სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
შევარდნაძეების ყოფილი რძალი ახალ სიყვარულსა და შვილებზე
შევარდნაძეების ყოფილი რძალი ახალ სიყვარულსა და შვილებზე

იშ­ვი­ა­თად მი­ნა­ხავს ქალ­ბა­ტო­ნი, სა­კუ­თარ სიყ­ვა­რულ­ზე ისე­თი აღ­ტა­ცე­ბით ლა­პა­რა­კობ­დეს, რო­გორც ახალ­გაზ­რდა პი­ა­ნის­ტი - თათი შა­რან­გია. იგი თავს უბედ­ნი­ე­რეს ადა­მი­ა­ნად მი­იჩ­ნევს, რომ ღმერ­თმა სან­დრო შე­ლი­ას შე­ახ­ვედ­რა... და­ახ­ლო­ე­ბით ერთი წე­ლია, ერ­თად არი­ან, მაგ­რამ ისე­თი შეგ­რძნე­ბა აქვთ, თით­ქოს მთე­ლი ცხოვ­რე­ბაა ერ­თმა­ნეთს იც­ნო­ბენ. ეს მათ­თვის პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბა არ არის. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, თა­თის პირ­ვე­ლი ქმა­რი ექ­სპრე­ზი­დენტ შე­ვარ­დნა­ძის შვი­ლიშ­ვი­ლი - ლაშა გახ­ლდათ, რომ­ლის­გა­ნაც მას ორი ვაჟი ჰყავს. თათი და მისი პა­ტა­რე­ბი დღეს სან­დროს­თან ერ­თად ცხოვ­რო­ბენ.

- სან­დრომ, თქვენ გამო სე­რი­ო­ზუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო: ამე­რი­კა­ში ხან­გრძლი­ვი ცხოვ­რე­ბის შემ­დეგ, თქვენ­თან ერ­თად თბი­ლის­ში ჩა­მო­ვი­და.

- ბოლო ერთი წლის მან­ძილ­ზე, არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ ემო­ცი­ებ­თან ერ­თად, საკ­მა­ოდ რთუ­ლი პე­რი­ო­დი მქონ­და.

- რას გუ­ლის­ხმობთ?

- ჩემ­გან ბავ­შვებს ყუ­რა­დღე­ბა რომ არ მოჰ­კლე­ბო­დათ, თბი­ლი­სი 3 კვი­რა­ზე მეტ­ხანს, არა­სო­დეს და­მი­ტო­ვე­ბია. ამე­რი­კი­დან 1 თვით ან მეტი ხნით ჩა­მოვ­დი­ო­დი და 2-3 კვი­რით ისევ სან­დროს­თან მივ­დი­ო­დი. მი­ხა­რია და მად­ლო­ბე­ლი ვარ მისი, რომ ჩემი და ჩემი შვი­ლე­ბის გამო, ამე­რი­კა­ში ამ­დენ­წლი­ა­ნი ცხოვ­რე­ბის შემ­დეგ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლა გა­და­წყვი­ტა.

- სან­დრო ამე­რი­კა­ში რამ­დე­ნი წელი ცხოვ­რობ­და?

- იქ 18 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო და ცნო­ბი­სათ­ვის, ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის, ამე­რი­კის ეროვ­ნუ­ლი სტან­დარ­ტე­ბის ინ­სტი­ტუ­ტის უფ­რო­სი დი­რექ­ტო­რია... ჩემი სა­მი­ვე ბი­ჭის (სან­დრო­სი და ორი ვა­ჟის) ერ­თად და­ნახ­ვა - ჩემ­თვის ახ­დე­ნი­ლი ოც­ნე­ბაა! მიგ­ვაჩ­ნია, რომ ედუ­არდ-გი­ორ­გი­სა (ის 3 წლის და 7 თვის გახ­ლავთ) და ალექ­სან­დრეს (2 წლი­სა და 4 თვის) ახლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წლე­ბი აქვთ გან­ვი­თა­რე­ბის­თვის და ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებთ, რომ მათ მო­მა­ვალს მყა­რი სა­ფუძ­ვე­ლი ჩა­ვუ­ყა­როთ. ბავ­შვებს ძა­ლი­ან ნა­თე­ლი გო­ნე­ბა აქვთ და ყვე­ლა­ფერს ად­ვი­ლად ით­ვი­სე­ბენ. უკვე ფრან­გუ­ლა­დაც და­ი­წყეს ლა­პა­რა­კი. მალე და­თოს - სან­დროს შვილს პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან, თბი­ლის­ში ჩა­მო­ვიყ­ვანთ, რაც ძა­ლი­ან მა­ხა­რებს. ვგიჟ­დე­ბი მას­ზე, და­დე­ბი­თი ენერ­გი­ის მქო­ნე ბავ­შვია და მას­ში სან­დროს ვხე­დავ...

- თქვენს უფ­როს შვილს, დიდი ბა­ბუ­ის, ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის სა­ხე­ლი ჰქვია. მოკ­ლედ, თქვენ ხართ ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის (უმ­ცრო­სი) დედა...

- ბა­ტონ ედუ­არდს ყო­ველ­თვის უდი­დეს პა­ტივს ვცემ­დი და ჩემს შვილს მისი სა­ხე­ლი ამი­ტო­მაც და­ვარ­ქვი. მინ­და, რომ მისი სა­ხე­ლი­სა და გვა­რის ღირ­სე­უ­ლი გამ­გრძე­ლე­ბე­ლი იყოს. ყო­ველ­თვის ვგრძნობ­დი ბა­ტო­ნი ედუ­არ­დის­გან გულ­წრფელ სიყ­ვა­რულს. ედუ­არდ-გი­ორ­გი, მისი თხოვ­ნით სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა, უწ­მინ­დეს­მა და უნე­ტა­რეს­მა ილია II-მ მო­ნათ­ლა ისე­ვე, რო­გორც თა­ვად ბა­ტო­ნი ედუ­არ­დი.

- ცნო­ბი­ლი პი­ა­ნის­ტი ხართ...

- 6 წლის ვი­ყა­ვი, რო­დე­საც დე­დამ მუ­სი­კის გაკ­ვე­თილ­ზე მი­მიყ­ვა­ნა, რად­გა­ნაც ძა­ლი­ან უნ­დო­და, მუ­სი­კო­სი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. ის ძა­ლი­ან მეხ­მა­რე­ბო­და, ყო­ველ­დღი­უ­რად ჩემ­თან ერ­თად მე­ცა­დი­ნე­ობ­და... თა­ვი­დან ცნო­ბი­ლი მუ­სი­კო­სის - ტა­ტი­ა­ნა დუ­ნენ­კოს ბაღ­ში მი­მიყ­ვა­ნა. ერთხელ, ბავ­შვებს გვი­თხრეს, ფორ­ტე­პი­ა­ნო­ზე ერ­თმა­ნეთს რამ­დე­ნი­მე ნოტი გა­და­ა­ბი­თო. და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ქალ­ბა­ტონ­მა ტა­ტი­ა­ნამ დე­დას უთხრა, - ეს გოგო მუ­სი­კა­ში სე­რი­ო­ზულ გა­ნა­ცხადს გა­ა­კე­თებ­სო...

ამის შემ­დეგ პირ­ვე­ლი გაკ­ვე­თი­ლი არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ მუ­სი­კოს­თან - ირმა რუ­ხა­ძეს­თან მქონ­და და ჩემი მო­მა­ვა­ლი სწო­რედ მას­თან შეხ­ვედ­რამ გა­ნა­პი­რო­ბა. ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან ვმარ­თავ­დი კონ­ცერ­ტებს, ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი რო­გორც სა­ერ­თა­შო­რი­სო, ისე ეროვ­ნულ კონ­კურ­სებ­ში. რო­დე­საც პირ­ვე­ლად მი­ვი­ღე გრან-პრი, მივ­ხვდი, რომ კონ­კურ­სი ჩემი სტი­ქია გახ­ლდათ. სა­ერ­თოდ, იმ ად­რე­ნა­ლინს, რო­მელ­საც სცე­ნა­ზე ყოფ­ნი­სას ვგრძნობ, ვე­რა­ფერს შე­ვა­და­რებ. ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ და­ვამ­თავ­რე პა­რი­ზის ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი კონ­სერ­ვა­ტო­რია და ვსწავ­ლობ­დი ქა­ლაქ­ში, რო­მელ­შიც ცხოვ­რობ­დნენ და მოღ­ვა­წე­ობ­დნენ შო­პე­ნი, ლის­ტი, კორ­ტი და სხვა არა­ერ­თი გა­მო­ჩე­ნი­ლი მუ­სი­კო­სი. სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბას ახლა უკვე ამე­რი­კა­ში ვა­პი­რებ, მაგ­რამ მა­ნამ­დე, თბი­ლის­ში, კერ­ძოდ კი "ჯი­პა­ში" და­ვი­წყე სწავ­ლა სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გან­ხრით. დიდი ხა­ნია, ეს სფე­რო მა­ინ­ტე­რე­სებს. მომ­წონს, რო­დე­საც ბევ­რს ვმუ­შა­ობ. მი­მაჩ­ნია, რომ ადა­მი­ან­მა ყო­ველ­დღი­უ­რად უნდა იშ­რო­მოს წინსვლი­სათ­ვის, რათა სა­ინ­ტე­რე­სო ცხოვ­რე­ბა ჰქონ­დეს და გარ­შე­მო მყო­ფე­ბის­თვი­საც სა­ინ­ტე­რე­სო იყოს.

- ალ­ბათ თქვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბა თქვენს მე­უღ­ლეს, სან­დრო შე­ლი­ას ძა­ლი­ან მოს­წონს, არა?

- მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ იმ ყვე­ლა­ფერს, რა­საც ჩემს პრო­ფე­სი­ა­ში ვა­კე­თებ, ნამ­დვი­ლად ვერ გა­ვა­კე­თებ­დი, რომ არა ჩემი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მე­უღ­ლე - სან­დრო. ის ყვე­ლა­ფერ­ში მხარ­ში მიდ­გას და ყო­ველ­დღი­უ­რად ცდი­ლობს, ოც­ნე­ბე­ბი ამიხ­დი­ნოს... ვფიქ­რობ, ჩვე­ნი გაც­ნო­ბა ნამ­დვი­ლად უფ­ლის ნება იყო. მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის შემ­დეგ მივ­ხვდი, რა არის ნამ­დვი­ლი სიყ­ვა­რუ­ლი. ადა­მი­ა­ნებს, ვი­საც ეს გრძნო­ბა ეწ­ვე­ვათ, მსოფ­ლი­ოს შეც­ვლა შე­უძ­ლი­ათ...

- თქვე­ნი შვი­ლე­ბი ვის­თან იზ­რდე­ბი­ან?

- ბავ­შვე­ბი ჩემ­თან და სან­დროს­თან იზ­რდე­ბი­ან. მი­ხა­რია, რომ ისი­ნი თვალ-ყურს ადევ­ნე­ბენ სან­დროს ცხოვ­რე­ბის სტილს და ხე­და­ვენ, რო­გო­რი შრო­მის­მოყ­ვა­რე, მზრუნ­ვე­ლი, თბი­ლი და მი­ზან­და­სა­ხუ­ლი ადა­მი­ა­ნია. სან­დრო ბი­ჭებს თან ჰყვე­ბა... შა­ბათ-კვი­რას ბავ­შვე­ბი მა­მას­თან არი­ან. ლაშა ძა­ლი­ან თბი­ლი და ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი მა­მაა. მუდ­მი­ვად ცდი­ლობს, პა­ტა­რე­ბი გა­ა­ხა­როს და ბი­ჭებ­საც უყ­ვართ მას­თან მის­ვლა...

- თქვენ და ლა­შას რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გაქვთ?

- ჩვენ ძა­ლი­ან ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს, არა­სო­დეს გვქო­ნია და­პი­რის­პი­რე­ბა...

- თქვე­ნი ოჯა­ხის შე­სა­ხე­ბაც გვი­ამ­ბეთ.

- ჩვე­ნი ოჯა­ხი ძა­ლი­ან თბი­ლი და შეკ­რუ­ლი გახ­ლავთ. ვინც ჩემი ოჯა­ხის წევ­რებს იც­ნობს, და­მე­თან­ხმე­ბა, რომ კე­თი­ლი ბუ­ნე­ბის ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან. თა­ნაც, ყო­ველ­თვის ჩუ­მად აკე­თე­ბენ სა­სი­კე­თო საქ­მე­ებს. მი­ხა­რია, რომ ჩემს შვი­ლებს მათი სის­ხლიც აქვთ. ვოც­ნე­ბობ, მეც ისე­თი მშო­ბე­ლი ვიყო, რო­გო­რიც ისი­ნი არი­ან ჩვენ­თვის და ისე­თი­ვე ბავ­შვო­ბა ვა­ჩუ­ქო ჩემს პა­ტა­რებს, რო­გო­რიც მათი წყა­ლო­ბით მე და ჩემს და-ძმას გვქონ­და. ჩემი და - მა­რი­ა­მი ჩემი სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბა­რი და მრჩე­ვე­ლია. ძა­ლი­ან ჭკვი­ა­ნია. ლონ­დონ­ში, ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში UCL-ში სწავ­ლობს. ვფიქ­რობ, ეს დიდი მიღ­წე­ვაა. ჩემი ძმა - ლუკა, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი, კე­თი­ლი სუ­ლის ბავ­შვია. ძა­ლი­ან კარ­გად სწავ­ლობს და ყვე­ლაფ­რით მა­მა­ჩემს ჰგავს. მის­თვის დიდი სი­ხა­რუ­ლია, როცა სხვას ბედ­ნი­ე­რე­ბას ანი­ჭებს.

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

ლალი ფა­ცია

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

შევარდნაძეების ყოფილი რძალი ახალ სიყვარულსა და შვილებზე

შევარდნაძეების ყოფილი რძალი ახალ სიყვარულსა და შვილებზე

იშვიათად მინახავს ქალბატონი, საკუთარ სიყვარულზე ისეთი აღტაცებით ლაპარაკობდეს, როგორც ახალგაზრდა პიანისტი - თათი შარანგია. იგი თავს უბედნიერეს ადამიანად მიიჩნევს, რომ ღმერთმა სანდრო შელიას შეახვედრა... დაახლოებით ერთი წელია, ერთად არიან, მაგრამ ისეთი შეგრძნება აქვთ, თითქოს მთელი ცხოვრებაა ერთმანეთს იცნობენ. ეს მათთვის პირველი ქორწინება არ არის. მოგეხსენებათ, თათის პირველი ქმარი ექსპრეზიდენტ შევარდნაძის შვილიშვილი - ლაშა გახლდათ, რომლისგანაც მას ორი ვაჟი ჰყავს. თათი და მისი პატარები დღეს სანდროსთან ერთად ცხოვრობენ.

- სანდრომ, თქვენ გამო სერიოზული გადაწყვეტილება მიიღო: ამერიკაში ხანგრძლივი ცხოვრების შემდეგ, თქვენთან ერთად თბილისში ჩამოვიდა.

- ბოლო ერთი წლის მანძილზე, არაჩვეულებრივ ემოციებთან ერთად, საკმაოდ რთული პერიოდი მქონდა.

- რას გულისხმობთ?

- ჩემგან ბავშვებს ყურადღება რომ არ მოჰკლებოდათ, თბილისი 3 კვირაზე მეტხანს, არასოდეს დამიტოვებია. ამერიკიდან 1 თვით ან მეტი ხნით ჩამოვდიოდი და 2-3 კვირით ისევ სანდროსთან მივდიოდი. მიხარია და მადლობელი ვარ მისი, რომ ჩემი და ჩემი შვილების გამო, ამერიკაში ამდენწლიანი ცხოვრების შემდეგ, საქართველოში ჩამოსვლა გადაწყვიტა.

- სანდრო ამერიკაში რამდენი წელი ცხოვრობდა?

- იქ 18 წლის განმავლობაში იყო და ცნობისათვის, ძალიან სერიოზული დაწესებულების, ამერიკის ეროვნული სტანდარტების ინსტიტუტის უფროსი დირექტორია... ჩემი სამივე ბიჭის (სანდროსი და ორი ვაჟის) ერთად დანახვა - ჩემთვის ახდენილი ოცნებაა! მიგვაჩნია, რომ ედუარდ-გიორგისა (ის 3 წლის და 7 თვის გახლავთ) და ალექსანდრეს (2 წლისა და 4 თვის) ახლა მნიშვნელოვანი წლები აქვთ განვითარებისთვის და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მათ მომავალს მყარი საფუძველი ჩავუყაროთ. ბავშვებს ძალიან ნათელი გონება აქვთ და ყველაფერს ადვილად ითვისებენ. უკვე ფრანგულადაც დაიწყეს ლაპარაკი. მალე დათოს - სანდროს შვილს პირველი ქორწინებიდან, თბილისში ჩამოვიყვანთ, რაც ძალიან მახარებს. ვგიჟდები მასზე, დადებითი ენერგიის მქონე ბავშვია და მასში სანდროს ვხედავ...

- თქვენს უფროს შვილს, დიდი ბაბუის, ედუარდ შევარდნაძის სახელი ჰქვია. მოკლედ, თქვენ ხართ ედუარდ შევარდნაძის (უმცროსი) დედა...

- ბატონ ედუარდს ყოველთვის უდიდეს პატივს ვცემდი და ჩემს შვილს მისი სახელი ამიტომაც დავარქვი. მინდა, რომ მისი სახელისა და გვარის ღირსეული გამგრძელებელი იყოს. ყოველთვის ვგრძნობდი ბატონი ედუარდისგან გულწრფელ სიყვარულს. ედუარდ-გიორგი, მისი თხოვნით საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მონათლა ისევე, როგორც თავად ბატონი ედუარდი.

- ცნობილი პიანისტი ხართ...

- 6 წლის ვიყავი, როდესაც დედამ მუსიკის გაკვეთილზე მიმიყვანა, რადგანაც ძალიან უნდოდა, მუსიკოსი ვყოფილიყავი. ის ძალიან მეხმარებოდა, ყოველდღიურად ჩემთან ერთად მეცადინეობდა... თავიდან ცნობილი მუსიკოსის - ტატიანა დუნენკოს ბაღში მიმიყვანა. ერთხელ, ბავშვებს გვითხრეს, ფორტეპიანოზე ერთმანეთს რამდენიმე ნოტი გადააბითო. დავალების შესრულების შემდეგ, ქალბატონმა ტატიანამ დედას უთხრა, - ეს გოგო მუსიკაში სერიოზულ განაცხადს გააკეთებსო...

ამის შემდეგ პირველი გაკვეთილი არაჩვეულებრივ მუსიკოსთან - ირმა რუხაძესთან მქონდა და ჩემი მომავალი სწორედ მასთან შეხვედრამ განაპირობა. ადრეული ასაკიდან ვმართავდი კონცერტებს, ვმონაწილეობდი როგორც საერთაშორისო, ისე ეროვნულ კონკურსებში. როდესაც პირველად მივიღე გრან-პრი, მივხვდი, რომ კონკურსი ჩემი სტიქია გახლდათ. საერთოდ, იმ ადრენალინს, რომელსაც სცენაზე ყოფნისას ვგრძნობ, ვერაფერს შევადარებ. ბედნიერი ვარ, რომ დავამთავრე პარიზის ნაციონალური კონსერვატორია და ვსწავლობდი ქალაქში, რომელშიც ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ შოპენი, ლისტი, კორტი და სხვა არაერთი გამოჩენილი მუსიკოსი. სწავლის გაგრძელებას ახლა უკვე ამერიკაში ვაპირებ, მაგრამ მანამდე, თბილისში, კერძოდ კი "ჯიპაში" დავიწყე სწავლა საზოგადოებასთან ურთიერთობის განხრით. დიდი ხანია, ეს სფერო მაინტერესებს. მომწონს, როდესაც ბევრს ვმუშაობ. მიმაჩნია, რომ ადამიანმა ყოველდღიურად უნდა იშრომოს წინსვლისათვის, რათა საინტერესო ცხოვრება ჰქონდეს და გარშემო მყოფებისთვისაც საინტერესო იყოს.

- ალბათ თქვენი საქმიანობა თქვენს მეუღლეს, სანდრო შელიას ძალიან მოსწონს, არა?

- მინდა აღვნიშნო, რომ იმ ყველაფერს, რასაც ჩემს პროფესიაში ვაკეთებ, ნამდვილად ვერ გავაკეთებდი, რომ არა ჩემი არაჩვეულებრივი მეუღლე - სანდრო. ის ყველაფერში მხარში მიდგას და ყოველდღიურად ცდილობს, ოცნებები ამიხდინოს... ვფიქრობ, ჩვენი გაცნობა ნამდვილად უფლის ნება იყო. მასთან ურთიერთობის შემდეგ მივხვდი, რა არის ნამდვილი სიყვარული. ადამიანებს, ვისაც ეს გრძნობა ეწვევათ, მსოფლიოს შეცვლა შეუძლიათ...

- თქვენი შვილები ვისთან იზრდებიან?

- ბავშვები ჩემთან და სანდროსთან იზრდებიან. მიხარია, რომ ისინი თვალ-ყურს ადევნებენ სანდროს ცხოვრების სტილს და ხედავენ, როგორი შრომისმოყვარე, მზრუნველი, თბილი და მიზანდასახული ადამიანია. სანდრო ბიჭებს თან ჰყვება... შაბათ-კვირას ბავშვები მამასთან არიან. ლაშა ძალიან თბილი და ყურადღებიანი მამაა. მუდმივად ცდილობს, პატარები გაახაროს და ბიჭებსაც უყვართ მასთან მისვლა...

- თქვენ და ლაშას როგორი ურთიერთობა გაქვთ?

- ჩვენ ძალიან ცივილიზებული ურთიერთობა გვაქვს, არასოდეს გვქონია დაპირისპირება...

- თქვენი ოჯახის შესახებაც გვიამბეთ.

- ჩვენი ოჯახი ძალიან თბილი და შეკრული გახლავთ. ვინც ჩემი ოჯახის წევრებს იცნობს, დამეთანხმება, რომ კეთილი ბუნების ადამიანები არიან. თანაც, ყოველთვის ჩუმად აკეთებენ სასიკეთო საქმეებს. მიხარია, რომ ჩემს შვილებს მათი სისხლიც აქვთ. ვოცნებობ, მეც ისეთი მშობელი ვიყო, როგორიც ისინი არიან ჩვენთვის და ისეთივე ბავშვობა ვაჩუქო ჩემს პატარებს, როგორიც მათი წყალობით მე და ჩემს და-ძმას გვქონდა. ჩემი და - მარიამი ჩემი საუკეთესო მეგობარი და მრჩეველია. ძალიან ჭკვიანია. ლონდონში, ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტში UCL-ში სწავლობს. ვფიქრობ, ეს დიდი მიღწევაა. ჩემი ძმა - ლუკა, არაჩვეულებრივი, კეთილი სულის ბავშვია. ძალიან კარგად სწავლობს და ყველაფრით მამაჩემს ჰგავს. მისთვის დიდი სიხარულია, როცა სხვას ბედნიერებას ანიჭებს.

იხილეთ ფოტოგალერეა

ლალი ფაცია

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

დღის ფოტო - როგორ დაემშვიდობა მეუღლე გურამ დოჩანაშვილს

გურამ დოჩანაშვილი საბურთალოს სასაფლაოზე, შვილის გვერდით დაკრძალეს

"გურამის ოცნება იყო,  გამხდარიყო მწერალი,  ჩემი ოცნება იყო,  მყოლოდა ბევრი შვილი. იმას აუხდა,  მე - ვერა"  -  გურამ დოჩანაშვილის სიყვარულის ისტორია