4 წლის ფენომენური დრამერი ქვაბებსა და ტაფებზე ვარჯიშობს

4 წლის ფენომენური დრამერი ქვაბებსა და ტაფებზე ვარჯიშობს

გასულ ორშაბათს ''ნიჭიერში'' მაყურებელი ოთხი წლის ანდრია ფაღავას ფენომენურმა ნიჭმა გააოცა. ფილარმონიის სცენაზე გამოსული პატარა ბიჭის დანახვაზე ჟიურიმ ვერ დაიჯერა, რომ მათ თვალწინ უნიჭიერესი დრამერი იდგა. ანდრიას მიერ შესრულებულმა კომპოზიციამ გეგა ფალავანდიშვილი გაოგნებული დატოვა და ჟიურის ყველაზე მკაცრი წევრი სცენაზე ავიდა, რომ პატარა ვირტუოზი პირადად გაეცნო. ანდრიამ ოთხი ''კი'' მიიღო და ახლა ყოველდღიურად ემზადება შემდეგი ტურისთვის.

ანდრიას დედა მარიამ ბადურაშვილი კომპანიების პიარსა და ივენთებზე მუშაობს. მამა მუსიკოსი და პოეტი ირაკლი ფაღავაა. ირაკლის საკუთარი ბენდი ჰყავს და სხვადასხვა საღამოს ხშირი სტუმარია. ნიჭიერი შვილის შესახებ ჩვენთან საუბარს ამჯერად დედა დათანხმდა. ანდრია ჯერ პატარაა და პრესასთან ურთიერთობა არ ეხალისება, რასაც ვერ ვიტყოდით მთელი დღე დრამზე მეცადინეობაზე.

- მე და ჩემმა მეუღლემ ერთმანეთი ბათუმში საერთო მეგობრების საშუალებით გავიცანით. ერთი წელი გრძელდებოდა შეყვარებულობა და შემდეგ ვიქორწინეთ. ირაკლი წარმოშობით ბათუმიდან არის, ნოდარ ფაღავას შვილია. ბატონი ნოდარი აჭარის კულტურის მინისტრი გახლდათ. შემდეგ გვეყოლა ანდრია, ის ჩვენი პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი შვილია. დაბადებიდან ძალიან წყნარი ბავშვი იყო, არასოდეს გამითენებია მისთვის ღამე. მე და ირაკლი ვზრდიდით და ჩემი დედამთილ-მამამთილი გვეხმარებოდა. ანდრია დაახლოებით ორი წლის იყო, ბენდის რეპეტიციაზე რომ წავიყვანეთ. განსაკუთრებულად დრამი მოეწონა. სახლში დაბრუნებული კალმითა და ფანქრით დადიოდა და დრამის დაკვრის იმიტაციას აკეთებდა. პირველად ერთ-ერთ კლუბში დაუკრა, მაშინ ჯერ ისევ ორი წლის იყო, მალე სამის ხდებოდა.

- ხშირად რეპეტიციობს?

- სახლში დრამი არ გვაქვს, ძალიან ძვირი ღირს, ამიტომ სადაც საშუალებაა, იქ მიგვყავს სარეპეტიციოდ. სახლში კი ჯამებსა და ქვაბებზე ვარჯიშობს (იცინის). ანდრიას ძალიან კარგი სმენა აქვს, მარტივად იმახსოვრებს უცხოენოვან სიმღერებს და მერე თავისთვის ღიღინებს.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება