სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
საგანგაშო დასკვნა მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროთა საქმიანობის შესახებ
საგანგაშო დასკვნა მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროთა საქმიანობის შესახებ

"არას­დროს იტყუ­ე­ბი­ან იმ­დენს, რამ­დენ­საც ომის დროს, ნა­დი­რო­ბის შემ­დეგ და არ­ჩევ­ნე­ბის წინ", - ოტო ბის­მარ­კის ეს სი­ტყვე­ბი გა­მახ­სენ­და, როცა "სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის რე­გი­ო­ნა­ლუ­რი ქსე­ლის" ფარ­გლებ­ში, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "სი­დას" მიერ ჩა­ტა­რე­ბულ, მა­ჟო­რი­ტა­რი სის­ტე­მით არ­ჩე­უ­ლი, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბის ბი­უ­რო­ე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბის კვლე­ვის შე­დეგს გა­ვე­ცა­ნი. დას­კვნა და­სა­ფიქ­რე­ბე­ლი და გა­სა­ა­ნა­ლი­ზე­ბე­ლია. მა­ნამ­დე კი ის­მე­ბა კი­თხვე­ბი: - ვინ რის­თვის იღებს ხელ­ფასს სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი­დან? რა­ტომ ვერ ცნობს ამომ­რჩე­ვე­ლი არ­ჩე­ულს?

კვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბა მას შემ­დეგ გახ­და აქ­ტუ­ა­ლუ­რი, რაც რე­გი­ო­ნებ­ში პრობ­ლე­მე­ბის კვლე­ვი­სას, ნა­თე­ლი გახ­და, რომ პარ­ლა­მენ­ტის მა­ჟო­რი­ტა­ტა­რი დე­პუ­ტა­ტე­ბი არ მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ ან არას­რულ­ფა­სოვ­ნად არი­ან ჩარ­თუ­ლე­ბი ად­გი­ლობ­რი­ვი მცხოვ­რებ­ლე­ბის პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ში. გა­მო­კი­თხვა­ში სულ 1496 რეს­პონ­დენ­ტი მო­ნა­წი­ლე­ობ­და. გა­მო­კი­თხულ­თა 39%-მა არ იცის, ვინ არის მათი მა­ჟო­რი­ტა­რი. 42.5%-ს არ აქვს ინ­ფორ­მა­ცია მათი დე­პუ­ტა­ტის პარ­ლა­მენ­ტში საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ. მო­სახ­ლე­ო­ბის 61%-მა არ იცის, სად მდე­ბა­რე­ობს მათი მა­ჟო­რი­ტა­რის ბი­უ­რო. ოლ­ქის დე­პუ­ტატს მო­სახ­ლე­ო­ბის 52.6% წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ში შეხ­ვედ­რია, არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ კი მას­თან კავ­ში­რი მხო­ლოდ 13.8%-ს ჰქო­ნია. დე­პუ­ტა­ტის ბი­უ­როს­თვის დღემ­დე 5.3%-ს მი­უ­მარ­თავს.

მო­სახ­ლე­ო­ბის გა­მო­კი­თხვის პა­რა­ლე­ლუ­რად, საქ­მი­ა­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტე­ბის ბი­უ­რო­ე­ბის გა­მო­კი­თხვაც ჩა­ტარ­და. "სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის რე­გი­ო­ნა­ლუ­რი ქსე­ლის" მიერ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი კი­თხვა­რი 63-ვე დე­პუ­ტა­ტის ბი­უ­როს გა­და­ეგ­ზავ­ნა. ქსელ­თან ითა­ნამ­შრომ­ლა და კი­თხვა­რი 41-მა ბი­უ­რომ შე­ავ­სო. სე­ნა­კის, წა­ლენ­ჯი­ხი­სა და აბა­შის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტე­ბის ბი­უ­რო­ებ­მა კი­თხვარ­ზე პა­სუ­ხე­ბის გა­ცე­მის ნაც­ვლად, მათი მუ­შა­ო­ბის შე­სა­ხებ მოკ­ლე ინ­ფორ­მა­ცია ქსელს ელექტრო­ნუ­ლი ფორ­მით გა­უგ­ზავ­ნეს. ფო­თის მა­ჟო­რი­ტა­რის ბი­უ­რომ კი საქ­მი­ა­ნო­ბის ამ­სახ­ვე­ლი პრე­ზენ­ტა­ცია PowerPoint ის ფორ­მა­ტით მი­ა­წო­და. და­ნარ­ჩე­ნი ბი­უ­რო­ე­ბის მიერ რიგი მი­ზე­ზე­ბის (ბი­უ­რო ფაქ­ტობ­რი­ვად, არ არ­სე­ბობს, ბი­უ­როს საქ­მი­ა­ნო­ბა კონ­ფინ­დენ­ცი­ა­ლუ­რად მი­იჩ­ნე­ვა, კი­თხვა­რის შევ­სე­ბის გა­ურ­კვე­ვე­ლი ვა­დით გა­და­წე­ვა) გამო, არ მოხ­და კი­თხვა­რის უკან დაბ­რუ­ნე­ბა. ეს მა­ჟო­რი­ტა­რე­ბი არი­ან გი­ორ­გი ღვი­ნი­აშ­ვი­ლი (გურ­ჯა­ა­ნი), ზაზა კე­დე­ლაშ­ვი­ლი (დე­დოფ­ლის­წყა­რო), მა­რი­კა ვე­რუ­ლაშ­ვი­ლი (ყვა­რე­ლი), გე­დე­ვან ფო­ფხა­ძე (ბორ­ჯო­მი), ზუ­რაბ ჩი­ლინ­გა­რაშ­ვი­ლი (ადი­გე­ნი), სამ­ველ პეტ­რო­სი­ა­ნი (ახალ­ქა­ლა­ქი), ენ­ზელ მკო­ი­ა­ნი (ნი­ნოწ­მინ­და), მურ­მან დუმ­ბა­ძე (ბა­თუ­მი), თა­მაზ ჯა­ფა­რი­ძე (ონი), აკა­კი ბო­ბო­ხი­ძე (წყალ­ტუ­ბო), ნა­უ­ლი ჯა­ნა­შია (მარ­ტვი­ლი), გო­დერ­ძი ბუ­კია (ხობი), რო­ლანდ ახა­ლა­ია (ზუგ­დი­დი), ვახ­ტანგ ლე­მონ­ჯა­ვა (ჩხო­რო­წყუ), გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძე (ქუ­თა­ი­სი), კახა ბუ­ცხრი­კი­ძე (თერ­ჯო­ლა), პა­ა­ტა ლეჟა­ვა (ვანი), გი­ორ­გი კა­ხი­ა­ნი (სამ­ტრე­დია), პა­ა­ტა კიკ­ნა­ვე­ლი­ძე (ბაღ­და­თი).

კი­თხვა­რი შევ­სე­ბუ­ლია 41 ბი­უ­როს მიერ, სრულ­ყო­ფი­ლად მხო­ლოდ 30-მა შე­ავ­სო. კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ ბი­უ­რო­ებ­ში სა­შუ­ა­ლოდ 5 ადა­მი­ა­ნია და­საქ­მე­ბუ­ლი. აქე­დან ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბი (2) თა­ნამ­შრო­მე­ლი ჰყავს ზეს­ტა­ფო­ნის, სე­ნა­კის, მარ­ნე­უ­ლის, სიღ­ნა­ღი­სა და ხელ­ვა­ჩა­უ­რის ბი­უ­რო­ებს. ყვე­ლა­ზე მეტი (10) დმა­ნი­სის მა­ჟო­რი­ტა­რის ბი­უ­როს.

სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბა, ეკო­მიგ­რან­ტე­ბის პრობ­ლე­მე­ბი, სა­მე­დი­ცი­ნო ოპე­რა­ცი­ე­ბი­სა და მკურ­ნა­ლო­ბის კურ­სის და­ფი­ნან­სე­ბა, და­საქ­მე­ბა, სა­მარ­თლებ­რი­ვი და კო­მუ­ნა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბი, უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში სტუ­დენ­ტე­ბის სწავ­ლის და­ფი­ნან­სე­ბა, სტი­ქი­ით მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზა­რა­ლის ანა­ზღა­უ­რე­ბა: - ეს იმ სა­კი­თხთა ჩა­მო­ნათ­ვა­ლია, რო­მელ­თა მო­საგ­ვა­რებ­ლად მო­სახ­ლე­ო­ბა ბი­უ­რო­ებს ყვე­ლა­ზე ხში­რად მი­მარ­თავს.

ყვე­ლა­ზე მეტი მი­მარ­თვი­ა­ნო­ბაა რუს­თავ­სა (10 000-მდე) და ტყი­ბულ­ში (4000). ნაკ­ლე­ბია მეს­ტი­ა­ში (33), გარ­და­ბან­ში კი 60 მი­მარ­თვი­დან მხო­ლოდ ერ­თია წე­რი­ლო­ბი­თი. კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ ხშირ შემ­თხვე­ვა­ში მო­სახ­ლე­ო­ბა არ არის ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი, მა­ჟო­რი­ტა­რი პარ­ლა­მენ­ტა­რი­სა და ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის კომ­პე­ტენ­ცი­ებ­ში და ბი­უ­რო­ებს იმ პრობ­ლე­მე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად მი­მარ­თა­ვენ, რო­მელ­თა მოგ­ვა­რე­ბაც ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის კომ­პე­ტენ­ცი­ა­შია.

რა სჭირ­დე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბას? - ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ბი­უ­რო­ე­ბის უმე­ტე­სო­ბას კვლე­ვა არ ჩა­უ­ტა­რე­ბია ან ახლო მო­მა­ვალ­ში აპი­რებს. ამ კი­თხვა­ზე ამომ­წუ­რა­ვად ხა­რა­გა­უ­ლის მა­ჟო­რი­ტა­რის ბი­უ­რომ უპა­სუ­ხა. მათ და­ა­მა­ტეს, რომ ბი­უ­როს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი აქ­ტი­უ­რად არი­ან ჩარ­თულ­ნი სოფ­ლის კრე­ბებ­ში. ჭი­ა­თუ­რის ბი­უ­რომ მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი, უკი­დუ­რე­სად გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი ოჯა­ხე­ბი­სა და უსახ­ლკა­რო­ე­ბის კვლე­ვა ჩა­ა­ტა­რა. რუს­თა­ვის ბი­უ­რო კი ყო­ველ­თვი­უ­რად აკე­თებს ან­გა­რიშს, ეც­ნო­ბა გან­ცხა­დე­ბებს, ახა­რის­ხებს პრობ­ლე­მებს. რის სა­ფუძ­ველ­ზეც ხდე­ბა პრი­ო­რი­ტე­ტე­ბის გა­მოვ­ლე­ნა.

ბი­უ­როს საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის პარ­ლა­მენ­ტის ბი­უ­ჯე­ტი­დან მა­ტე­რი­ა­ლურ-ტექ­ნი­კუ­რი უზ­რუნ­ველ­ყო­ფის­თვის ერთჯე­რა­დად 5.000 ლარი გა­მო­ი­ყო­ფა. შემ­დეგ ყო­ველ­თვი­უ­რად 5.000 ლარი. ძი­რი­თა­დი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის შე­ძე­ნის, ოფი­სის იჯა­რის, თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ანა­ზღა­უ­რე­ბის­თვის, ასე­ვე სა­კო­მუ­ნი­კა­ციო, საწ­ვა­ვის; სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ქი­რავ­ნო­ბი­სა და სხვა ხარ­ჯე­ბის­თვის.

ბი­უ­რო­ე­ბის უმე­ტე­სო­ბამ აღ­ნიშ­ნა, რომ ეს თან­ხა საკ­მა­რი­სია. გა­მო­ით­ქვა მო­საზ­რე­ბა, რომ ბი­უ­რო­ებს და­ე­მა­ტოთ ფონ­დე­ბი სო­ცი­ა­ლუ­რი, კულ­ტუ­რუ­ლი, სა­მე­დი­ცი­ნო პრობ­ლე­მე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად.

კვლე­ვა­ში ჩა­მოთ­ვლი­ლია ის პრობ­ლე­მე­ბი, რო­მელ­თა გა­და­წყვე­ტაც სხვა­დას­ხვა ქა­ლაქ­სა და სო­ფელ­ში ბი­უ­რო­ე­ბის ლო­ბი­რე­ბით მოხ­და. მათ შო­რი­საა, ჯან­მრთე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, სო­ცი­ა­ლუ­რი და ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი.

- კვლე­ვის შე­დე­გებს მე­დი­ამ სა­გან­გა­შო უწო­და. თქვე­ნი აზ­რით, ვინ არის დამ­ნა­შა­ვე იმა­ში, რომ მო­სახ­ლე­ო­ბა ბი­უ­როს საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ ნაკ­ლე­ბა­დაა ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი?

ზვი­ად დევ­და­რი­ა­ნი: არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "სი­დას" დი­რექ­ტო­რი:

- მა­ჟო­რი­ტა­რე­ბი ამომ­რჩევ­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას დიდ ყუ­რა­დღე­ბას არ აქ­ცე­ვენ. შე­სა­ბა­მი­სად, ეს ბი­უ­რო­ე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა­ზეც აი­სა­ხე­ბა. სა­ყუ­რა­დღე­ბოა, რომ გა­მო­კი­თხულ­თა ნა­ხე­ვა­რი ამ­ბობს, რომ მა­ჟო­რი­ტარ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ში ჰქონ­და, შემ­დეგ აღარ უნა­ხავს. რაც იმას ნიშ­ნავს, რომ დე­პუ­ტა­ტო­ბის კან­დი­დატს გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი აქვს, ამომ­რჩე­ველ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა მის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მაგ­რამ მან­და­ტის მო­პო­ვე­ბის შემ­დეგ, მო­სახ­ლე­ო­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის ინ­ტენ­სი­ვო­ბა იკ­ლებს. ბი­უ­რო­ებ­მა უნდა იმუ­შა­ონ ამომ­რჩევ­ლებ­თან, გა­არ­კვი­ონ მო­სახ­ლე­ო­ბა, რა სა­კი­თხებ­ზე უნდა მი­მარ­თონ სხვა უწყე­ბას და რა სა­კი­თხზე - ბი­უ­როს.

რამ­დე­ნი­მე დე­პუ­ტა­ტის ბი­უ­რომ გა­მოთ­ქვა სურ­ვი­ლი, შე­იქ­მნას სხვა­დას­ხვა ფონ­დი. არა მგო­ნია, ეს მიდ­გო­მა მარ­თე­ბუ­ლი იყოს. ვისი ოპე­რა­ცია და სწავ­ლის გა­და­სა­ხა­დი უნდა და­ფი­ნანსდეს - ეს ბი­უ­რომ არ უნდა გა­და­წყვი­ტოს.

- ყო­ველ­თვი­უ­რად პარ­ლა­მენ­ტის ბი­უ­ჯე­ტი­დან ბი­უ­როს 5.000 ლარი ერი­ცხე­ბა. ამ თან­ხის გა­ნა­წი­ლე­ბა რო­გორ ხდე­ბა?

- ეს თან­ხა ბი­უ­როს საქ­მი­ა­ნო­ბი­სა და ხელ­ფა­სე­ბის­თვი­საა გან­კუთ­ვნი­ლი. ვერ გე­ტყვით, კვო­ტე­ბი რო­გო­რაა გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი. ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 3.000 ლარი ხელ­ფა­სე­ბის­თვის, და­ნარ­ჩე­ნი თან­ხით ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ხარ­ჯე­ბი იფა­რე­ბა.

- რამ­დე­ნი­მე ბი­უ­როს 2 წევ­რი ჰყავს. გა­მო­დის, რომ 3.000 ლარი 2 თა­ნამ­შრო­მელ­ზე იყო­ფა.

- ჩვენ სა­ხელ­ფა­სო უწყი­სე­ბი არ გვი­ნა­ხავს, 5.000 ლა­რის მთლი­ა­ნად სა­ხელ­ფა­სოდ ათ­ვი­სე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა. ყვე­ლა ბი­უ­რო ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად სა­ზღვრავს, რაში რამ­დე­ნი და­ხარ­ჯოს. ზო­გან 2 თა­ნამ­შრო­მე­ლია, ზო­გან - 10. მარ­თე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, თუ თა­ნამ­შრო­მელ­თა აყ­ვა­ნა სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის მი­ხედ­ვით მოხ­დე­ბა. არის სპე­ცი­ფი­კუ­რი ბი­უ­რო­ე­ბი, მა­გა­ლი­თად, მა­ღალმთი­ან რე­გი­ო­ნებ­ში. თა­ვად პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი უნდა სა­ზღვრავ­დეს, რამ­დე­ნი შტა­ტია სა­ჭი­რო მის ბი­უ­რო­ში. მა­ჟო­რი­ტა­რის ბი­უ­რო და­საქ­მე­ბის ბი­უ­როდ არ უნდა გა­და­იქ­ცეს.

- არი­ან მა­ჟო­რი­ტა­რე­ბი, რომ­ლებ­საც თა­ვი­ანთ ოლ­ქებ­ში ბი­უ­რო­ე­ბი სა­ერ­თოდ არ აქვთ?

- ჩვენ ეს კვლე­ვა ივ­ნის-ივ­ლის­ში ჩა­ვა­ტა­რეთ. ბი­უ­რო ყვე­ლა დე­პუ­ტატს ჰყავს, მაგ­რამ რამ­დე­ნი­მემ გვი­პა­სუ­ხა, რომ ფიქ­ცი­უ­რად არ­სე­ბობს.

- და ხელ­ფასს იღებს? ასე­თი პა­სუ­ხი რო­მე­ლი დე­პუ­ტა­ტე­ბის­გან მი­ი­ღეთ?

- გვა­რე­ბი ზუს­ტად არ მახ­სოვს. რად­გან ბი­უ­რო ფიქ­ცი­უ­რად არ­სე­ბობს, ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ თა­ნამ­შრომ­ლებ­ზე ხელ­ფა­სე­ბი გა­ი­ცე­მა. ბი­უ­როს­თვის გა­და­რი­ცხუ­ლი თი­თო­ე­უ­ლი ლა­რის და­ხარ­ჯვა­ზე, მა­ჟო­რი­ტა­რი ფი­ნან­სურ დო­კუ­მენ­ტა­ცი­ას პარ­ლა­მენტს წა­რუდ­გენს.

- კვლე­ვის შე­დე­გე­ბი 8 ნო­ემ­ბერს გა­მო­აქ­ვეყ­ნეთ. მას შემ­დეგ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­დან ვინ­მე გა­მო­გეხ­მა­უ­რათ?

- გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძემ თქვა, რომ კი­თხვა­რი, რო­მე­ლიც ბი­უ­რო­ებს გა­და­ვუგ­ზავ­ნეთ, მის ბი­უ­რომ­დე არ მი­სუ­ლა. შე­საძ­ლოა, ტექ­ნი­კურ ხარ­ვეზ­თა­ნაც გვაქვს საქ­მე. ეს სტა­ტის­ტი­კა ზო­გა­დია. ჩვე­ნი რე­კო­მენ­და­ცი­აა, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რებ­მა ბი­უ­რო­ე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა­სა და ამომ­რჩევ­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას მეტი დრო და ყუ­რა­დღე­ბა და­უთ­მონ.

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის 2013 წლის 7 თე­ბერ­ვლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტის ბი­უ­როს ფუნ­ქცი­ე­ბია: პარ­ლა­მენ­ტის წევ­რის ამომ­რჩევ­ლებ­თან მუ­შა­ო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა, აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი და ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­სა და ად­გი­ლობ­რი­ვი სა­კი­თხე­ბის გა­და­წყვე­ტა­ში პარ­ლა­მენ­ტის წევ­რის მო­ნა­წი­ლე­ო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა. მო­ქა­ლა­ქე­თა მი­ღე­ბა, წე­რი­ლე­ბის, სა­ჩივ­რე­ბის ანა­ლი­ზი და დას­კვნე­ბის მომ­ზა­დე­ბა. ამომ­რჩევ­ლებ­თან დე­პუ­ტა­ტის შეხ­ვედ­რის ორ­გა­ნი­ზე­ბა.

და­ბო­ლოს, ჩვე­ნი საქ­მე ყვე­ლამ კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რად რომ შე­ვას­რუ­ლოთ, ქვე­ყა­ნა­ში გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბი პრობ­ლე­მა იქ­ნე­ბა. მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტი ხალ­ხის მი­ე­რაა და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი. მან­და­ტის ხიბლში კი არ უნდა ჩა­ვარ­დეს, ვალ­დე­ბუ­ლე­ბა უნდა შე­ას­რუ­ლოს. კე­თი­ლი ინე­ბოს და ამომ­რჩე­ველს ემ­სა­ხუ­როს.

თა­მუ­ნა კვი­ნი­კა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

საგანგაშო დასკვნა მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროთა საქმიანობის შესახებ

საგანგაშო დასკვნა მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროთა საქმიანობის შესახებ

"არასდროს იტყუებიან იმდენს, რამდენსაც ომის დროს, ნადირობის შემდეგ და არჩევნების წინ", - ოტო ბისმარკის ეს სიტყვები გამახსენდა, როცა "სამოქალაქო საზოგადოების რეგიონალური ქსელის" ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდას" მიერ ჩატარებულ, მაჟორიტარი სისტემით არჩეული, პარლამენტის წევრების ბიუროების საქმიანობის კვლევის შედეგს გავეცანი. დასკვნა დასაფიქრებელი და გასაანალიზებელია. მანამდე კი ისმება კითხვები: - ვინ რისთვის იღებს ხელფასს სახელმწიფო ბიუჯეტიდან? რატომ ვერ ცნობს ამომრჩეველი არჩეულს?

კვლევის ჩატარება მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც რეგიონებში პრობლემების კვლევისას, ნათელი გახდა, რომ პარლამენტის მაჟორიტატარი დეპუტატები არ მონაწილეობენ ან არასრულფასოვნად არიან ჩართულები ადგილობრივი მცხოვრებლების პრობლემების მოგვარებაში. გამოკითხვაში სულ 1496 რესპონდენტი მონაწილეობდა. გამოკითხულთა 39%-მა არ იცის, ვინ არის მათი მაჟორიტარი. 42.5%-ს არ აქვს ინფორმაცია მათი დეპუტატის პარლამენტში საქმიანობის შესახებ. მოსახლეობის 61%-მა არ იცის, სად მდებარეობს მათი მაჟორიტარის ბიურო. ოლქის დეპუტატს მოსახლეობის 52.6% წინასაარჩევნო პერიოდში შეხვედრია, არჩევნების შემდეგ კი მასთან კავშირი მხოლოდ 13.8%-ს ჰქონია. დეპუტატის ბიუროსთვის დღემდე 5.3%-ს მიუმართავს.

მოსახლეობის გამოკითხვის პარალელურად, საქმიანობასთან დაკავშირებით მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროების გამოკითხვაც ჩატარდა. "სამოქალაქო საზოგადოების რეგიონალური ქსელის" მიერ შემუშავებული კითხვარი 63-ვე დეპუტატის ბიუროს გადაეგზავნა. ქსელთან ითანამშრომლა და კითხვარი 41-მა ბიურომ შეავსო. სენაკის, წალენჯიხისა და აბაშის მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროებმა კითხვარზე პასუხების გაცემის ნაცვლად, მათი მუშაობის შესახებ მოკლე ინფორმაცია ქსელს ელექტრონული ფორმით გაუგზავნეს. ფოთის მაჟორიტარის ბიურომ კი საქმიანობის ამსახველი პრეზენტაცია PowerPoint ის ფორმატით მიაწოდა. დანარჩენი ბიუროების მიერ რიგი მიზეზების (ბიურო ფაქტობრივად, არ არსებობს, ბიუროს საქმიანობა კონფინდენციალურად მიიჩნევა, კითხვარის შევსების გაურკვეველი ვადით გადაწევა) გამო, არ მოხდა კითხვარის უკან დაბრუნება. ეს მაჟორიტარები არიან გიორგი ღვინიაშვილი (გურჯაანი), ზაზა კედელაშვილი (დედოფლისწყარო), მარიკა ვერულაშვილი (ყვარელი), გედევან ფოფხაძე (ბორჯომი), ზურაბ ჩილინგარაშვილი (ადიგენი), სამველ პეტროსიანი (ახალქალაქი), ენზელ მკოიანი (ნინოწმინდა), მურმან დუმბაძე (ბათუმი), თამაზ ჯაფარიძე (ონი), აკაკი ბობოხიძე (წყალტუბო), ნაული ჯანაშია (მარტვილი), გოდერძი ბუკია (ხობი), როლანდ ახალაია (ზუგდიდი), ვახტანგ ლემონჯავა (ჩხოროწყუ), გუბაზ სანიკიძე (ქუთაისი), კახა ბუცხრიკიძე (თერჯოლა), პაატა ლეჟავა (ვანი), გიორგი კახიანი (სამტრედია), პაატა კიკნაველიძე (ბაღდათი).

კითხვარი შევსებულია 41 ბიუროს მიერ, სრულყოფილად მხოლოდ 30-მა შეავსო. კვლევამ აჩვენა, რომ ბიუროებში საშუალოდ 5 ადამიანია დასაქმებული. აქედან ყველაზე ნაკლები (2) თანამშრომელი ჰყავს ზესტაფონის, სენაკის, მარნეულის, სიღნაღისა და ხელვაჩაურის ბიუროებს. ყველაზე მეტი (10) დმანისის მაჟორიტარის ბიუროს.

სოციალური დახმარება, ეკომიგრანტების პრობლემები, სამედიცინო ოპერაციებისა და მკურნალობის კურსის დაფინანსება, დასაქმება, სამართლებრივი და კომუნალური პრობლემები, უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტების სწავლის დაფინანსება, სტიქიით მიყენებული ზარალის ანაზღაურება: - ეს იმ საკითხთა ჩამონათვალია, რომელთა მოსაგვარებლად მოსახლეობა ბიუროებს ყველაზე ხშირად მიმართავს.

ყველაზე მეტი მიმართვიანობაა რუსთავსა (10 000-მდე) და ტყიბულში (4000). ნაკლებია მესტიაში (33), გარდაბანში კი 60 მიმართვიდან მხოლოდ ერთია წერილობითი. კვლევამ აჩვენა, რომ ხშირ შემთხვევაში მოსახლეობა არ არის ინფორმირებული, მაჟორიტარი პარლამენტარისა და ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციებში და ბიუროებს იმ პრობლემების მოსაგვარებლად მიმართავენ, რომელთა მოგვარებაც ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციაშია.

რა სჭირდება მოსახლეობას? - ამ მიმართულებით ბიუროების უმეტესობას კვლევა არ ჩაუტარებია ან ახლო მომავალში აპირებს. ამ კითხვაზე ამომწურავად ხარაგაულის მაჟორიტარის ბიურომ უპასუხა. მათ დაამატეს, რომ ბიუროს თანამშრომლები აქტიურად არიან ჩართულნი სოფლის კრებებში. ჭიათურის ბიურომ მრავალშვილიანი, უკიდურესად გაჭირვებული ოჯახებისა და უსახლკაროების კვლევა ჩაატარა. რუსთავის ბიურო კი ყოველთვიურად აკეთებს ანგარიშს, ეცნობა განცხადებებს, ახარისხებს პრობლემებს. რის საფუძველზეც ხდება პრიორიტეტების გამოვლენა.

ბიუროს საქმიანობისთვის პარლამენტის ბიუჯეტიდან მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისთვის ერთჯერადად 5.000 ლარი გამოიყოფა. შემდეგ ყოველთვიურად 5.000 ლარი. ძირითადი საშუალებების შეძენის, ოფისის იჯარის, თანამშრომლების ანაზღაურებისთვის, ასევე საკომუნიკაციო, საწვავის; სატრანსპორტო საშუალებების ქირავნობისა და სხვა ხარჯებისთვის.

ბიუროების უმეტესობამ აღნიშნა, რომ ეს თანხა საკმარისია. გამოითქვა მოსაზრება, რომ ბიუროებს დაემატოთ ფონდები სოციალური, კულტურული, სამედიცინო პრობლემების დასახმარებლად.

კვლევაში ჩამოთვლილია ის პრობლემები, რომელთა გადაწყვეტაც სხვადასხვა ქალაქსა და სოფელში ბიუროების ლობირებით მოხდა. მათ შორისაა, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული, სოციალური და ინფრასტრუქტურული პრობლემები.

- კვლევის შედეგებს მედიამ საგანგაშო უწოდა. თქვენი აზრით, ვინ არის დამნაშავე იმაში, რომ მოსახლეობა ბიუროს საქმიანობის შესახებ ნაკლებადაა ინფორმირებული?

ზვიად დევდარიანი: არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდას" დირექტორი:

- მაჟორიტარები ამომრჩევლებთან ურთიერთობას დიდ ყურადღებას არ აქცევენ. შესაბამისად, ეს ბიუროების საქმიანობაზეც აისახება. საყურადღებოა, რომ გამოკითხულთა ნახევარი ამბობს, რომ მაჟორიტართან ურთიერთობა წინასაარჩევნო პერიოდში ჰქონდა, შემდეგ აღარ უნახავს. რაც იმას ნიშნავს, რომ დეპუტატობის კანდიდატს გაცნობიერებული აქვს, ამომრჩეველთან ურთიერთობა მისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ მანდატის მოპოვების შემდეგ, მოსახლეობასთან ურთიერთობის ინტენსივობა იკლებს. ბიუროებმა უნდა იმუშაონ ამომრჩევლებთან, გაარკვიონ მოსახლეობა, რა საკითხებზე უნდა მიმართონ სხვა უწყებას და რა საკითხზე - ბიუროს.

რამდენიმე დეპუტატის ბიურომ გამოთქვა სურვილი, შეიქმნას სხვადასხვა ფონდი. არა მგონია, ეს მიდგომა მართებული იყოს. ვისი ოპერაცია და სწავლის გადასახადი უნდა დაფინანსდეს - ეს ბიურომ არ უნდა გადაწყვიტოს.

- ყოველთვიურად პარლამენტის ბიუჯეტიდან ბიუროს 5.000 ლარი ერიცხება. ამ თანხის განაწილება როგორ ხდება?

- ეს თანხა ბიუროს საქმიანობისა და ხელფასებისთვისაა განკუთვნილი. ვერ გეტყვით, კვოტები როგორაა გადანაწილებული. ჩემი ინფორმაციით, 3.000 ლარი ხელფასებისთვის, დანარჩენი თანხით ადმინისტრაციული ხარჯები იფარება.

- რამდენიმე ბიუროს 2 წევრი ჰყავს. გამოდის, რომ 3.000 ლარი 2 თანამშრომელზე იყოფა.

- ჩვენ სახელფასო უწყისები არ გვინახავს, 5.000 ლარის მთლიანად სახელფასოდ ათვისება არ შეიძლება. ყველა ბიურო ინდივიდუალურად საზღვრავს, რაში რამდენი დახარჯოს. ზოგან 2 თანამშრომელია, ზოგან - 10. მართებული იქნება, თუ თანამშრომელთა აყვანა საჭიროებების მიხედვით მოხდება. არის სპეციფიკური ბიუროები, მაგალითად, მაღალმთიან რეგიონებში. თავად პარლამენტის წევრი უნდა საზღვრავდეს, რამდენი შტატია საჭირო მის ბიუროში. მაჟორიტარის ბიურო დასაქმების ბიუროდ არ უნდა გადაიქცეს.

- არიან მაჟორიტარები, რომლებსაც თავიანთ ოლქებში ბიუროები საერთოდ არ აქვთ?

- ჩვენ ეს კვლევა ივნის-ივლისში ჩავატარეთ. ბიურო ყველა დეპუტატს ჰყავს, მაგრამ რამდენიმემ გვიპასუხა, რომ ფიქციურად არსებობს.

- და ხელფასს იღებს? ასეთი პასუხი რომელი დეპუტატებისგან მიიღეთ?

- გვარები ზუსტად არ მახსოვს. რადგან ბიურო ფიქციურად არსებობს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თანამშრომლებზე ხელფასები გაიცემა. ბიუროსთვის გადარიცხული თითოეული ლარის დახარჯვაზე, მაჟორიტარი ფინანსურ დოკუმენტაციას პარლამენტს წარუდგენს.

- კვლევის შედეგები 8 ნოემბერს გამოაქვეყნეთ. მას შემდეგ საკანონმდებლო ორგანოდან ვინმე გამოგეხმაურათ?

- გუბაზ სანიკიძემ თქვა, რომ კითხვარი, რომელიც ბიუროებს გადავუგზავნეთ, მის ბიურომდე არ მისულა. შესაძლოა, ტექნიკურ ხარვეზთანაც გვაქვს საქმე. ეს სტატისტიკა ზოგადია. ჩვენი რეკომენდაციაა, პარლამენტის წევრებმა ბიუროების საქმიანობასა და ამომრჩევლებთან ურთიერთობას მეტი დრო და ყურადღება დაუთმონ.

საქართველოს პარლამენტის 2013 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილებით, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ფუნქციებია: პარლამენტის წევრის ამომრჩევლებთან მუშაობის ორგანიზება, აღმასრულებელი და ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობაში პარლამენტის წევრების მონაწილეობისა და ადგილობრივი საკითხების გადაწყვეტაში პარლამენტის წევრის მონაწილეობის უზრუნველყოფა. მოქალაქეთა მიღება, წერილების, საჩივრების ანალიზი და დასკვნების მომზადება. ამომრჩევლებთან დეპუტატის შეხვედრის ორგანიზება.

დაბოლოს, ჩვენი საქმე ყველამ კეთილსინდისიერად რომ შევასრულოთ, ქვეყანაში გაცილებით ნაკლები პრობლემა იქნება. მაჟორიტარი დეპუტატი ხალხის მიერაა დაქირავებული. მანდატის ხიბლში კი არ უნდა ჩავარდეს, ვალდებულება უნდა შეასრულოს. კეთილი ინებოს და ამომრჩეველს ემსახუროს.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა