სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ირაკლი კაკაბაძე - დიახ, ჩვენ ზანგები ვართ
ირაკლი კაკაბაძე - დიახ, ჩვენ ზანგები ვართ

პუბ­ლი­ცის­ტი ირაკ­ლი კა­კა­ბა­ძე ნი­გე­რი­ე­ლი სტუ­დენ­ტე­ბის ცე­მის ფაქტს, "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე ეხ­მა­უ­რე­ბა.

კა­კა­ბა­ძე პოსტს "დიახ, ჩვენ ზან­გე­ბი ვართ - Say No to Racism!" სა­ხელ­წო­დე­ბით აქ­ვეყ­ნებს, რო­მელ­საც უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"ქუ­თა­ის­ში ნი­გე­რი­ე­ლი სტუ­დენ­ტი ცე­მეს. მისი ჩვე­ნე­ბით, ოთხი ქარ­თვე­ლი ბიჭი თავს და­ეს­ხა და სცე­მა. ეს 21 ოქ­ტომ­ბერს მოხ­და.

ეს უკვე პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა აღა­რაა რა­სის­ტუ­ლი ძა­ლა­დო­ბის და უკვე კუ-კლუქს-კლა­ნის ხელ­წე­რას ემ­სგავ­სე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი. ჩვენ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ეს არ უნდა და­უშ­ვას. ძა­ლი­ან გახ­შირ­და რე­ლი­გი­ურ და ნა­ცი­ო­ნა­ლურ ნი­ა­დაგ­ზე მომ­წი­ფე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტე­ბი. პა­ტა­რა ჯგუ­ფე­ბი ერ­თმა­ნე­თის წი­ნა­აღ­მდეგ ირაზ­მე­ბი­ან და ხში­რად ძა­ლა­დო­ბას­თა­ნაც გვაქვს საქ­მე. ამა­ვე დროს გაძ­ლი­ერ­და რა­სიზ­მიც.

რო­დე­საც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა 2010 წელს რა­სის­ტუ­ლი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა და თქვა: "ჩვენ რა ზან­გე­ბი ვართ?", ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი ამ სრუ­ლი­ად ბარ­ბა­რო­სულ გან­ცხა­დე­ბას მეტ­ნაკ­ლე­ბად ლო­ი­ა­ლუ­რად მო­ე­კი­და. მახ­სოვს მა­შინ ტე­ლე­დე­ბა­ტებ­ში ერთ-ერ­თმა მის­მა "მოყ­ვა­რულ­მა" ისიც აღ­ნიშ­ნა, რომ "ზან­გი" ზო­გა­დად ჩაგ­რულს ნიშ­ნავს და იმი­ტომ თქვა მი­შამ ესო.

სწო­რედ მა­გა­შია პრობ­ლე­მა რომ შავ­კა­ნი­ა­ნის და­მამ­ცი­რე­ბე­ლი ტერ­მი­ნი "ზან­გი" მო­ნის სი­ნო­ნი­მად იყო ქცე­უ­ლი ჩვენს ლექ­სი­კა­ში დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში და ამას ყუ­რა­დღე­ბას არ ვაქ­ცევ­დით. როცა პა­ა­ტა ქურ­და­ძემ ძა­ლი­ან მახ­ვილ­გო­ნივ­რუ­ლად მი­ა­ნიშ­ნა აგ­რეთ­ვე ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტუ­რი მთავ­რო­ბის წევ­რე­ბის რა­სის­ტო­ბა­ზე თა­ვის ნა­ხევ­რად მხატ­ვრულ პუბ­ლი­ცის­ტურ ჩა­ნა­ხატ­ში 2012 წლის ზა­ფხულ­ში, მას აქეთ გა­მო­ე­დავ­ნენ და რა­სის­ტუ­ლი რე­მარ­კის ავ­ტო­რი და­იც­ვეს ზო­გი­ერ­თმა "პროგ­რე­სულ­მა ქარ­თვე­ლებ­მა".

უფრო მე­ტიც, არა­პირ­და­პი­რი და ლა­ტენ­ტუ­რი რა­სიზ­მი ჩვენს ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ ელი­ტას ახა­სი­ა­თებს პირ­ველ რიგ­ში. ისი­ნი პირ­და­პირ ხაზს უს­ვა­მენ ჩვენს "და­სავ­ლურ" ორი­ენ­ტა­ცი­ას, იმის მა­გივ­რად რომ სი­ტყვა "დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი" იხ­მა­რონ. ეს პირ­და­პი მი­ა­ნიშ­ნებს იმა­ზე რომ მათ არც აღ­მო­სავ­ლე­თი მოს­წონთ და არც სამ­ხრე­თი. ჩვე­ნი ახა­ლი, "ლი­ბე­რა­ლუ­რი ინ­ტე­ლი­გენ­ცია" სა­კუ­თარ რა­სიზმს არ აღი­ა­რებს და მუდ­მი­ვად აპე­ლი­რებს "და­სავ­ლე­თის ამაღ­ლე­ბულ იდე­ა­ლებ­ზე". ამის ურ­თი­ერ­თგა­მომ­რი­ცხვე­ლად ლა­პა­რა­კი კი იმას ნიშ­ნავს რომ აღ­მო­სავ­ლე­თი თა­ვის­თა­ვად არაა მი­სა­ბა­ძი არა­ფერ­ში და ჩვენ მხო­ლოდ ევ­რო­პის­კენ გვაქვს მიტ­რი­ა­ლე­ბუ­ლი ცხვი­რი.

ჩვე­ნი დღე­ვან­დე­ლი ევ­რო­პა-ცენ­ტრიზ­მი რა­სიზ­მის ფორ­მაა, რო­მე­ლიც უკვე აშ­კა­რა ძა­ლა­დო­ბის სა­ხეს იძენს. უკვე ერ­თზე მეტი შემ­თხვე­ვაა როცა ფი­ზი­კუ­რად უს­წორ­დე­ბი­ან გან­სხვა­ვე­ბულ ადა­მი­ა­ნებს. და ამა­ში ყო­ვე­ლი ჩვენ­თა­გა­ნის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა. პირ­ველ რიგ­ში კი იმ პო­ლი­ტი­კო­სე­ბის, რომ­ლე­ბიც შავ­კა­ნი­ა­ნე­ბის ან მონ­ღო­ლო­ი­დე­ბის მი­მართ და­მამ­ცი­რე­ბელ გა­მოთ­ქმებს არ ერი­დე­ბოდ­ნენ და სა­ქარ­თვე­ლოს კი "უძ­ვე­ლეს ევ­რო­პას" უწო­დებ­დნენ.

ჩვენ უნდა გავ­ხდეთ იმ ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რე­ბი, რო­მელ­მაც გა­და­ლა­ხა რა­სიზ­მი და ნა­ცი­ო­ნა­ლიზ­მი და უარი თქვა იმ­პე­რი­ა­ლიზ­მზე. ჩვენ არა­ფე­რი გვე­საქ­მე­ბა აუშ­ვი­ცის ან ბერ­კე­ნა­უს ევ­რო­პას­თან, ან სუ­ლაც ია­კო­ბი­ნე­ლე­ბის ნა­ცი­ო­ნა­ლიზ­მთან - რაც არ უნდა "პატ­რი­ო­ტიზ­მი" ერ­ქვას მას. ევ­რო­პამ თვი­თონ თქვა დღეს უარი ფრან­გუ­ლი ბრენ­დის ნა­ცი­ო­ნა­ლიზ­მზე - სა­დაც "ხალ­ხი" ეთ­ნი­უ­რო­ბის მი­ხედ­ვით არის ბა­ტო­ნი - და და­ნარ­ჩე­ნი ყვე­ლა მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნია.

სა­ქარ­თვე­ლო­ში რა­სიზ­მის წი­ნა­აღ­მდეგ ბევ­რია სა­მუ­შაო - და ძი­რი­თა­დად გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში.

მაგ­რამ, ამა­ვე დროს მა­ინ­ტე­რე­სებს, რა­ტომ სიმ­ბო­ლუ­რად მა­ინც არ უნდა მო­ე­თხო­ვოს პა­სუ­ხი ქვეყ­ნის ჯერ კი­დევ პრე­ზი­დენტს ასე­თი ბარ­ბა­რო­სუ­ლი გა­მოთ­ქმი­სათ­ვის, რო­მელ­ზეც ჯერ კი­დევ ბო­დი­შიც არ მო­უხ­დია.

ცხა­დია, მას ბევრ რა­მე­ზე მო­ე­თხო­ვე­ბა პა­სუ­ხი და პრაქ­ტი­კუ­ლად ყვე­ლა­ფე­რი შერ­ჩა. მაგ­რამ, რო­დე­საც ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი პირი ცი­ნი­კუ­რად კი­თხუ­ლობს: "რა ჩვენ ზან­გე­ბი ვართ" და ამა­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ეფე­რე­ბა და აწყნა­რებს, მა­შინ აღარ უნდა გაგ­ვიკ­ვირ­დეს რომ ადრე თუ გვი­ან ამას შავ­კა­ნი­ა­ნე­ბის მი­მართ ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბაც მოჰ­ყვე­ბა.

აკი მოჰ­ყვა კი­დეც. და სირ­ცხვი­ლი ჩვენ.

P.S. წი­ნა­და­დე­ბა შე­მო­მაქვს და­ვი­წყოთ ანტი-რა­სის­ტუ­ლი კამ­პა­ნია სა­ხელ­წო­დე­ბით:

დიახ, ჩვენ ზან­გე­ბი ვართ!" - წერს ირაკ­ლი კა­კა­ბა­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ირაკლი კაკაბაძე - დიახ, ჩვენ ზანგები ვართ

ირაკლი კაკაბაძე - დიახ, ჩვენ ზანგები ვართ

პუბლიცისტი ირაკლი კაკაბაძე ნიგერიელი სტუდენტების ცემის ფაქტს, "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე  ეხმაურება.

კაკაბაძე პოსტს "დიახ, ჩვენ ზანგები ვართ - Say No to Racism!" სახელწოდებით  აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"ქუთაისში ნიგერიელი სტუდენტი ცემეს. მისი ჩვენებით, ოთხი ქართველი ბიჭი თავს დაესხა და სცემა. ეს 21 ოქტომბერს მოხდა.

ეს უკვე პირველი შემთხვევა აღარაა რასისტული ძალადობის და უკვე კუ-კლუქს-კლანის ხელწერას ემსგავსება ეს ყველაფერი. ჩვენმა საზოგადოებამ ეს არ უნდა დაუშვას. ძალიან გახშირდა რელიგიურ და ნაციონალურ ნიადაგზე მომწიფებული კონფლიქტები. პატარა ჯგუფები ერთმანეთის წინააღმდეგ ირაზმებიან და ხშირად ძალადობასთანაც გვაქვს საქმე. ამავე დროს გაძლიერდა რასიზმიც.

როდესაც მიხეილ სააკაშვილმა 2010 წელს რასისტული განცხადება გააკეთა და თქვა: "ჩვენ რა ზანგები ვართ?", ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი ამ სრულიად ბარბაროსულ განცხადებას მეტნაკლებად ლოიალურად მოეკიდა. მახსოვს მაშინ ტელედებატებში ერთ-ერთმა მისმა "მოყვარულმა" ისიც აღნიშნა, რომ "ზანგი" ზოგადად ჩაგრულს ნიშნავს და იმიტომ თქვა მიშამ ესო.

სწორედ მაგაშია პრობლემა რომ შავკანიანის დამამცირებელი ტერმინი "ზანგი" მონის სინონიმად იყო ქცეული ჩვენს ლექსიკაში დიდი ხნის განმავლობაში და ამას ყურადღებას არ ვაქცევდით. როცა პაატა ქურდაძემ ძალიან მახვილგონივრულად მიანიშნა აგრეთვე ნაციონალისტური მთავრობის წევრების რასისტობაზე თავის ნახევრად მხატვრულ პუბლიცისტურ ჩანახატში 2012 წლის ზაფხულში, მას აქეთ გამოედავნენ და რასისტული რემარკის ავტორი დაიცვეს ზოგიერთმა "პროგრესულმა ქართველებმა".

უფრო მეტიც, არაპირდაპირი და ლატენტური რასიზმი ჩვენს ინტელექტუალურ ელიტას ახასიათებს პირველ რიგში. ისინი პირდაპირ ხაზს უსვამენ ჩვენს "დასავლურ" ორიენტაციას, იმის მაგივრად რომ სიტყვა "დემოკრატიული" იხმარონ. ეს პირდაპი მიანიშნებს იმაზე რომ მათ არც აღმოსავლეთი მოსწონთ და არც სამხრეთი. ჩვენი ახალი, "ლიბერალური ინტელიგენცია" საკუთარ რასიზმს არ აღიარებს და მუდმივად აპელირებს "დასავლეთის ამაღლებულ იდეალებზე". ამის ურთიერთგამომრიცხველად ლაპარაკი კი იმას ნიშნავს რომ აღმოსავლეთი თავისთავად არაა მისაბაძი არაფერში და ჩვენ მხოლოდ ევროპისკენ გვაქვს მიტრიალებული ცხვირი.

ჩვენი დღევანდელი ევროპა-ცენტრიზმი რასიზმის ფორმაა, რომელიც უკვე აშკარა ძალადობის სახეს იძენს. უკვე ერთზე მეტი შემთხვევაა როცა ფიზიკურად უსწორდებიან განსხვავებულ ადამიანებს. და ამაში ყოველი ჩვენთაგანის პასუხისმგებლობაა. პირველ რიგში კი იმ პოლიტიკოსების, რომლებიც შავკანიანების ან მონღოლოიდების მიმართ დამამცირებელ გამოთქმებს არ ერიდებოდნენ და საქართველოს კი "უძველეს ევროპას" უწოდებდნენ.

ჩვენ უნდა გავხდეთ იმ ევროკავშირის წევრები, რომელმაც გადალახა რასიზმი და ნაციონალიზმი და უარი თქვა იმპერიალიზმზე. ჩვენ არაფერი გვესაქმება აუშვიცის ან ბერკენაუს ევროპასთან, ან სულაც იაკობინელების ნაციონალიზმთან - რაც არ უნდა "პატრიოტიზმი" ერქვას მას. ევროპამ თვითონ თქვა დღეს უარი ფრანგული ბრენდის ნაციონალიზმზე - სადაც "ხალხი" ეთნიურობის მიხედვით არის ბატონი - და დანარჩენი ყველა მეორეხარისხოვანი ადამიანია.

საქართველოში რასიზმის წინააღმდეგ ბევრია სამუშაო - და ძირითადად განათლების სფეროში.

მაგრამ, ამავე დროს მაინტერესებს, რატომ სიმბოლურად მაინც არ უნდა მოეთხოვოს პასუხი ქვეყნის ჯერ კიდევ პრეზიდენტს ასეთი ბარბაროსული გამოთქმისათვის, რომელზეც ჯერ კიდევ ბოდიშიც არ მოუხდია.

ცხადია, მას ბევრ რამეზე მოეთხოვება პასუხი და პრაქტიკულად ყველაფერი შერჩა. მაგრამ, როდესაც ქვეყნის პირველი პირი ცინიკურად კითხულობს: "რა ჩვენ ზანგები ვართ" და ამაზე საზოგადოების უმრავლესობა ეფერება და აწყნარებს, მაშინ აღარ უნდა გაგვიკვირდეს რომ ადრე თუ გვიან ამას შავკანიანების მიმართ ფიზიკური ძალადობაც მოჰყვება.

აკი მოჰყვა კიდეც. და სირცხვილი ჩვენ.

P.S. წინადადება შემომაქვს დავიწყოთ ანტი-რასისტული კამპანია სახელწოდებით:

დიახ, ჩვენ ზანგები ვართ!" - წერს ირაკლი კაკაბაძე "ფეისბუქის" გვერდზე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს