Greenpeace-ის აქტივისტები "გაზპრომის" ოფისის წინ "გაყინეს"

Greenpeace-ის აქტივისტები "გაზპრომის" ოფისის წინ "გაყინეს"

Greenpeace-მა ნავთობის პლატფორმაზე საპროტესტო აქცის ჩატარების მცდელობისას დაკავებული 28 აქტივის მხარდასაჭერი მორიგი აქცია გამართა. ბერლინში "გაზპრომის" ოფისის წინ ყინულის კუბურები დადგეს, რომლებშიც დაკავებულთა პორტრეტებია ჩადებული.

ბუნებისდამცველი ორგანიზაცია Greenpeace-ის 28 წევრი და ორი ჟურნალისტი, რომლებიც ყინულმჭრელის ბორტზე იმყოფებოდნენ, 19 სექტემბერს დააკავეს. ეკო-აქტივისტები აპირებდნენ ნავთობის პლატფორმაზე საპროტესტო აქცია ჩაეტარებინათ. რუსმა მესაზღვრეებმა ისინი ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანეში, რუსეთის ეკონომიკურ ზონაში არასანქცირებული საპროტესტო აქციის ჩატარების მცდელობისთვის დააპატიმრეს. ამ დროისთვის, დაკავებულები პეტერბურგში, სხვადასხვა იზოლატორებში არიან მოთავსებული.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია fotoden.info-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს