"არტილეერიის სამიზნეებში ეგეთი არ გვყავს" - ირაკლი ალასანია თინა კანდელაკის შესახებ

"არტილეერიის სამიზნეებში ეგეთი არ გვყავს" - ირაკლი ალასანია თინა კანდელაკის შესახებ

"თინა კანდელაკი არტილეერიის სამიზნეებში არ გვყავს", - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ მას შემდეგ იხუმრა, რაც დღეს ჟურნალისტებმა თინა კანდელაკის საქართველოში ვიზიტის შესახებ შეკითხვა დაუსვეს.

ჟურნალისტის კითხვის პასუხად მინისტრმა განაცხადა, რომ ის თინა კანდელაკს არ იცნობს. ჟურნალისტმა ალასანიას ასევე შეახსენა, რომ კანდელაკი სოჭის ოლიმპიადის მეჩირაღდნეა.

"არ ვიცნობ, არტლიერიის სამიზნეებში ეგეთი არ გვყავს ", - განაცხადა ალასანიამ.

რუსეთში მოღვაწე ქართველმა ტელეწამყვანმა, სოჭის ოლიმპიადის ერთ-ერთმა მეჩირაღდნე თინა კანდელაკმა დაბადების დღე გუშინ თბილისში აღნიშნა. მას 38 წელი შეუსრულდა.

სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" თინა კანდელაკის დაბადების დღეზე გადაღებული ფოტოები "ზონანიუსმა" გაავრცელა. კანდელაკმა იუბილე რესტორან "ფუნიკულიორში" გადაიხადა.

წვეულებაზე ტელეწამყვანის მეგობრებთან ერთად ქართველი დეპუტატები, კოალიცია "ქართული ოცნების" წევრებიც იმყოფებოდნენ. ფოტოებზე ჩანან ეკა ბესელია, დავით საგანელიძე, ზვიად კვაჭანტირაძე და შალვა რამიშვილი.

თინა კანდელაკმა დაბადების დღეზე გადაღებული ფოტო წარწერით: "გმადლობთ დაბადების დღის მოლოცვისთვის, მე ბედნიერი ვარ", "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.

ნათია ლეშკაშელი

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია