მღვდელმსახური: "ზო­გი­ერ­თი ოჯა­ხის დან­გრე­ვა აუ­ცი­ლე­ბე­ლი­ა"

მღვდელმსახური: "ზო­გი­ერ­თი ოჯა­ხის დან­გრე­ვა აუ­ცი­ლე­ბე­ლი­ა"

"ი­მის ნაც­ვლად, რომ ადა­მი­ან­მა გა­აა­ნა­ლი­ზოს, მიხ­ვდეს, რა შეც­დო­მა და­უშვა, სხვა­ში ეძე­ბს მი­ზეზს და არა თა­ვი­ს სუ­ლე­ლურ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბებ­ში. ადა­მი­ა­ნი მუდ­მი­ვად დგას არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე: ირ­ჩევს მე­გობ­რებს, ახ­ლობ­ლებს, ცხოვ­რე­ბის თა­ნამ­გზავრს... ხალხს, ვინც მი­სი ჭი­რი­სა და ლხი­ნის მო­ზი­ა­რე უნ­და იყოს. გზაჯ­ვა­რე­დინ­ზე დგო­მი­სას შეც­დო­მის დაშ­ვე­ბა გა­საკ­ვი­რი სუ­ლაც არ არის, თუმ­ცა არ­სე­ბობს მცდა­რი ნა­ბი­ჯი, რო­მელ­საც ადა­მი­ა­ნი თა­ვი­სი ნე­ბით დგამს და გვი­ან აც­ნო­ბი­ე­რებს, რომ მოტყ­უვ­და. დღეს სწო­რედ ამ თე­მა­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა წმინ­და მო­წა­მე­თა, კვი­რი­კე­სა და ივ­ლი­ტას სა­ხე­ლო­ბის ტაძ­რის მღვდელ­მსა­ხუ­რი ლე­ვან ალა­დაშ­ვი­ლი:

-  მამა ლევან, ალ­ბათ ყვე­ლას ჰყავს სულ მცი­რე, ერ­თი ნაც­ნო­ბი მა­ინც, რო­მელ­მაც თა­ვის დრო­ზე უა­რი თქვა სიყ­ვა­რულ­ზე და ოჯა­ხი ან­გა­რე­ბით შექ­მნა. რო­გორ აფა­სებს ამ მოვ­ლე­ნას ჩვე­ნი ეკ­ლე­სი­ა?

-  ჩვენ­და სამ­წუ­ხა­როდ, ეს არ არის ახა­ლი მოვ­ლე­ნა. ყო­ველ­თვის იყ­ვნენ და დღე­საც არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ოჯა­ხის შექ­მნას მერ­კან­ტი­ლუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბით აფა­სე­ბენ. ასე­თე­ბი იმა­ზე კი არ ფიქ­რო­ბენ, ვის უკავ­ში­რე­ბენ თა­ვი­ანთ მო­მა­ვალს, არა­მედ იმა­ზე, თუ რა სარ­გე­ბელს მო­უ­ტანთ მათ ეს ქორ­წი­ნე­ბა. მით უმე­ტეს დღეს, რო­ცა ბევ­რის­თვის ადა­მი­ა­ნუ­რი ღირ­სე­ბის სა­ზო­მად სიმ­დიდ­რეა მიჩ­ნე­უ­ლი. რა თქმა უნ­და, ვინც ამ­გვა­რი მო­საზ­რე­ბე­ბით ხელ­მძღვა­ნე­ლობს, დიდ შეც­დო­მას უშ­ვებს. უსიყ­ვა­რუ­ლოდ და უგუ­ლოდ შექ­მნი­ლი ოჯა­ხი შე­იძ­ლე­ბა არ და­ინ­გრეს, მაგ­რამ ძა­ლი­ან მძი­მე ჯვარს იღებს ის, ვინც თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის მეგ­ზურს სიმ­დიდ­რი­სა და მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კე­თილ­დღე­ო­ბის მი­ხედ­ვით ირ­ჩევს. ასე­თებს ხში­რად სა­ნა­ნებ­ლად უხ­დე­ბათ თა­ვი­ან­თი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა, რად­გან ის, ვინც გულ­წრფე­ლად უყ­ვარ­დათ და ვის­ზეც ერთ დროს უა­რი თქვეს, მარ­თლა წარ­მა­ტე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი ხდე­ბა, ხო­ლო ის, ვი­საც მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო გაჰ­ყვნენ, ან ლო­თი­ა, ან უსაქ­მუ­რი და ნარ­კო­მა­ნი და მი­სი ფი­ნან­სუ­რი კე­თილ­დღე­ო­ბაც საპ­ნის ბუშ­ტი­ვით ქრე­ბა. მე­რე აღ­სა­რე­ბა­ზე მო­დი­ან და ტი­რი­ან. ჩემ­თა­ნაც მო­სუ­ლან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც წლე­ბის წინ და­უშ­ვეს მსგავ­სი შეც­დო­მა და დღემ­დე ძა­ლი­ან ნა­ნო­ბენ. ისი­ნი ვერ უძ­ლე­ბენ ცხოვ­რე­ბი­სე­ულ სიძ­ნე­ლე­ებს იმის გა­მო, რომ ერ­თმა­ნე­თის სიყ­ვა­რუ­ლი არა აქვთ.

-  რას ურ­ჩევთ ამ ადა­მი­ა­ნებს?

-  ყვე­ლა­ნა­ი­რად ვცდი­ლობთ, რომ თა­ვი აა­რი­დონ ოჯა­ხის დან­გრე­ვას, რად­გან ეს უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა და სხვა არა­ფე­რი. არ შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ან­თან დღეს ჯვა­რი და­ი­წე­რო და ხვალ უა­რი თქვა მას­ზე. ზოგ­ჯერ ხდე­ბა, რომ ცოლ­-ქმარს ერ­თმა­ნე­თი არ უყ­ვარს, მაგ­რამ მა­თი ოჯა­ხი არ იშ­ლე­ბა, თუნ­დაც შვი­ლე­ბის გა­მო. სხვა სა­კითხ­ი­ა, რამ­დე­ნად არის გა­გე­ბა და სიყ­ვა­რუ­ლი ასეთ ოჯახ­ში, მაგ­რამ ისი­ნი გა­რეგ­ნუ­ლად მა­ინც ინარ­ჩუ­ნე­ბენ წო­ნას­წო­რო­ბას. ხში­რად ისეც ხდე­ბა, რომ ვი­თომ დი­დი სიყ­ვა­რუ­ლით ქმნი­ან ოჯახს, მო­დი­ან, ჯვარ­საც იწე­რენ, მაგ­რამ ეს ოჯა­ხი ძა­ლი­ან მა­ლე იშ­ლე­ბა. ასე­თე­ბი არ გრძნო­ბენ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას თუნ­დაც სა­კუ­თა­რი შვი­ლის წი­ნა­შე, სა­ბო­ლოო ნა­ყო­ფი კი სა­ვა­ლა­ლო­ა: დან­გრე­უ­ლი ოჯა­ხის შვი­ლე­ბი ძა­ლი­ან დი­დი სტრე­სის ქვეშ ექ­ცე­ვი­ან - დე­და ცალ­კე­ა, მა­მა - ცალ­კე და ისი­ნი არ ფიქ­რო­ბენ, რომ შვილს მარ­ტო ჩაც­მა და ჭა­მა არ უნ­და, მას ჯან­სა­ღი ოჯა­ხუ­რი გა­რე­მოც სჭირ­დე­ბა. ეს ბავ­შვე­ბი ხში­რად გულ­გა­ტე­ხილ­ნი და გა­ბო­რო­ტე­ბულ­ნი არი­ან. უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და ეგო­იზ­მი - ეს ის თვი­სე­ბე­ბი­ა, რომ­ლე­ბიც ნე­ბის­მი­ერ, ყვე­ლა­ზე ლა­მაზ ურ­თი­ერ­თო­ბა­საც კი ან­გრევს და შლის. ამა­ვე დროს, არის გა­მო­ნაკ­ლი­სი შემ­თხვე­ვე­ბი, რო­ცა მე­უღ­ლე­ებს ერთ ჭერ­ქვეშ არ ეცხ­ოვ­რე­ბათ, ერ­თმა­ნეთს ღა­ლა­ტო­ბენ, რო­მე­ლი­მე ან პა­თო­ლო­გი­ა, ან ავად­მყო­ფი, ასე­თი ოჯა­ხის დან­გრე­ვა აუ­ცი­ლე­ბე­ლიც კი­ა, რომ ბავ­შვი ნორ­მა­ლურ გა­რე­მო­ში აღი­ზარ­დოს, მაგ­რამ ჩვენ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია ასე­თი მიდ­გო­მა: "ა­ღარ მომ­წონ­ხარ, ვე­ღარ გეწყ­ო­ბი იმი­ტომ, რომ ვი­ღაც სხვა მომ­წონს" - ვი­მე­ო­რებ, ეს ეგო­იზ­მი და უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა - სხვა არა­ფე­რი.

-  ალ­ბათ ისიც უნ­და ით­ქვას, რომ ხში­რად მშობ­ლე­ბიც ზედ­მე­ტად ერე­ვი­ან შვი­ლის ცხოვ­რე­ბა­ში.

-  ჩემ­თვის გა­უ­გე­ბა­რი და მი­უ­ღე­ბე­ლია იმ დე­დის ან მა­მის საქ­ცი­ე­ლი, ვინც შვილს უბიძ­გებს ან­გა­რე­ბი­ა­ნი ნა­ბი­ჯი გა­დად­გას და შეძ­ლე­ბულ ადა­მი­ანს გაჰ­ყვეს ცო­ლად. ასე­თი მშობ­ლე­ბი უფ­რო თა­ვის თავ­ზე ფიქ­რო­ბენ. შვი­ლი მათ­თვის ერ­თგვა­რი გა­საც­ვლე­ლი მო­ნე­ტის როლს ას­რუ­ლებს. მო­მა­ვალ სი­ძეს ან რძალს იმის მი­ხედ­ვით აფა­სე­ბენ, სო­ცი­ა­ლურ კი­ბე­ზე რა ად­გი­ლი უკა­ვი­ა, ფი­ნან­სუ­რად უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლია თუ არა, რომ მე­რე თვი­თო­ნაც ისარ­გებ­ლონ მი­სი მდგო­მა­რე­ო­ბით...

უფ­ლის ნე­ბა­ა, რომ ადა­მი­ა­ნი ცხონ­დეს და თუ ადა­მი­ა­ნი ღვთის­ნი­ე­რი­ა, თუ უფ­ლის ნე­ბას ეძი­ებს და გულ­ში იმე­ო­რებს - "უ­ფა­ლო, იყავნ ნე­ბა შე­ნი", თუ ისე­თი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმას ცდი­ლობს, რო­მე­ლიც ღვთის­თვის სათ­ნო იქ­ნე­ბა, ყო­ველ­თვის გა­ი­მარ­ჯვებს, მაგ­რამ თუ არ იცის, რომ ოჯა­ხის შექ­მნა გარ­თო­ბა არ არის, რომ ეს დიდ თავ­გან­წირ­ვას, სხვი­სი სურ­ვი­ლე­ბი­სა და ინ­ტე­რე­სე­ბის სა­კუ­თარ­ზე მაღ­ლა და­ყე­ნე­ბას ნიშ­ნავს, იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი და გულ­გა­ტე­ხი­ლი დარ­ჩე­ბა. ასე­თე­ბი გვი­ან აღ­მო­ა­ჩე­ნენ, რომ სიყ­ვა­რუ­ლი არც სპორ­ტუ­ლი ჟი­ნი­ა, არც გარ­თო­ბა და არც აზარ­ტი, ეს გა­ცი­ლე­ბით უფ­რო მა­ღა­ლი კა­ტე­გო­რი­ა­ა.

ხა­თუ­ნა ჩი­გო­გი­ძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია