რუსი ბლოგერი - როგორც ჩანს, ტოლოკონიკოვა მოკლეს

რუსი ბლოგერი - როგორც ჩანს, ტოლოკონიკოვა მოკლეს

ფემინისტურ პანკ-ჯგუფის Pussy Riot-ის წევრ ნადეჟდა ტოლოკონიკოვას გაუჩინარებას რუსი ბლოგერები ეხმაურებიან. ბლოგერი Эскапист-ი თვლის, რომ ტოლოკონიკოვა მოკლეს.

ბლოგერის თქმით, მასთან ამ დრომდე არანაირი კავშირი არ არის. "საზოგადოება ღელავს, მაგრამ მთავრობა ცოცხალი ტოლოკონიკოვა გამოჩენას ჯერჯერობით არ ჩქარობს. რატომ? ახლა დასავლეთიც კი ღელავს, სად წაიყვანეს პატიმარი? ეს რაღაც ახალია, ცნობას მის ჯანმრთელობაზე უმნიშვნელო ნერვიულობის დროსაც კი აწვდიდნენ საზოგადოებას.

ვვარაუდობ, წარსადგენი არაფერია. გარდა გვამისა, საეჭვო კვალით. არა, არ ვამბობ, რომ განზრახ მოკლეს და არც ვამტკიცებ, რომ საერთოდ მოკლეს. მაგრამ ასეთ ვარაუდს არსებობის უფლება უკვე აქვს. რაღაც ყველაფერი ძალიან გაიწელა, ერთი ადგილიდან წაიყვანეს და მეორეზე არ მიუყვანიათ".

პუტინს ეს ნათელია, არ აწყობს - წერს Эскапист-ი. "ეკლესიამ ამჟამად, დღე და ღამე უნდა ილოცოს, რომ ასეთი შედეგის შემთხვევაში, საქმე როგორღაც განიმუხტოს! ეს სიკვდილი (ღმერთმა ნუ ქნას, რა თქმა უნდა) ქრისტეს გამყიდველთა ნაძირალა მხრებზე იქნება და არა პუტინის. წვრილმანი ხულიგანის ციხეში კანონით განსაზღვრული 15 დღე-ღამის ნაცვლად, ორი წლით გაშვება, პირველ რიგში, მათი ნახელავია, ნაძირლების, მათი "დამსახურებაა"! - აღნიშნავს ავტორი.

"ვისი ღმერთია ასეთი მრისხანე? რომელიც ადამიანებში ამპარტავნებას ახალისებს? ნუთუ, ქრისტე? მახსოვს, ასეთ მგზნებარე მორწმუნეებზე იგი ამბობდა: "თქვენი მამა ეშმაკია და თქვენ მის სურვილებს ასრულებთ". ასე რომ, ქრისტიანებს არ დაუმწყვდევიათ გოგონა ციხეში, არამედ სატანური სურვილების შემსრულებლებს. მთელი თავისი "რუსულ-პატრიოტული ძალაუფლებით".

ავტორი გამოთქვამს მოსაზრებას, რომ გოგონა შესაძლოა, შემთხვევით შემოაკვდათ. "მაგალითად, გადაამეტეს. როგორ გაახმიანონ, რომ იგი სოკოთი მოიწამლა, ამასთან, თუ მას სხეულსა და სახეზე დაზინებები აქვს? არ მჯერა, რომ მას ყველაფერი რიგზე აქვს, ამისთვის საკმარისი მიზეზი არ არის.  რას გააკეთებენ შემდეგ ასეთ სიტუაციაში, ვერ წარმომიდგენია",-აღნიშნავს ავტორი.

ავტორი სურვილს გამოთქვამს, რომ ტოლოკონიკოვა ნაცემი იყოს და ისინი უბრალოდ სახესა და სხეულზე ჭრილობების და მოტეხილობების მოშუშებას ელოდებოდნენ, "მაგრამ ნადია ხომ არ გაჩუმდება".

"ვისურვებდი, რომ ყველაფერი ასე დასრულებულიყო, მაგრამ ვშიშობ, ყველაფერი ცუდად დამთავრდება. სამაგიეროდ, წინასწარ ვიცი, რომ "რუსი პატრიოტები" და "კეთილი ქრისტიანები" ამღერდებიან: ეს ყველაფერი მტრებმა მოაწყეს, რომ ყველაფერი უსისხლო რეჟიმს და გულმოწყალე ეკლესიას დააბრალონ", - წერს ავტორი.

Pussy Riot-ის პატიმარი  წევრი 24 ოქტომბრიდან გაუჩინარებულია. ხელისუფლება მისი ადგილსამყოფელის შესახებ ოჯახის წევრებს ინფორმაციას არ აწვდის.

როგორც ტოლოკონიკოვას ახლობლებისთვის არის ცნობილი, ის სხვა ციხეში, ჩელიაბინსკის მიმართულებით, 21 ოქტომბერს მატარებლით წაიყვანეს, თუმცა, ნადეჟდა ტოლოკონიკოვა 24 ოქტომბრის შემდეგ არავის უნახავს და არანაირი ინფორმაცია არ არსებობს მისი ადგილსამყოფელის შესახებ.

მომზადებულია escapistus.livejournal.com-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა