მსახიობი და გარემოს დამცველი რიჩარდ ტორესი არგენტინაში ხეზე "დაქორწინდა". "შეუღლების" ცერემონია გასულ კვირას გაიმართა.
ღონისძიებაზე კოსტუმსა და ცისფერ შლაპაში გამოწყობილმა საქმრომ რჩეულს ყვავილების თაიგული აჩუქა და აკოცა. უცნაური კავშირის მოწმეები ნეფის მეგობრები და ნათესავები იყვნენ.
პერუელი მამაკაცის თქმით, აქციას სიმბოლური ხასიათი ჰქონდა. ამ ნაბიჯით იგი გარემოს პრობლემებისადმი ადამიანების ყურადღების მიპყრობას ცდილობდა.
მომავალში ტორესი მსგავსი აქციების ჩატარებას მთელ ლათინურ ამერიკაში გეგმავს.
მომზადებულია focus.ua-ს მიხედვით.