სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ბაიკერი, რომელმაც ჩამომხრჩვალი ნინო გვასალია იპოვა, პოლიციაში დაკითხეს
ბაიკერი, რომელმაც ჩამომხრჩვალი ნინო გვასალია იპოვა, პოლიციაში დაკითხეს

ისა­ნი-სამ­გო­რის პო­ლი­ცი­ა­ში გუ­შინ, გვი­ან ღა­მემ­დე კი­თხავ­დნენ ერთ-ერთ ბა­ი­კერს, რო­მელ­მაც მუ­ხა­თწყა­როს ტყე­ში ჩა­მომ­ხრჩვა­ლი ნინო გვა­სა­ლია იპო­ვა.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლი­ლის ცხე­და­რი ტყე­ში ბა­ი­კე­რებ­მა იპო­ვეს. ნინო გვა­სა­ლი­ას ცხე­დარს სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ხე­ლო­ბის ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­რო­დან სახ­ლში დღეს გა­და­ას­ვე­ნე­ბენ. ექ­სპერ­ტი­ზა უკვე დას­რუ­ლე­ბუ­ლია და დას­კვნა უახ­ლო­ეს ხან­ში გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი.

22 წლის ნინო გვა­სა­ლია სახ­ლი­დან 17 ოქ­ტომ­ბერს გა­ვი­და და აღარ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი და მე­გობ­რე­ბი მას თით­ქმის ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ეძებ­დნენ.

რო­გორც ნინო გვა­სა­ლი­ას დე­დამ, ლალი ცინ­ცა­ძემ შვი­ლის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და, გო­გო­ნამ თვით­მკვლე­ლო­ბის სურ­ვი­ლი უმ­ცროს ძმას გა­უმ­ხი­ლა.

"წინა დღით უმ­ცრო­სი ძმის­თვის უთ­ქვამს, ყვე­ლაფ­რით და­ვი­ღა­ლე და თავი უნდა მო­ვიკ­ლა, ოღონდ ისე, რომ ვე­რა­ვინ მნა­ხო­სო. იმ­დე­ნად სი­სუ­ლე­ლედ მი­იჩ­ნია ბავ­შვმა დის ნათ­ქვა­მი, რომ ყუ­რა­დღე­ბის ღირ­სა­დაც არ ჩათ­ვა­ლა ამ თე­მა­ზე რე­ა­გი­რე­ბა და ჩემ­თვი­საც არა­ფე­რი უთ­ქვამს მა­შინ­ვე", - გა­ნა­ცხა­და ლალი ცინ­ცა­ძემ.

ნინო გვა­სა­ლი­ას უგზო-უკვლოდ და­კარ­გვას­თან და­კავ­ში­რე­ბით შსს-ს ისან-სამ­გო­რის სამ­მარ­თვე­ლოს უბ­ნის ინ­სპექ­ტო­რე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი 17 ოქ­ტომ­ბერს და­ი­წყეს.

გა­მო­ძი­ე­ბის პირ­ველ ეტაპ­ზე სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ამო­ი­ღეს და და­ათ­ვა­ლი­ე­რეს და­კარ­გუ­ლი გო­გო­ნას სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის მიმ­დე­ბა­რე პე­რი­მეტრზე არ­სე­ბუ­ლი კერ­ძო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის, აფ­თი­ა­ქე­ბი­სა და სხვა შე­ნო­ბე­ბის, ასე­ვე, "300 არაგ­ვე­ლის" და "ავ­ლაბ­რის" მეტ­რო­სად­გუ­რე­ბის, "112"-ის სათ­ვალ­თვა­ლო ვი­დე­ო­კა­მე­რე­ბის მიერ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბი. ინ­ფორ­მა­ცია იმ დღეს­ვე მი­ე­წო­დათ შსს-ს სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენტს, ყვე­ლა ოპე­რა­ტი­ულ და­ნა­ყოფს და სა­სა­ზღვრო გამ­შვებ პუნ­ქტებს. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა გა­და­ა­მოწ­მეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბი, გა­მო­ძი­ე­ბა­ში ჩარ­თუ­ლი იყ­ვნენ კი­ნო­ლო­გე­ბი. თბი­ლი­სის მე­რი­ის სა­გან­გე­ბო და გა­და­უ­დე­ბე­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა და­ათ­ვა­ლი­ე­რეს მდი­ნა­რე მტკვრის სა­ნა­პი­რო ტე­რი­ტო­რია.

22 ოქ­ტომ­ბერს სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხურ­მა რო­გორც სახ­მე­ლე­თო, ისე წყალ­ქვე­შა სა­ძი­ე­ბო სა­მუ­შა­ო­ე­ბი ჩა­ა­ტა­რა თბი­ლი­სის ზღვის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, მდი­ნა­რე მტკვრის სა­ნა­პი­რო­ზე, ასე­ვე კო­ჯრის, ტა­ბახ­მე­ლას, ოქ­რო­ყა­ნის ტყის მა­სი­ვე­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­მო­აქ­ვეყ­ნა უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლი ნინო გვა­სა­ლი­ას ფო­ტო­სუ­რა­თი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ბაიკერი, რომელმაც ჩამომხრჩვალი ნინო გვასალია იპოვა, პოლიციაში დაკითხეს

ბაიკერი, რომელმაც ჩამომხრჩვალი ნინო გვასალია იპოვა, პოლიციაში დაკითხეს

ისანი-სამგორის პოლიციაში გუშინ, გვიან ღამემდე კითხავდნენ ერთ-ერთ ბაიკერს, რომელმაც მუხათწყაროს ტყეში ჩამომხრჩვალი ნინო გვასალია იპოვა.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილის ცხედარი ტყეში ბაიკერებმა იპოვეს. ნინო გვასალიას ცხედარს სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროდან სახლში დღეს გადაასვენებენ. ექსპერტიზა უკვე დასრულებულია და დასკვნა უახლოეს ხანში გახდება ცნობილი.

22 წლის ნინო გვასალია სახლიდან 17 ოქტომბერს გავიდა და აღარ დაბრუნებულა. სამართალდამცველები და მეგობრები მას თითქმის ერთი თვის განმავლობაში ეძებდნენ.

როგორც ნინო გვასალიას დედამ, ლალი ცინცაძემ შვილის გაუჩინარების შემდეგ განაცხადა, გოგონამ თვითმკვლელობის სურვილი უმცროს ძმას გაუმხილა.

"წინა დღით უმცროსი ძმისთვის უთქვამს, ყველაფრით დავიღალე და თავი უნდა მოვიკლა, ოღონდ ისე, რომ ვერავინ მნახოსო. იმდენად სისულელედ მიიჩნია ბავშვმა დის ნათქვამი, რომ ყურადღების ღირსადაც არ ჩათვალა ამ თემაზე რეაგირება და ჩემთვისაც არაფერი უთქვამს მაშინვე", - განაცხადა ლალი ცინცაძემ.

ნინო გვასალიას უგზო-უკვლოდ დაკარგვასთან დაკავშირებით შსს-ს ისან-სამგორის სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების თანამშრომლებმა სამძებრო ღონისძიებები 17 ოქტომბერს დაიწყეს.

გამოძიების პირველ ეტაპზე სამართალდამცველებმა ამოიღეს და დაათვალიერეს დაკარგული გოგონას საცხოვრებელი სახლის მიმდებარე პერიმეტრზე არსებული კერძო დაწესებულებების, აფთიაქებისა და სხვა შენობების, ასევე, "300 არაგველის" და "ავლაბრის" მეტროსადგურების, "112"-ის სათვალთვალო ვიდეოკამერების მიერ დაფიქსირებული ჩანაწერები. ინფორმაცია იმ დღესვე მიეწოდათ შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს, ყველა ოპერატიულ დანაყოფს და სასაზღვრო გამშვებ პუნქტებს. სამართალდამცველებმა გადაამოწმეს საავადმყოფოები, გამოძიებაში ჩართული იყვნენ კინოლოგები. თბილისის მერიის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა დაათვალიერეს მდინარე მტკვრის სანაპირო ტერიტორია.

22 ოქტომბერს სამაშველო სამსახურმა როგორც სახმელეთო, ისე წყალქვეშა საძიებო სამუშაოები ჩაატარა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე მტკვრის სანაპიროზე, ასევე კოჯრის, ტაბახმელას, ოქროყანის ტყის მასივების ტერიტორიაზე.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა უგზო-უკვლოდ დაკარგული ნინო გვასალიას ფოტოსურათი.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ