სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ვიეტნამში მეუღლეებს ღალატის გამო დააჯარიმებენ
ვიეტნამში მეუღლეებს ღალატის გამო დააჯარიმებენ

ვი­ეტ­ნამ­ში ღა­ლა­ტის პრობ­ლე­მა იმ­დე­ნად სე­რი­ო­ზუ­ლია, რომ მას მთავ­რო­ბა­შიც მი­აქ­ცი­ეს ყუ­რა­დღე­ბა. მთავ­რო­ბა ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­მო­დის, რომ ქმრებ­სა და ცო­ლებს, რო­მელ­თაც ღა­ლატ­ში გა­მო­ი­ჭე­რენ, ფუ­ლა­დი ჯა­რი­მა და­ე­კის­როთ.

შე­სა­ტყვი­სი სამ­თავ­რო­ბო ბრძა­ნე­ბა ძა­ლა­ში 11 ნო­ემ­ბერს შე­ვი­და. ბრძა­ნე­ბის თა­ნახ­მად, მო­ღა­ლა­ტე მე­უღ­ლე­ე­ბი 1-დან 3 მლნ-მდე ვი­ეტ­ნა­მუ­რი დონ­გით (და­ახ­ლო­ე­ბით 45-145 აშშ დო­ლა­რამ­დე) და­ჯა­რიმ­დე­ბი­ან.

ამას­თან, ად­გი­ლობ­რივ პრე­სა­ში აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ პერ­სპექ­ტი­ვა­ში მო­ღა­ლა­ტე მე­უღ­ლე­ებს ადი­ულ­ტე­რის გამო შე­იძ­ლე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი სას­ჯე­ლი და­ე­კის­როთ - თუ მათ ქორ­წი­ნე­ბის გა­რეთ ურ­თი­ერ­თო­ბას "სე­რი­ო­ზუ­ლი შე­დე­გე­ბი" მოჰ­ყვე­ბა. მას­ში ვი­ეტ­ნა­მის მთავ­რო­ბა გუ­ლის­ხმობს ოჯა­ხის დან­გრე­ვას ან მა­გა­ლი­თად, მო­ტყუ­ე­ბუ­ლი მე­უღ­ლის თვით­მკვლე­ლო­ბას, რო­მელ­მაც ღა­ლა­ტის ტკი­ვი­ლი ვერ გა­და­ი­ტა­ნა.

ამას­თან, ეს ბრძა­ნე­ბა ცოლ-ქმრო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სხვა დარ­ღვე­ვე­ბის ჯა­რი­მებ­საც გან­სა­ზღვრავს. კერ­ძოდ, არას­რულ­წლო­ვან ვი­ეტ­ნა­მის მო­ქა­ლა­ქეს­თან ქორ­წი­ნე­ბა ასე­ვე ჯა­რი­მას ით­ვა­ლის­წი­ნებს. ხოლო ის, ვინც მხო­ლოდ იმის­თვის ქორ­წინ­დე­ბა, რომ მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა მი­ი­ღოს, ამ აზი­ურ სა­ხელ­მწი­ფოს 10-20 მლნ დონ­გი უნდა გა­და­უ­ხა­დოს. (თუ რა თქმა უნდა, ან­გა­რე­ბი­თი ზრახ­ვე­ბი დამ­ტკიც­დე­ბა). 

ჯა­რი­მა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია ასე­ვე იმ წყვი­ლე­ბის­თვის, რო­მელ­თაც გან­ქორ­წი­ნე­ბა­ზე სა­ბუ­თე­ბი შე­აქვთ, რომ ოჯახ­ში ბავ­შვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა­ზე სა­ხელ­მწი­ფო შე­ზღუდ­ვას თავი აა­რი­დონ.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია BBC-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ვიეტნამში მეუღლეებს ღალატის გამო დააჯარიმებენ

ვიეტნამში მეუღლეებს ღალატის გამო დააჯარიმებენ

ვიეტნამში ღალატის პრობლემა იმდენად სერიოზულია, რომ მას მთავრობაშიც მიაქციეს ყურადღება. მთავრობა ინიციატივით გამოდის, რომ ქმრებსა და ცოლებს, რომელთაც ღალატში გამოიჭერენ, ფულადი ჯარიმა დაეკისროთ.

შესატყვისი სამთავრობო ბრძანება ძალაში 11 ნოემბერს შევიდა. ბრძანების თანახმად, მოღალატე მეუღლეები 1-დან 3 მლნ-მდე ვიეტნამური დონგით (დაახლოებით 45-145 აშშ დოლარამდე) დაჯარიმდებიან.

ამასთან, ადგილობრივ პრესაში აღნიშნავენ, რომ პერსპექტივაში მოღალატე მეუღლეებს ადიულტერის გამო შეიძლება სისხლის სამართლებრივი სასჯელი დაეკისროთ - თუ მათ ქორწინების გარეთ ურთიერთობას "სერიოზული შედეგები" მოჰყვება. მასში ვიეტნამის მთავრობა გულისხმობს ოჯახის დანგრევას ან მაგალითად, მოტყუებული მეუღლის თვითმკვლელობას, რომელმაც ღალატის ტკივილი ვერ გადაიტანა.

ამასთან, ეს ბრძანება ცოლ-ქმრობასთან დაკავშირებულ სხვა დარღვევების ჯარიმებსაც განსაზღვრავს. კერძოდ, არასრულწლოვან ვიეტნამის მოქალაქესთან ქორწინება ასევე ჯარიმას ითვალისწინებს. ხოლო ის, ვინც მხოლოდ იმისთვის ქორწინდება, რომ მოქალაქეობა მიიღოს, ამ აზიურ სახელმწიფოს 10-20 მლნ დონგი უნდა გადაუხადოს. (თუ რა თქმა უნდა, ანგარებითი ზრახვები დამტკიცდება). 

ჯარიმა გათვალისწინებულია ასევე იმ წყვილებისთვის, რომელთაც განქორწინებაზე საბუთები შეაქვთ, რომ ოჯახში ბავშვების რაოდენობაზე სახელმწიფო შეზღუდვას თავი აარიდონ.

მომზადებულია BBC-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს