რუსკა მაყაშვილი სერიალიდან გაუშვეს - "უნიჭო ვარ"

რუსკა მაყაშვილი სერიალიდან გაუშვეს - "უნიჭო ვარ"

ახალ სატელევიზიო სეზონზე ტელეკომპანია "იმედმა" ახალი სერიალი "ჩვენი ამბავი" შემოგვთავაზა. სერიალს "ღამის შოუს" სტუდია ამზადებს. ვისაც ეს სერიალი არ გინახავთ, გეტყვით, რომ "ჩვენ ამბავში" ნანა ლორთქიფანიძე, დიმა ტატიშვილი, როლანდ ოქროპირიძე, ტატო ჩახუნაშვილი, ნიკა კუჭავა, და ბევრი სხვა კარგი მსახიობი თამაშობს. თუმცა სერიალი ვერ გახდა ისეთივე პოპულარული როგორი პოპულარულიც რამდენიმე წლის წინ"შუა ქალაქი" იყო. სავარაუდოდ ამის მოლოდინი ჰქონდათ, რადგან სერიალი "ჩვენი ამბავი" "ჩემი ცოლის დაქალების" პარალელურად გადის და კონკურენციას ჯერჯერობით ვერ უწევს. სერიალ "ჩვენი ამბავის" ერთ-ერთი გმირი რუსკა მაყაშვილიც იყო. მისი გმირი ეკატერინე ისეთი გოგო იყო, რომელსაც ძველბიჭური მანერები ჰქონდა, ბიჭების ყურადღებას იშვიათად იმსახურებდა და თუ ასეთი შემთხვევა მოხდებოდა, ყველას უკვირდა.

ბოლო რამდენიმე სერია ეკატერინე აღარ გამოჩენილა სერიალში. ამის მიზეზი რუსკას "ფეისბუქის" გვერდიდან გახდა ცნობილი. რუსკამ რამდენიმე საათის წინ დაწერა: "სერიალ "ჩვენ ამბავში" ეკატერინეს პერსონაჟი ამოღებულია: 1) სცენარისტები ვეღარ წერენ ამ პერსონაჟზე. 2. უნიჭო ვარ." რუსკას ამ სტატუს მისი მეგობრების უამრავი კომენტარი მოჰყვა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება