­მრთე­ლო­ბას სი­კე­თეს არ მო­უ­ტანს. ბუ­ნებ­რი­ვი­ა, ასე­თი პრო­დუქ­ტის მი­ღე­ბა სა­სურ­ვე­ლი არ არის ბავ­შვე­ბის­თვი­საც.

-  რო­გორ შე­იძ­ლე­ბა და­ა­ვა­დე­ბუ­ლი კარ­ტო­ფი­ლის ამოც­ნო­ბა?

-  კარ­ტო­ფი­ლის კი­ბოს გა­მოც­ნო­ბა შე­უ­ი­ა­რა­ღე­ბე­ლი თვა­ლი­თაც შე­იძ­ლე­ბა. მას კან­ზე შა­ვი წინ­წკლე­ბი და ლა­ქე­ბი აქვს, რომ­ლის შემ­ჩნე­ვა ანა­თა­ლის ქვე­შაც შე­იძ­ლე­ბა. ასე­თი კარ­ტო­ფი­ლი სა­ერ­თოდ აღარ უნ­და გა­მო­ვი­ყე­ნოთ, რად­გა­ნაც ბოლ­ქვში სითხე თა­ვი­სუფ­ლად მოძ­რა­ობს და მიკ­რო­ორ­გა­ნიზ­მე­ბი მთელ მა­სა­ზე ვრცელ­დე­ბა. შე­იძ­ლე­ბა ასე­თი საკ­ვე­ბი მი­ირ­თვათ და არა­ფე­რი და­გე­მარ­თოთ, მაგ­რამ ის ტოქ­სი­კუ­რია და ამი­ტომ, მი­სი მი­ღე­ბა სა­სურ­ვე­ლი ნამ­დვი­ლად არ არის. ამა­ვე დროს, კარ­ტო­ფი­ლი არ უნ­და იყოს გაყ­ვით­ლე­ბუ­ლი, გაყ­ვით­ლე­ბა ნიშ­ნავს, რომ მასში წარ­მო­იქ­მნე­ბა სო­ლა­ნი­ნი, რო­მე­ლიც ასე­ვე ტოქ­სი­კუ­რი ნივ­თი­ე­რე­ბაა და მი­სი მი­ღე­ბა მი­ზან­შე­წო­ნი­ლი არ არის. და რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი­ა, ასე­თი კარ­ტო­ფი­ლი სა­კა­რან­ტი­ნო მავ­ნებ­ლი­თაა და­ა­ვა­დე­ბუ­ლი, შე­სა­ბა­მი­სად, საფ­რთხეს უქ­მნის მი­წა­საც და ამ მი­წა­ზე მოყ­ვა­ნილ ნე­ბის­მი­ერ პრო­დუქტს.

ცნო­ბი­სათ­ვის: კარ­ტო­ფი­ლის კი­ბო სა­ში­ში სა­კა­რან­ტი­ნო და­ა­ვა­დე­ბა­ა. იგი გავ­რცე­ლე­ბუ­ლია მსოფ­ლი­ოს ბევრ ქვე­ყა­ნა­ში, მათ შო­რის, ავ­სტრი­ა­ში, ბელ­გი­ა­ში, გერ­მა­ნი­ა­ში, რუ­სეთ­ში, სომ­ხეთ­ში, უკ­რა­ი­ნა­ში, ბე­ლო­რუ­ს­ში და ა.შ. პირ­ვე­ლად ეს და­ა­ვა­დე­ბა 1896 წელს, უნ­გრეთ­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს, ის მა­ლე­ვე გავ­რცელ­და მთელ ევ­რო­პა­სა და ამე­რი­კა­ში. და­ა­ვა­დე­ბის გა­მომ­წვე­ვი პრო­ტოპ­ლაზ­მუ­რი პა­რა­ზი­ტი­ა, რო­მე­ლიც სი­ცოცხ­ლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბას 20 წელ­ზე მეტხანს ინარ­ჩუ­ნებს. კარ­ტო­ფი­ლის კი­ბოს კე­რე­ბის დრო­უ­ლი გა­მოვ­ლე­ნი­სა და ლიკ­ვი­და­ცი­ის­თვის კომ­პლექ­სუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბია სა­ჭი­რო.

ხათუნა ჩიგოგიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია