7 წამ­ში თორ­მეტ­ნა­ო­ჭი­ანი ხინ­კალს "ახ­ვევს" - ქართველმა მექანიკოსმა ხინ­კლის მან­ქა­ნა გამოიგონა

  7 წამ­ში თორ­მეტ­ნა­ო­ჭი­ანი ხინ­კალს "ახ­ვევს" - ქართველმა მექანიკოსმა ხინ­კლის მან­ქა­ნა გამოიგონა

რო­გორ და­ვამ­ზა­დოთ ეროვ­ნუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლოს მშვე­ნე­ბა - ხინ­კა­ლი, რომ­ლის მოხ­ვე­ვა დიდ დრო­სა და კუ­ლი­ნა­რი­ულ გა­მოც­დი­ლე­ბას მო­ითხ­ოვს, ხე­ლით ჩა­რე­ვის გა­რე­შე? - ამ კითხ­ვა­ზე პა­სუხს გა­მო­გო­ნე­ბის - "შიგ­თავ­სი­ა­ნი ცო­მე­უ­ლი ნა­წარ­მის ფორ­მი­რე­ბის მოწყ­ო­ბი­ლო­ბის"გაც­ნო­ბის შემ­დეგ მი­ი­ღებთ, რო­მელ­ზეც ავ­ტო­რი, მე­ქა­ნი­კოს­-კონ­სტრუქ­ტო­რი დი­მიტ­რი სა­ნა­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა:

- იდე­ის და­ბა­დე­ბი­დან გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბამ­დე წე­ლი­წად­-ნა­ხე­ვა­რი დამ­ჭირ­და. ჩე­მი მან­ქა­ნა - "შიგ­თავ­სი­ა­ნი ცო­მე­უ­ლი ნა­წარ­მის ფორ­მი­რე­ბის მოწყ­ო­ბი­ლო­ბა"ადა­მი­ა­ნის ხე­ლის იმი­ტა­ცი­ას ცდი­ლობს, რი­თაც დი­დი დრო და სახ­სრე­ბი იზო­გე­ბა, კონ­სტრუქ­ცი­აც საკმაოდ კომ­პაქ­ტუ­რი­ა. მან­ქა­ნა აკე­თებს ნა­ო­ჭებს, მოჭ­რილ ცომ­ში დებს ფარშს, თანაც ისე, რომ ცო­მის კედ­ლე­ბი არ სველ­დე­ბა (წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში ხინ­კა­ლი აღარ შე­იკ­ვრე­ბა), მე­რე ცომს ატ­რი­ა­ლებს და ყუნწს აც­ლის. მოწყ­ო­ბი­ლო­ბას ფორ­მი­რე­ბის ორი - ზე­და და ქვე­და თა­ვე­ბი აქვს, ქვე­და თავს აქვს კბი­ლა­ნე­ბი, ზე­დას - ფრთე­ბი, რომ­ლე­ბიც ერ­თმა­ნეთ­ში ჯდე­ბა და ასე კეთ­დე­ბა ნა­ო­ჭი. ასე­ვე იჭრება სა­ჭი­რო ზო­მი­სა და ფორ­მის ცო­მი. მან­ქა­ნა შე­ი­ცავს ცო­მე­უ­ლი ნა­წარ­მის მა­ფორ­მი­რე­ბელ მრგვალ­და­ნი­ან მე­ქა­ნიზმს, რო­მე­ლიც შედ­გე­ბა ვერ­ტი­კა­ლუ­რად გა­და­ად­გი­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე მა­ფორ­მი­რე­ბე­ლი თა­ვი­სა და ცო­მის მიმ­ღებ­-მა­ფორ­მი­რე­ბე­ლი თა­ვის­გან, ასე­ვე მო­სა­ჭი­მი მე­ქა­ნიზ­მის, მიმ­ღე­ბი­სა და ამ­ძრა­ვის­გან.

- რამ­დენ­ნა­ო­ჭი­ა­ნი ხინ­კლის დამ­ზა­დე­ბა შე­უძ­ლი­ა?

- თორ­მეტ­ნა­ო­ჭი­ა­ნის. ცო­მი იღებს სა­სურ­ველ ნა­ო­ჭე­ბი­ან ფორ­მას, სა­დაც მი­სა­წო­დე­ბე­ლი არ­ხით ნელ­-ნე­ლა ჩა­ე­დი­ნე­ბა ფარ­ში და ავ­სებს მო­ცუ­ლო­ბას, შიგ­თავ­სი შე­გიძ­ლია სა­სურ­ვე­ლი რა­ო­დე­ნო­ბით ჩა­დო, თა­ვი­სი ჩამ­კე­ტიც აქვს. ეს არის ფურ­ცლო­ვა­ნი ჩამ­კე­ტი, და­ახ­ლო­ე­ბით ფო­ტო­ა­პა­რა­ტის მსგავ­სი, რო­მე­ლიც ერ­თი მი­მარ­თუ­ლე­ბით ტრი­ა­ლებს და ცომს კრავს, ზედ­მეტ ნა­წილს, ყუნწს კი წყვეტს. ერ­თი ხინ­კლის დამ­ზა­დე­ბას 7 წა­მი სჭირ­დე­ბა. მე­ქა­ნიზ­მი ასე­ვე უზ­რუნ­ველ­ყოფს, რომ ნამ­ზა­დი­დან შიგ­თავ­სის წვე­ნი არ გად­მო­იღ­ვა­როს, რაც ხინ­კლის ხა­რისხს ამაღ­ლებს. თუ მოწყ­ო­ბი­ლო­ბის მას­შტა­ბი გა­იზ­რდე­ბა, მე­ტი მა­ფორ­მი­რე­ბელ­თა­ვი­ა­ნი მე­ქა­ნიზ­მი აეწყ­ო­ბა, მე­ტი ხინ­კლის დამ­ზა­დე­ბა გახ­დე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი, წარ­მა­დო­ბაც გა­იზ­რდე­ბა.

- მო­მა­ვალ­ში ნა­ო­ჭე­ბის რიცხ­ვის გაზ­რდა თუ შე­იძ­ლე­ბა?

- მა­ფორ­მი­რე­ბელ თა­ვებს ცო­ტა რთუ­ლი გე­ო­მეტ­რია აქვს, მაგ­რამ შე­უძ­ლე­ბე­ლი არა­ფე­რი­ა. ყვე­ლა ეტაპს თა­ვი­სი ფუნ­ქცია აქვს, ერ­თმა­ნეთ­ზეა გა­და­ჯაჭ­ვუ­ლი, რაც მო­მა­ვალ­ში შე­იძ­ლე­ბა უფ­რო და­იხ­ვე­წოს. მა­გა­ლი­თად, აპა­რატ­ში, რო­მე­ლიც ახ­ლა მუ­შა­ობს, ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ვი­ტა­ნეთ, და­ნით ამოკ­ვე­თი­სას ცო­მის და­ნა­კარ­გი რაც შე­იძ­ლე­ბა ნაკ­ლე­ბი რომ ყო­ფი­ლი­ყო.

ნი­ნო კვი­ტაშ­ვი­ლი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს