ლაგოდეხის რაიონში არქეოლოგების ჩასვლას ითხოვენ

ლაგოდეხის რაიონში არქეოლოგების ჩასვლას ითხოვენ

ლაგოდეხის რაიონის სოფელ თელას მოსახლეობა სოფელში არქეოლოგების ჯგუფის ჩასვლას ითხოვს. ადგილობრივები უძველეს სამარხებსა და ანტიკვარულ ნივთებს თითქმის ყველა ნაბიჯზე ხვდებიან. მათ ნაწილს მოსახლეობას საკუთარ სახლებში ინახავს.

"ჭის გათხრის დროს აღმოვაჩინეთ ჭურჭელი. ვინახავთ ოჯახში და სუფრაზე წინაპრებს ვიგონებთ ხოლმე", - ამბობს თელას მკვიდრი დავით ქიმაძე.

სოფელში აღმოჩენილი ნივთების ნაწილი თელას საჯარო სკოლაშიც ინახება. სკოლის დირექტორი სამომავლოდ მუზეუმის გახსნას გეგმავს, რათა უძველესი ნივთები დაცული იყოს.

მოსახლეობის ინფორმაციით, სამარხში ადამიანები ძირითადად ემბრიონის ფორმით არიან დამარხული. აღსანიშნავია ისიც, რომ აქ აღმოჩენილი გვამებიდან ყველა მამაკაცისაა, რადგან სამარხს ხმალი და ხანჯალი აქვს ჩაყოლებული.

მომზადებული ტელეკომპანია "გურჯაანის" მიხედვით

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა