სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
დემურ გიორხელიძე: ეკონომიკაში ერთ წელიწადში ყველაფერი ვერ გაკეთდებოდა, მაგრამ ვერ გაკეთდა ის, რაც უნდა გაკეთებულიყო
დემურ გიორხელიძე: ეკონომიკაში ერთ წელიწადში ყველაფერი ვერ გაკეთდებოდა, მაგრამ ვერ გაკეთდა ის, რაც უნდა გაკეთებულიყო

ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კა­ში, 2013 წლის ბი­უ­ჯეტ­ში არ­სე­ბულ პრობ­ლე­მებ­ზე და 2014 წლის ბი­უ­ჯეტ­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კი­თხებ­ზე "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" ექ­სპერტს ეკო­ნო­მი­კურ სა­კი­თხებ­ში დე­მურ გი­ორ­ხე­ლი­ძეს ესა­უბ­რა.

- ბა­ტო­ნო დე­მურ, წელს რომ ბი­უ­ჯე­ტი დე­ფი­ცი­ტუ­რი იქ­ნე­ბა, ამას ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც აღარ მა­ლა­ვენ, მაგ­რამ იქვე აზუს­ტე­ბენ, რომ პენ­სი­ე­ბის გა­ცე­მა­ზე ეს არ იმოქ­მე­დებს. ოპო­ზი­ცია გაკ­ვირ­ვე­ბას გა­მოთ­ქვამს იმის გამო, რომ "ეკო­ნო­მი­კუ­რი ბლო­კის მი­ნის­ტრე­ბი მთავ­რო­ბი­დან არ გარ­ბი­ან". თქვენ რო­გორ და­ა­ხა­სი­ა­თებ­დით 2013 წელს ქარ­თულ ეკო­ნო­მი­კა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს და თქვე­ნი აზ­რით, რამ გა­მო­იწ­ვია წლე­ვან­დელ ბი­უ­ჯეტ­ში დე­ფი­ცი­ტი?

- თუ რო­გო­რი იქ­ნე­ბო­და ეკო­ნო­მი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით 2013 წელი, მე თავს უფ­ლე­ბა მი­ვე­ცი და 2013 წლის თე­ბერ­ვალ­ში გა­ვა­კე­თე შე­ფა­სე­ბე­ბი. მა­შინ ყუ­რა­დღე­ბა გა­ვა­მახ­ვი­ლე იმა­ზე, რომ მთლი­ა­ნი შიდა პრო­დუქ­ტის ზრდა 2,5%-ზე მეტი ვე­რაფ­რით ვერ იქ­ნე­ბო­და; არ შე­იქ­მნე­ბო­და სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბი და და­ბა­ლი იქ­ნე­ბო­და ეკო­ნო­მი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა. ყო­ვე­ლი­ვე ეს მაძ­ლევ­და სა­ფუძ­ველს, ძა­ლი­ან პე­სი­მის­ტუ­რად და­მე­ნა­ხა 2013 წლის ეკო­ნო­მი­კუ­რი პერ­სპექ­ტი­ვე­ბი. ამას და­ე­მა­ტა ისიც, რომ გა­სულ წელს არ მი­ღე­ბუ­ლა სე­რი­ო­ზუ­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბი, რაც ეკო­ნო­მი­კას წა­ა­ხა­ლი­სებ­და, არ მომ­ხდა­რა ინ­სტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი. მო­ნა­ხა­ზიც კი არ იყო იმი­სა, თუ რო­გორ უნდა გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი­ყო ეკო­ნო­მი­კა.

რაც შე­ე­ხე­ბა იმას, რომ ბი­უ­ჯეტს თით­ქმის 600 მი­ლი­ონ ლა­რამ­დე შე­მო­სავ­ლე­ბი და­აკ­ლდე­ბა, ეს გა­საკ­ვი­რი სუ­ლაც არ არის, ვი­ნა­ი­დან ბი­უ­ჯე­ტის შე­მო­სავ­ლე­ბი და­გეგ­მი­ლი იყო ეკო­ნო­მი­კის 6%-იან ზრდა­ზე, არა­და მი­ვი­ღეთ სა­დღაც და­ახ­ლო­ე­ბით, მაქ­სი­მუმ 2,5%-იანი ზრდა. ბუ­ნებ­რი­ვია, ის ხარ­ჯე­ბი, რომ­ლე­ბიც 2013 წლის ბი­უ­ჯე­ტის ხარ­ჯვით ნა­წილ­ში იქნა ჩა­დე­ბუ­ლი, ვერ შეს­რულ­დე­ბო­და, მაგ­რამ ეს, სუ­ლაც არ ნიშ­ნავს იმას, რომ დღეს ბი­უ­ჯეტ­ში არ­სე­ბობს ხელ­ფა­სე­ბის ან პეს­ნი­ე­ბის გა­ცე­მის პრობ­ლე­მა. მარ­თა­ლია, ბი­უ­ჯე­ტი ისე არ შე­ივ­სე­ბა, რო­გორც და­გეგ­მი­ლი იყო, მაგ­რამ ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდა მა­ინც არ­სე­ბობს. ცხა­დია, 2013 წლის ბი­უ­ჯე­ტის კა­ნო­ნი შე­საც­ვლე­ლი იქ­ნე­ბა, თუმ­ცა ძი­რი­თა­დად შე­იც­ვლე­ბა იმ ხარ­ჯე­ბის კო­რექ­ტი­რე­ბით, რომ­ლე­ბიც არ წარ­მო­ად­გე­ნენ და არც თა­ვი­დან წარ­მო­ად­გენ­დნენ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვან ხარ­ჯებს.

2013 წლის სა­ბი­უ­ჯე­ტო მო­ნა­ხა­ზი, სტრა­ტე­გია, მთლი­ა­ნად იყო და­ფუძ­ნე­ბუ­ლი "ნაც­მოძ­რა­ო­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მთავ­რო­ბის მო­ნა­ხაზ­ზე. როცა 2013 წლის ბი­უ­ჯე­ტი შე­მო­ვი­და გან­სა­ხილ­ვე­ლად, ძი­რი­თა­დად "ნაც­მოძ­რა­ო­ბის" მთავ­რო­ბის მიერ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ბი­უ­ჯე­ტი იყო და მას­ში მხო­ლოდ მცი­რე­დი კო­რექ­ტი­ვე­ბი გა­კეთ­და. ეკო­ნო­მი­კი­სად­მი და სა­ბი­უ­ჯე­ტო პო­ლი­ტი­კი­სად­მი მიდ­გო­მის თვალ­საზ­რი­სი­თაც 2013 წელი არაფ­რით სა­ინ­ტე­რე­სო არ იყო.

რაც შე­ე­ხე­ბა ოპო­ზი­ცი­ის შე­ფა­სე­ბას, რომ ეკო­ნო­მი­კუ­რი ბლო­კის მი­ნის­ტრე­ბი უნდა გარ­ბოდ­ნენ. ეკო­ნო­მი­კა­ში ყვე­ლა­ზე დიდი პრობ­ლე­მე­ბი სწო­რედ წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სა და ახლა ოპო­ზი­ცი­ა­ში მყო­ფი "ნაც­მოძ­რა­ო­ბის" დროს წარ­მო­იქ­მნა. სამ­წუ­ხა­როდ, ახალ­მა მთავ­რო­ბამ მკვეთ­რი, გა­აზ­რე­ბუ­ლი და ეფექ­ტი­ა­ნი პო­ლი­ტი­კა არ გა­ა­ტა­რა ეკო­ნო­მი­კა­ში არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის თან­და­თა­ნო­ბით დას­ძლე­ვად. ეკო­ნო­მი­კა­ში ერთ წე­ლი­წად­ში ყვე­ლა­ფე­რი ვერ გა­კეთ­დე­ბო­და, მაგ­რამ, ვფიქ­რობ, რომ ერთ წე­ლი­წად­ში ვერ გა­კეთ­და ის, რაც უნდა გა­კე­თე­ბუ­ლი­ყო.

- ექ­სპერტთა ნა­წი­ლი 2013 წლის ბი­უ­ჯეტ­ში დე­ფი­ციტს 2012 წლის 1 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბამ­დე, წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ ბი­უ­ჯეტ­ში მსხვი­ლი გა­დამ­ხდე­ლე­ბის მიერ და­ახ­ლო­ე­ბით 1,5 მი­ლი­არ­დი გა­და­სახ­დე­ბის იძუ­ლე­ბის წე­სით გა­დახ­დას უკავ­ში­რებს. მათი აზ­რით, ფი­ნანსთა მი­ნის­ტრმა ხა­დურ­მა და მთელ­მა ეკო­ნო­მი­კურ­მა გუნ­დმა ბევ­რი გა­ა­კე­თეს, რომ დე­ფი­ცი­ტი იმა­ზე მეტი არ ყო­ფი­ლი­ყო, რაც ფაქ­ტობ­რი­ვად შე­იძ­ლე­ბა იყოს. . .

- მთავ­რო­ბამ ერთი ძა­ლი­ან დიდი ნა­ბი­ჯი გა­დად­გა, როცა ბიზ­ნე­სი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ იქნა, ახლა ბიზ­ნესს აღა­რა­ვინ ატე­რო­რებს, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. და­სა­წყის­ში მსხვი­ლი იმ­პორ­ტი­ო­რე­ბი, რო­მელ­თა ხელ­შიც არის ფაქ­ტობ­რი­ვად მთე­ლი ეკო­ნო­მი­კა, რო­მე­ლიც სრუ­ლად იმ­პორტზეა ჩა­მო­კი­დე­ბუ­ლი, ეკო­ნო­მი­კუ­რად არ აქ­ტი­უ­რობ­დნენ და არ ახ­დენ­დნენ ეკო­ნო­მი­კა­ში რე­ინ­ვეს­ტი­რე­ბას. მათ ჰქონ­დათ გარ­კვე­უ­ლი მო­ლო­დი­ნი, რომ მათ წი­ნა­აღ­მდეგ ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა დევ­ნას გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებ­და. გა­სულ წელს სუფ­თა მო­გე­ბის სა­ხით ქარ­თულ­მა ბიზ­ნეს­მა მი­ი­ღო 7 მი­ლი­არ­დი ლარი. ამ 7 მი­ლი­არ­დი­დან ქარ­თულ ეკო­ნო­მი­კა­ში რე­ა­ლუ­რად შე­მობ­რუ­ნე­ბუ­ლი 7 ლა­რიც არაა. მსხვი­ლი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბის ში­შებ­მა და მო­ლო­დი­ნებ­მა შე­ა­ფერ­ხა ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდა. ეკო­ნო­მი­კა მთლი­ა­ნად მო­ნო­პო­ლი­ზე­ბუ­ლი იყო და მსხვი­ლი ჯგუ­ფე­ბი წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით ცალ­კე­უ­ლი სექ­ტო­რებ­ში საქ­მი­ა­ნობ­დნენ.

ახალ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ბიზ­ნე­სი კი "აუშ­ვა," ახლა არა­ვინ არა­ვის ატე­რო­რებს და თა­ვი­სუფ­ლად შე­გიძ­ლია ბიზ­ნე­სის და­წყე­ბა, მაგ­რამ ერ­თია, როცა შე­გიძ­ლია ბიზ­ნე­სის და­წყე­ბა, ხოლო მე­ო­რეა ის, რომ არც ფი­ნან­სუ­რი ინ­სტი­ტუ­ტე­ბი და არც კა­ნონ­მდებ­ლო­ბა ჯერ­ჯე­რო­ბით კერ­ძო ინი­ცი­ა­ტი­ვას მხარს ვერ უბამს და მხარ­საც ვერ უჭერს. მთავ­რო­ბამ ამ ერთ წე­ლი­წად­ში ისიც კი ვერ შეძ­ლო, რომ ან­ტი­მო­ნო­პო­ლუ­რი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის გან­ხილ­ვა და­ე­წყოთ. ეს კი იმას ნიშ­ნავს, რომ ვი­ღა­ცის ინ­ტე­რეს­ში იყო, ან­ტი­მო­ნო­პო­ლი­უ­რი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა არ მი­ღე­ბუ­ლი­ყო. ცვლი­ლე­ბე­ბის თვალ­საზ­რი­სით, ახალ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მძლავ­რი ნა­ბი­ჯე­ბი არ გა­და­უდ­გამს. ეს იგ­რძნო ყვე­ლამ და ჩვენ მი­ვი­ღეთ შე­დე­გი, რო­მე­ლიც მო­სა­ლოდ­ნე­ლიც კი იყო.

- თქვე­ნი აზ­რით, რო­გო­რი იქ­ნე­ბა 2014 წლის ბი­უ­ჯე­ტი? რამ­დე­ნად უფრო რე­ა­ლუ­რი იქ­ნე­ბა?

- შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ 2014 წელი ეკო­ნო­მი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით 2013 წლი­დან არა­ფე­რით გან­სხვა­ვე­ბუ­ლი არ იქ­ნე­ბა. მარ­თა­ლია, მთლი­ა­ნი შიდა პრო­დუქ­ტის ზრდა 5%-ითაა და­გეგ­მი­ლი, მაგ­რამ ესეც სა­ეჭ­ვოა. ჩვენ არ ვი­ცით, ახა­ლი მთავ­რო­ბა რო­გორ ეკო­ნო­მი­კურ პო­ლი­ტი­კას გა­ა­ტა­რებს. ამ­დე­ნად, იმ 2,5%-იანი ზრდი­დან, რო­მე­ლიც სა­ვა­რა­უ­დოდ 2013 წელს და­ფიქ­სირ­დე­ბა, 5%-იან ზრდამ­დე ას­ვლა არც ისე იოლი იქ­ნე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა წლე­ვან­დელ სა­ბი­უ­ჯე­ტო პო­ლი­ტი­კას, იგი არაფ­რით გან­სხვავ­დე­ბა შარ­შან­დე­ლი პო­ლი­ტი­კის­გან და ამ­დე­ნად, რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მო­ლო­დი­ნი ეკო­ნო­მი­კუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის თვალსრაზ­რი­სით არ უნდა გვქონ­დეს.

ვი­მე­დოვ­ნებ­დი, რომ 2013 წელი მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი პე­რი­ო­დი იქ­ნე­ბო­და და გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და ცვლი­ლე­ბე­ბი. რაც 2014 წელს ეკო­ნო­მი­კას სწრა­ფი გან­ვი­თა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემ­და. ახლა რო­გორც იტყვი­ან, ერთ ად­გილ­ზე ვბუქ­სა­ობთ. ქარ­თუ­ლი ეკო­ნო­მი­კის­თვის 5-6%-იანი ზრდა სრუ­ლი უპერ­სპექ­ტი­ვო­ბაა და თუ ასე გაგ­რძელ­და, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ ქვე­ყა­ნა­ში ვე­რა­ნა­ი­რი სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი ხა­სი­ა­თის პრობ­ლე­მა დაძ­ლე­უ­ლი ვერ იქ­ნე­ბა.

- მარ­თა­ლია, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა პო­ლი­ტი­კი­დან წას­ვლა 24 ნო­ემ­ბრი­დან უკვე და­ა­ა­ნონ­სა, მაგ­რამ რამ­დე­ნად რე­ა­ლის­ტუ­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა იმ სამი სა­ინ­ვეს­ტი­ციო ფონ­დის სრუ­ლად ამოქ­მე­დე­ბა, რო­მელ­ზეც პრე­მი­ე­რი ივა­ნიშ­ვი­ლი კარ­გა ხა­ნია, სა­უბ­რობს?

- მხო­ლოდ ამ ფონ­დებ­ზე იმე­დის დამ­ყა­რე­ბა სა­კი­თხი­სად­მი ცალ­მხრი­ვი მიდ­გო­მა იქ­ნე­ბო­და. მთავ­რო­ბა ფუნ­და­მენ­ტა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბის წი­ნა­შე დგას. პრობ­ლე­მა ისაა, რომ მუ­შა­ო­ბა უნდა და­ი­წყოს 100 ათა­სო­ბით ადა­მი­ან­მა და ამას ერთი და ორი ფონ­დი ვერ უზ­რუნ­ველ­ყოფს. აქ კომ­პლექ­სუ­რი მიდ­გო­მაა სა­ჭი­რო. მთა­ვა­რია, კერ­ძო ინი­ცი­ა­ტი­ვა იყოს მხარ­და­ჭე­რი­ლი და ჯერ­ჯე­რო­ბით ამ ინი­ცი­ა­ტი­ვის მხრდა­ჭე­რა ვერ ხერ­ხდე­ბა. ვნა­ხოთ, რა იქ­ნე­ბა, მაგ­რამ ვფიქ­რობ, რომ სე­რი­ო­ზუ­ლი ილუ­ზია იქ­ნე­ბა, 2014 წელს ეკო­ნო­მი­კა­ში რა­ი­მე რა­დი­კა­ლურ ცვლი­ლე­ბე­ბის იმე­დი ვი­ქო­ნი­ოთ. ჩემი აზ­რით, სა­უ­კე­თე­სო ვა­რი­ა­ტი იქ­ნე­ბა, თუ ახა­ლი მთავ­რო­ბა 2014 წელს გა­მო­ი­ყე­ნებს იმ ცვლი­ლე­ბე­ბის და­სა­გეგ­მად და თან­და­თა­ნო­ბით გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად, რო­მელ­ზეც უკვე ვი­სა­უბ­რე.

მთავ­რო­ბის პრობ­ლე­მა ისაა, რომ ჩვენ არა გვაქვს სა­ბაზ­რო ეკო­ნო­მი­კა. რაც გვაქვს, ეს კვა­ზი-სა­ბაზ­რო ეკო­ნო­მი­კაა, მას­ში არ ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს არც ერთი ინ­სტი­ტუ­ტი, რო­მე­ლიც სა­ბაზ­რო ეკო­ნო­მი­კის­თვის არის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი. ასეთ ვი­თა­რე­ბა­ში კი, ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. იმ გა­რე­მოს შექ­მნა, როცა სა­ბაზ­რო ეკო­ნო­მი­კის მე­ქა­ნიზ­მი შე­იძ­ლე­ბა ამოქ­მედ­დეს, ახა­ლი მთავ­რო­ბის ერთ-ერთი უმ­თავ­რე­სი პრობ­ლე­მა და ამო­ცა­ნაა. ეს გა­ცი­ლე­ბით უფრო დიდი პრობ­ლე­მაა, ვიდ­რე ნე­ბი­სი­მი­ე­რი კონ­კრე­ტუ­ლი სა­კი­თხე­ბის გა­და­წყვე­ტა. ამი­ტო­მა­ცაა, რომ ვამ­ბობ, რომ ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის ფუნ­და­მენ­ტუ­რი სა­კი­თხე­ბია გა­და­სა­წყვე­ტი. ამი­ტომ, მე ვუ­სურ­ვებ­დი ახალ მთავ­რო­ბას წარ­მა­ტე­ბით მოქ­მე­დე­ბას. თუმ­ცა, ჯერ­ჯე­რო­ბი­ოთ მისი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი ამ პრობ­ლე­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩვენ არ ვი­ცით და ამ­დე­ნად მი­ჭირს შე­ფა­სე­ბე­ბის გა­კე­თე­ბა.

- გა­სულ კვი­რას ლა­რის კურ­სის და­ცე­მა ფიქ­სირ­დე­ბო­და. სა­ვა­ლუ­ტო ფონ­დის შე­ფა­სე­ბით "ლა­რის სიმ­ყა­რეს ხე­ლოვ­ნუ­რო­ბის ელ­ფე­რი დაკ­რავს". რას შე­იძ­ლე­ბა უკავ­შირ­დე­ბო­დეს "ლა­რის კურ­სის ხე­ლოვ­ნუ­რო­ბა" და რამ­დე­ნად სარ­წმუ­ნოდ მი­იჩ­ნევ­დით მო­საზ­რე­ბას იმის თა­ო­ბა­ზე, რომ ლა­რის კურ­სის გარ­კვე­უ­ლი კლე­ბით ქარ­თველ­მა ბან­კი­რებ­მა სა­ვა­ლუ­ტო ფონდს "ერ­თგვა­რად კოჭი გა­უ­გო­რეს" და წინა კვი­რას ლა­რის კურ­სის კლე­ბაც და­ფიქ­სირ­და?

- საქ­მე ისა, რომ ლა­რის კურ­სი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ხე­ლოვ­ნუ­რად ძა­ლი­ან მა­ღალ ნიშ­ნულ­ზე იყო შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი. ეს იო­ლად მი­იღ­წე­ო­და, როცა ფუ­ლის მი­წო­დე­ბა ხე­ლოვ­ნუ­რად იყო შემ­ცი­რე­ბუ­ლი. ამი­ტო­მა­ცაა, რომ ქვე­ყა­ნა­ში ფუ­ლის უზარ­მა­ზა­რი დე­ფი­ცი­ტია. ადა­მი­ა­ნე­ბი ვერ იწყე­ბენ თა­ვი­ანთ საქ­მი­ა­ნო­ბას, ბან­კე­ბი ჩა­კე­ტი­ლი სის­ტე­მე­ბია და სა­კუ­თარ თავს აფი­ნან­სე­ბენ.

ლა­რის კურ­სის "და­კა­ვე­ბა" იმ უპა­სუ­ხიმ­გებ­ლოდ მა­ღალ დო­ნე­ზე უფრო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უმაღ­ლე­სი ეშე­ლო­ნე­ბის ინ­ტე­რე­სებს ემ­სა­ხუ­რე­ბა, ვიდ­რე - ეკო­ნო­მი­კის ინ­ტე­რე­სებს. ვერც ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა შეძ­ლებს ლა­რის იმ კურ­სზე "გა­ჩე­რე­ბას," რო­გო­რიც იყო.

ახლა ლარ­მა გა­არ­ღვია ჯა­დოს­ნუ­რი - 1 დო­ლა­რი - 1, 7 -ის ნიშ­ნუ­ლი. ახლა სა­ჭი­როა კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი მოქ­მე­დე­ბა, რომ ეროვ­ნუ­ლი ბან­კის ფუ­ლად-საკ­რე­დი­ტო და სა­ბი­უ­ჯე­ტო-სა­გა­და­სა­ხა­დო პო­ლი­ტი­კა, მთლი­ა­ნო­ბა­ში ფი­ნან­სუ­რი პო­ლი­ტი­კა კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი იყოს და მოხ­დეს ლა­რის თან­და­თა­ნო­ბი­თი და გეგ­მა­ზო­მი­ე­რი დე­ვალ­ვა­ცია. ასე­თი პო­ლი­ტი­კის შემ­თხვე­ვა­ში ბიზ­ნეს­სა და მო­სახ­ლე­ო­ბას ექ­ნე­ბათ სა­შუ­ა­ლე­ბა, ადაპ­ტი­რე­ბა გა­უ­კე­თონ ამ ცვლი­ლე­ბებს.

- 2013 წელი ფი­ნან­სუ­რი თვალ­საზ­რი­სით იმი­თაც იყო რთუ­ლი, რომ 2013 წელს და­ი­წყო წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ აღე­ბუ­ლი ვა­ლე­ბის გას­ტუმ­რე­ბა. ცნო­ბი­ლია, რომ ქვე­ყა­ნას და­ახ­ლო­ე­ბით 13 მი­ლი­არ­დი აშშ დო­ლა­რის ვალი აქვს. აქე­დან 4 მი­ლი­არ­დი სა­ხელ­მწი­ფოს, ხოლო და­ნარ­ჩე­ნი კერ­ძო ბიზ­ნე­სის ვა­ლია. თუ გაქვთ ინ­ფორ­მა­ცია, წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ აღე­ბუ­ლი ვალი რას მოხ­მარ­და და რამ­დე­ნად მძი­მე ტვირ­თად და­აწ­ვე­ვა 2014 წელს გა­და­სახ­ლე­ლი ვა­ლის ოდე­ნო­ბა ქვეყ­ნის ბი­უ­ჯეტს?

- სად და რაში და­ი­ხარ­ჯა ის უზარ­მა­ზა­რი თან­ხე­ბი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში 2004-2012 წლებ­ში შე­მო­ვი­და, ძნე­ლი სათ­ქმე­ლია. ვფიქ­რობ, რომ არ­სე­ბობ­დეს სე­რი­ო­ზუ­ლი კონ­ტრო­ლის პა­ლა­ტა ანაც აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რი, ეს გევ­ცო­დი­ნე­ბო­და, მაგ­რამ ეს ბნე­ლით მო­ცუ­ლი სა­კი­თხია და პრინ­ციპ­ში შე­სას­წავ­ლია, მაგ­რამ ეს არა­ფერს შვე­ლის, ვა­ლე­ბი გა­სას­ტუმ­რე­ბე­ლია.

2014 და 2015 წლებ­ში საკ­მა­ოდ დიდი ოდე­ნო­ბის ვალი იქ­ნე­ბა გა­სას­ტუმ­რე­ბე­ლი. თუ ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდა სე­რი­ო­ზუ­ლი არ იქნა, ბი­უ­ჯეტს ვა­ლე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბა გა­უ­ჭირ­დე­ბა, ვი­ნა­ი­დან მათ გას­ტუმ­რე­ბას ქვეყ­ნის ბი­უ­ჯე­ტის არა ნაკ­ლებ 20%-სა მა­ინც დას­ჭირ­დე­ბა.

კობა ბენ­დე­ლი­ა­ნი

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

დემურ გიორხელიძე: ეკონომიკაში ერთ წელიწადში ყველაფერი ვერ გაკეთდებოდა, მაგრამ ვერ გაკეთდა ის, რაც უნდა გაკეთებულიყო

დემურ გიორხელიძე: ეკონომიკაში ერთ წელიწადში ყველაფერი ვერ გაკეთდებოდა, მაგრამ ვერ გაკეთდა ის, რაც უნდა გაკეთებულიყო

ქვეყნის ეკონომიკაში, 2013 წლის ბიუჯეტში არსებულ პრობლემებზე და 2014 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებულ საკითხებზე "ინტერპრესნიუსი" ექსპერტს ეკონომიკურ საკითხებში დემურ გიორხელიძეს ესაუბრა.

- ბატონო დემურ, წელს რომ ბიუჯეტი დეფიციტური იქნება, ამას ხელისუფლების წარმომადგენლებიც აღარ მალავენ, მაგრამ იქვე აზუსტებენ, რომ პენსიების გაცემაზე ეს არ იმოქმედებს. ოპოზიცია გაკვირვებას გამოთქვამს იმის გამო, რომ "ეკონომიკური ბლოკის მინისტრები მთავრობიდან არ გარბიან". თქვენ როგორ დაახასიათებდით 2013 წელს ქართულ ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებს და თქვენი აზრით, რამ გამოიწვია წლევანდელ ბიუჯეტში დეფიციტი?

- თუ როგორი იქნებოდა ეკონომიკური თვალსაზრისით 2013 წელი, მე თავს უფლება მივეცი და 2013 წლის თებერვალში გავაკეთე შეფასებები. მაშინ ყურადღება გავამახვილე იმაზე, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 2,5%-ზე მეტი ვერაფრით ვერ იქნებოდა; არ შეიქმნებოდა სამუშაო ადგილები და დაბალი იქნებოდა ეკონომიკური აქტივობა. ყოველივე ეს მაძლევდა საფუძველს, ძალიან პესიმისტურად დამენახა 2013 წლის ეკონომიკური პერსპექტივები. ამას დაემატა ისიც, რომ გასულ წელს არ მიღებულა სერიოზული საკანონმდებლო ცვლილებები, რაც ეკონომიკას წაახალისებდა, არ მომხდარა ინსტიტუციონალური ცვლილებები. მონახაზიც კი არ იყო იმისა, თუ როგორ უნდა განვითარებულიყო ეკონომიკა.

რაც შეეხება იმას, რომ ბიუჯეტს თითქმის 600 მილიონ ლარამდე შემოსავლები დააკლდება, ეს გასაკვირი სულაც არ არის, ვინაიდან ბიუჯეტის შემოსავლები დაგეგმილი იყო ეკონომიკის 6%-იან ზრდაზე, არადა მივიღეთ სადღაც დაახლოებით, მაქსიმუმ 2,5%-იანი ზრდა. ბუნებრივია, ის ხარჯები, რომლებიც 2013 წლის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში იქნა ჩადებული, ვერ შესრულდებოდა, მაგრამ ეს, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ დღეს ბიუჯეტში არსებობს ხელფასების ან პესნიების გაცემის პრობლემა. მართალია, ბიუჯეტი ისე არ შეივსება, როგორც დაგეგმილი იყო, მაგრამ ეკონომიკური ზრდა მაინც არსებობს. ცხადია, 2013 წლის ბიუჯეტის კანონი შესაცვლელი იქნება, თუმცა ძირითადად შეიცვლება იმ ხარჯების კორექტირებით, რომლებიც არ წარმოადგენენ და არც თავიდან წარმოადგენდნენ ძალიან მნიშვნელოვან ხარჯებს.

2013 წლის საბიუჯეტო მონახაზი, სტრატეგია, მთლიანად იყო დაფუძნებული "ნაცმოძრაობის" ხელისუფლების მთავრობის მონახაზზე. როცა 2013 წლის ბიუჯეტი შემოვიდა განსახილველად, ძირითადად "ნაცმოძრაობის" მთავრობის მიერ შემუშავებული ბიუჯეტი იყო და მასში მხოლოდ მცირედი კორექტივები გაკეთდა. ეკონომიკისადმი და საბიუჯეტო პოლიტიკისადმი მიდგომის თვალსაზრისითაც 2013 წელი არაფრით საინტერესო არ იყო.

რაც შეეხება ოპოზიციის შეფასებას, რომ ეკონომიკური ბლოკის მინისტრები უნდა გარბოდნენ. ეკონომიკაში ყველაზე დიდი პრობლემები სწორედ წინა ხელისუფლებისა და ახლა ოპოზიციაში მყოფი "ნაცმოძრაობის" დროს წარმოიქმნა. სამწუხაროდ, ახალმა მთავრობამ მკვეთრი, გააზრებული და ეფექტიანი პოლიტიკა არ გაატარა ეკონომიკაში არსებული პრობლემების თანდათანობით დასძლევად. ეკონომიკაში ერთ წელიწადში ყველაფერი ვერ გაკეთდებოდა, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ერთ წელიწადში ვერ გაკეთდა ის, რაც უნდა გაკეთებულიყო.

- ექსპერტთა ნაწილი 2013 წლის ბიუჯეტში დეფიციტს 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებამდე, წინა ხელისუფლების მიერ ბიუჯეტში მსხვილი გადამხდელების მიერ დაახლოებით 1,5 მილიარდი გადასახდების იძულების წესით გადახდას უკავშირებს. მათი აზრით, ფინანსთა მინისტრმა ხადურმა და მთელმა ეკონომიკურმა გუნდმა ბევრი გააკეთეს, რომ დეფიციტი იმაზე მეტი არ ყოფილიყო, რაც ფაქტობრივად შეიძლება იყოს. . .

- მთავრობამ ერთი ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა, როცა ბიზნესი გათავისუფლებულ იქნა, ახლა ბიზნესს აღარავინ ატერორებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. დასაწყისში მსხვილი იმპორტიორები, რომელთა ხელშიც არის ფაქტობრივად მთელი ეკონომიკა, რომელიც სრულად იმპორტზეა ჩამოკიდებული, ეკონომიკურად არ აქტიურობდნენ და არ ახდენდნენ ეკონომიკაში რეინვესტირებას. მათ ჰქონდათ გარკვეული მოლოდინი, რომ მათ წინააღმდეგ ახალი ხელისუფლება დევნას განახორციელებდა. გასულ წელს სუფთა მოგების სახით ქართულმა ბიზნესმა მიიღო 7 მილიარდი ლარი. ამ 7 მილიარდიდან ქართულ ეკონომიკაში რეალურად შემობრუნებული 7 ლარიც არაა. მსხვილი ბიზნესმენების შიშებმა და მოლოდინებმა შეაფერხა ეკონომიკური ზრდა. ეკონომიკა მთლიანად მონოპოლიზებული იყო და მსხვილი ჯგუფები წინა ხელისუფლებასთან თანამშრომლობით ცალკეული სექტორებში საქმიანობდნენ.

ახალმა ხელისუფლებამ ბიზნესი კი "აუშვა," ახლა არავინ არავის ატერორებს და თავისუფლად შეგიძლია ბიზნესის დაწყება, მაგრამ ერთია, როცა შეგიძლია ბიზნესის დაწყება, ხოლო მეორეა ის, რომ არც ფინანსური ინსტიტუტები და არც კანონმდებლობა ჯერჯერობით კერძო ინიციატივას მხარს ვერ უბამს და მხარსაც ვერ უჭერს. მთავრობამ ამ ერთ წელიწადში ისიც კი ვერ შეძლო, რომ ანტიმონოპოლური კანონმდებლობის განხილვა დაეწყოთ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ვიღაცის ინტერესში იყო, ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა არ მიღებულიყო. ცვლილებების თვალსაზრისით, ახალ ხელისუფლებას მძლავრი ნაბიჯები არ გადაუდგამს. ეს იგრძნო ყველამ და ჩვენ მივიღეთ შედეგი, რომელიც მოსალოდნელიც კი იყო.

- თქვენი აზრით, როგორი იქნება 2014 წლის ბიუჯეტი? რამდენად უფრო რეალური იქნება?

- შემიძლია გითხრათ, რომ 2014 წელი ეკონომიკური თვალსაზრისით 2013 წლიდან არაფერით განსხვავებული არ იქნება. მართალია, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 5%-ითაა დაგეგმილი, მაგრამ ესეც საეჭვოა. ჩვენ არ ვიცით, ახალი მთავრობა როგორ ეკონომიკურ პოლიტიკას გაატარებს. ამდენად, იმ 2,5%-იანი ზრდიდან, რომელიც სავარაუდოდ 2013 წელს დაფიქსირდება, 5%-იან ზრდამდე ასვლა არც ისე იოლი იქნება.

რაც შეეხება წლევანდელ საბიუჯეტო პოლიტიკას, იგი არაფრით განსხვავდება შარშანდელი პოლიტიკისგან და ამდენად, რაიმე განსაკუთრებული მოლოდინი ეკონომიკური ცვლილებების თვალსრაზრისით არ უნდა გვქონდეს.

ვიმედოვნებდი, რომ 2013 წელი მოსამზადებელი პერიოდი იქნებოდა და განხორციელდებოდა ცვლილებები. რაც 2014 წელს ეკონომიკას სწრაფი განვითარების საშუალებას მისცემდა. ახლა როგორც იტყვიან, ერთ ადგილზე ვბუქსაობთ. ქართული ეკონომიკისთვის 5-6%-იანი ზრდა სრული უპერსპექტივობაა და თუ ასე გაგრძელდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ვერანაირი სოციალურ-ეკონომიკური ხასიათის პრობლემა დაძლეული ვერ იქნება.

- მართალია, ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლა 24 ნოემბრიდან უკვე დააანონსა, მაგრამ რამდენად რეალისტურად გამოიყურება იმ სამი საინვესტიციო ფონდის სრულად ამოქმედება, რომელზეც პრემიერი ივანიშვილი კარგა ხანია, საუბრობს?

- მხოლოდ ამ ფონდებზე იმედის დამყარება საკითხისადმი ცალმხრივი მიდგომა იქნებოდა. მთავრობა ფუნდამენტალური პრობლემების წინაშე დგას. პრობლემა ისაა, რომ მუშაობა უნდა დაიწყოს 100 ათასობით ადამიანმა და ამას ერთი და ორი ფონდი ვერ უზრუნველყოფს. აქ კომპლექსური მიდგომაა საჭირო. მთავარია, კერძო ინიციატივა იყოს მხარდაჭერილი და ჯერჯერობით ამ ინიციატივის მხრდაჭერა ვერ ხერხდება. ვნახოთ, რა იქნება, მაგრამ ვფიქრობ, რომ სერიოზული ილუზია იქნება, 2014 წელს ეკონომიკაში რაიმე რადიკალურ ცვლილებების იმედი ვიქონიოთ. ჩემი აზრით, საუკეთესო ვარიატი იქნება, თუ ახალი მთავრობა 2014 წელს გამოიყენებს იმ ცვლილებების დასაგეგმად და თანდათანობით განსახორციელებლად, რომელზეც უკვე ვისაუბრე.

მთავრობის პრობლემა ისაა, რომ ჩვენ არა გვაქვს საბაზრო ეკონომიკა. რაც გვაქვს, ეს კვაზი-საბაზრო ეკონომიკაა, მასში არ ფუნქციონირებს არც ერთი ინსტიტუტი, რომელიც საბაზრო ეკონომიკისთვის არის დამახასიათებელი. ასეთ ვითარებაში კი, ეკონომიკის განვითარება წარმოუდგენელია. იმ გარემოს შექმნა, როცა საბაზრო ეკონომიკის მექანიზმი შეიძლება ამოქმედდეს, ახალი მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა და ამოცანაა. ეს გაცილებით უფრო დიდი პრობლემაა, ვიდრე ნებისიმიერი კონკრეტული საკითხების გადაწყვეტა. ამიტომაცაა, რომ ვამბობ, რომ ეკონომიკის განვითარებისთვის ფუნდამენტური საკითხებია გადასაწყვეტი. ამიტომ, მე ვუსურვებდი ახალ მთავრობას წარმატებით მოქმედებას. თუმცა, ჯერჯერობიოთ მისი შეხედულებები ამ პრობლემებთან დაკავშირებით ჩვენ არ ვიცით და ამდენად მიჭირს შეფასებების გაკეთება.

- გასულ კვირას ლარის კურსის დაცემა ფიქსირდებოდა. სავალუტო ფონდის შეფასებით "ლარის სიმყარეს ხელოვნურობის ელფერი დაკრავს". რას შეიძლება უკავშირდებოდეს "ლარის კურსის ხელოვნურობა" და რამდენად სარწმუნოდ მიიჩნევდით მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ლარის კურსის გარკვეული კლებით ქართველმა ბანკირებმა სავალუტო ფონდს "ერთგვარად კოჭი გაუგორეს" და წინა კვირას ლარის კურსის კლებაც დაფიქსირდა?

- საქმე ისა, რომ ლარის კურსი წლების განმავლობაში ხელოვნურად ძალიან მაღალ ნიშნულზე იყო შენარჩუნებული. ეს იოლად მიიღწეოდა, როცა ფულის მიწოდება ხელოვნურად იყო შემცირებული. ამიტომაცაა, რომ ქვეყანაში ფულის უზარმაზარი დეფიციტია. ადამიანები ვერ იწყებენ თავიანთ საქმიანობას, ბანკები ჩაკეტილი სისტემებია და საკუთარ თავს აფინანსებენ.

ლარის კურსის "დაკავება" იმ უპასუხიმგებლოდ მაღალ დონეზე უფრო ხელისუფლების უმაღლესი ეშელონების ინტერესებს ემსახურება, ვიდრე - ეკონომიკის ინტერესებს. ვერც ახალი ხელისუფლება შეძლებს ლარის იმ კურსზე "გაჩერებას," როგორიც იყო.

ახლა ლარმა გაარღვია ჯადოსნური - 1 დოლარი - 1, 7 -ის ნიშნული. ახლა საჭიროა კოორდინირებული მოქმედება, რომ ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო და საბიუჯეტო-საგადასახადო პოლიტიკა, მთლიანობაში ფინანსური პოლიტიკა კოორდინირებული იყოს და მოხდეს ლარის თანდათანობითი და გეგმაზომიერი დევალვაცია. ასეთი პოლიტიკის შემთხვევაში ბიზნესსა და მოსახლეობას ექნებათ საშუალება, ადაპტირება გაუკეთონ ამ ცვლილებებს.

- 2013 წელი ფინანსური თვალსაზრისით იმითაც იყო რთული, რომ 2013 წელს დაიწყო წინა ხელისუფლების მიერ აღებული ვალების გასტუმრება. ცნობილია, რომ ქვეყანას დაახლოებით 13 მილიარდი აშშ დოლარის ვალი აქვს. აქედან 4 მილიარდი სახელმწიფოს, ხოლო დანარჩენი კერძო ბიზნესის ვალია. თუ გაქვთ ინფორმაცია, წინა ხელისუფლების მიერ აღებული ვალი რას მოხმარდა და რამდენად მძიმე ტვირთად დააწვევა 2014 წელს გადასახლელი ვალის ოდენობა ქვეყნის ბიუჯეტს?

- სად და რაში დაიხარჯა ის უზარმაზარი თანხები, რომელიც საქართველოში 2004-2012 წლებში შემოვიდა, ძნელი სათქმელია. ვფიქრობ, რომ არსებობდეს სერიოზული კონტროლის პალატა ანაც აუდიტის სამსახური, ეს გევცოდინებოდა, მაგრამ ეს ბნელით მოცული საკითხია და პრინციპში შესასწავლია, მაგრამ ეს არაფერს შველის, ვალები გასასტუმრებელია.

2014 და 2015 წლებში საკმაოდ დიდი ოდენობის ვალი იქნება გასასტუმრებელი. თუ ეკონომიკური ზრდა სერიოზული არ იქნა, ბიუჯეტს ვალების მომსახურება გაუჭირდება, ვინაიდან მათ გასტუმრებას ქვეყნის ბიუჯეტის არა ნაკლებ 20%-სა მაინც დასჭირდება.

კობა ბენდელიანი

"ინტერპრესნიუსი"

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ