სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ვაქირში ეგვიპტის მოქალაქეზე მიწის ნაკვეთის უკანონოდ გასხვისებას აპროტესტებენ
ვაქირში ეგვიპტის მოქალაქეზე მიწის ნაკვეთის უკანონოდ გასხვისებას აპროტესტებენ

სიღ­ნა­ღის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ვა­ქი­რის მო­სახ­ლე­ო­ბა, 8 ჰექ­ტა­რი მი­წის ნაკ­ვე­თის ეგ­ვიპ­ტის მო­ქა­ლა­ქე­ზე გას­ხვი­სე­ბას აპ­რო­ტეს­ტებს. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, მი­წის ნაკ­ვე­თის ნა­წი­ლი მათ 10 წლის წინ ვა­ქი­რის საკ­რე­ბუ­ლომ სა­მო­სახ­ლოდ გა­დას­ცა. საკ­რე­ბუ­ლოს მომ­დევ­ნო თავ­მჯდო­მა­რის შვილ­მა იორ­დი­ონ და­ვი­თაშ­ვილ­მა კი, მა­მის მიერ იჯა­რით გა­და­ცე­მუ­ლი მიწა 2007 წელს აუქ­ცი­ო­ნის წე­სით შე­ის­ყი­და. უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ნას­ყი­დო­ბის სა­ნო­ტა­რო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის თა­ნახ­მად, და­ვი­თაშ­ვილ­მა 2013 წლის 10 ივ­ნისს, მიწა შპს "რამ­ბოს" მფლო­ბელს, ეგ­ვიპ­ტის მო­ქა­ლა­ქე მამ­დოფ გჰალ ზა­ქა­რია მან­სი­ურს 10 000 დო­ლა­რად მი­ყი­და.

"მო­ცე­მუ­ლი რა­ტომ უნდა წა­მარ­თვან? ჩემი რაც არის, და­ტო­ვონ და ხელს ნუ ახ­ლე­ბენ. ახალ მფლო­ბელს უთ­ქვამს, პა­ტა­რა ფერ­მა უნდა გა­ვა­კე­თო და 5 სული ძრო­ხა უნდა მყავ­დე­სო, 5 ძრო­ხას ამ­ხე­ლა ტე­რი­ტო­რია რად უნდა? რა ვიცი გულ­ში რა აქვს? სო­ფელ­ში სა­საფ­ლაო აღარ გვაქვს, ძველ სა­საფ­ლა­ო­ზე ისე­თი მდგო­მა­რე­ო­ბაა, რომ ერთი-მე­ო­რეს ზედ ას­ვე­ნე­ბენ, იქ­ნე­ბა ეს ტე­რი­ტო­რია რაში დაგ­ვჭირ­დეს", - აცხა­დე­ბენ ვა­ქი­რე­ლე­ბი.

უკა­ნო­ნოდ გა­ყი­დუ­ლი მი­წე­ბის საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბის მო­თხოვ­ნით, ვა­ქი­რის მო­სახ­ლე­ო­ბამ სიღ­ნა­ღის რა­ი­ო­ნულ პრო­კუ­რა­ტუ­რას 14 აგ­ვის­ტოს მი­მარ­თა. თუმ­ცა ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი სიღ­ნა­ღის სამ­მარ­თვე­ლოს გა­მო­ძი­ე­ბას არ ენ­დო­ბი­ან და პრო­კუ­რა­ტუ­რის­თვის მი­მარ­თვას კვლავ აპი­რე­ბენ.

იხი­ლეთ ვრცლად

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ვაქირში ეგვიპტის მოქალაქეზე მიწის ნაკვეთის უკანონოდ გასხვისებას აპროტესტებენ

ვაქირში ეგვიპტის მოქალაქეზე მიწის ნაკვეთის უკანონოდ გასხვისებას აპროტესტებენ

სიღნაღის რაიონის სოფელ ვაქირის მოსახლეობა, 8 ჰექტარი მიწის ნაკვეთის ეგვიპტის მოქალაქეზე გასხვისებას აპროტესტებს. ადგილობრივების თქმით, მიწის ნაკვეთის ნაწილი მათ 10 წლის წინ ვაქირის საკრებულომ სამოსახლოდ გადასცა. საკრებულოს მომდევნო თავმჯდომარის შვილმა იორდიონ დავითაშვილმა კი, მამის მიერ იჯარით გადაცემული მიწა 2007 წელს აუქციონის წესით შეისყიდა. უძრავი ქონების ნასყიდობის სანოტარო ხელშეკრულების თანახმად, დავითაშვილმა 2013 წლის 10 ივნისს, მიწა შპს "რამბოს" მფლობელს, ეგვიპტის მოქალაქე მამდოფ გჰალ ზაქარია მანსიურს 10 000 დოლარად მიყიდა.

"მოცემული რატომ უნდა წამართვან? ჩემი რაც არის, დატოვონ და ხელს ნუ ახლებენ. ახალ მფლობელს უთქვამს, პატარა ფერმა უნდა გავაკეთო და 5 სული ძროხა უნდა მყავდესო, 5 ძროხას ამხელა ტერიტორია რად უნდა? რა ვიცი გულში რა აქვს? სოფელში სასაფლაო აღარ გვაქვს, ძველ სასაფლაოზე ისეთი მდგომარეობაა, რომ ერთი-მეორეს ზედ ასვენებენ, იქნება ეს ტერიტორია რაში დაგვჭირდეს", - აცხადებენ ვაქირელები.

უკანონოდ გაყიდული მიწების საქმის გამოძიების მოთხოვნით, ვაქირის მოსახლეობამ სიღნაღის რაიონულ პროკურატურას 14 აგვისტოს მიმართა. თუმცა ადგილობრივები სიღნაღის სამმართველოს გამოძიებას არ ენდობიან და პროკურატურისთვის მიმართვას კვლავ აპირებენ.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა