დიზაინის ჟურნალი Demilked, მკითხველს მსოფლიოში ყველაზე კრეატიულ გამოგონებებს, გემრიელი და ორიგინალური კერძების რეცეპტებს, ახალ ტექნოლოგიებსა და საინტერესო რეკლამებს სთავაზობს.
ამჯერად სტატიის ავტორი საზოგადოებას მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნის ეროვნულ სამზარეულოს აცნობს. იტალიელი ფოტოგრაფის, გაბრიელა გალიმბერტის ფოტოები გაერთიანებულია სერიაში "სიყვარულით მომზადებული დელიკატესები". მან რამდენიმე ქვეყანაში იმოგზაურა და შემდეგი სიუჟეტის კადრები გადაიღო: ერთ მხარეს დიასახლისი დგას და მაგიდაზე მოსამზადებელი კერძისთვის განკუთვნილი ინგრედიენტებია წარმოდგენილი, მეორე მხარეს კი უკვე გამზადებული პროდუქტია გადაღებული. ქართველი ქალბატონი ხინკალს უკეთებს რეკლამას.
მომზადებულია demilked.com-ის მიხედვით.