სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"2013 წლის ბიუჯეტი ჩავარდნისთვის არის განწირული" - სად გაქრა 600 მილიონი?
"2013 წლის ბიუჯეტი ჩავარდნისთვის არის განწირული" - სად გაქრა 600 მილიონი?

ხა­დუ­რის უწყე­ბა ისევ გახ­და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" კრი­ტი­კის ობი­ექ­ტი. ამ­ჟა­მად სა­პარ­ლა­მენ­ტო ოპო­ზი­ცია ქვეყ­ნის ბი­უ­ჯეტ­ში წლის ბო­ლოს­თვის 600 მი­ლი­ო­ნი­ან გარ­ღვე­ვას პროგ­ნო­ზი­რებს. ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრო გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას არ ადას­ტუ­რებს და აღ­ნიშ­ნავს, რომ ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კა სტა­ბი­ლუ­რად მზარდ პროგ­რესს გა­ნიც­დის, რა­საც ექ­სპერ­ტე­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი არ ეთან­ხმე­ბა. მათი აზ­რით, ბი­უ­ჯეტ­ში ამ ეტაპ­ზე გარ­ღვე­ვა­ზე სა­უ­ბა­რი ნა­ად­რე­ვია, თუმ­ცა წლის ბო­ლოს 600 მი­ლი­ო­ნი­ან ჩა­მორ­ჩე­ნას ვა­რა­უ­დო­ბენ, გა­სულ წელ­თან შე­და­რე­ბით. ერთი რამ ცხა­დია, ახალ პრე­მი­ერ მი­ნისტრს 2014 წლის სა­ფი­ნან­სო პო­ლი­ტი­კის გა­და­ხედ­ვა და მას­ში ცვლი­ლე­ბე­ბის შე­ტა­ნა ნამ­დვი­ლად მო­უ­წევს. ბი­უ­ჯეტ­ში შექ­მნილ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე "კვი­რის პა­ლიტ­რა" ფი­ნან­სისტ ლე­ვან კა­ლან­და­ძეს ესა­უბ­რა.

- ექ­სპერ­ტე­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი და ოპო­ზი­ცია ქვე­ყა­ნა­ში სა­ბი­უ­ჯე­ტო კრი­ზისს პროგ­ნო­ზი­რებს. მათი აზ­რით, წლის ბო­ლოს ბი­უ­ჯეტ­ში 600 მი­ლი­ო­ნი­ა­ნი გარ­ღვე­ვა იქ­ნე­ბა. თქვენ, რო­გორ შე­ა­ფა­სებ­დით ეკო­ნო­მი­კურ სი­ტუ­ა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლო­ში?

ლე­ვან კა­ლან­და­ძე:

- ციფ­რი, რაც და­სა­ხელ­და, ბი­უ­ჯე­ტის 600 მი­ლი­ო­ნი­ან გარ­ღვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ექ­სპერ­ტე­ბის ვა­რა­უ­დია. სი­ნამ­დვი­ლე­ში, ეს გარ­ღვე­ვა არ არის, ეს არის ჩა­მორ­ჩე­ნა წინა წლის ანა­ლო­გი­ურ პე­რი­ოდ­თან შე­და­რე­ბით. ამ­ჟა­მად სა­გა­და­სა­ხა­დო შე­მო­სავ­ლე­ბის კუ­თხით, 300 მი­ლი­ო­ნით ნაკ­ლე­ბი არის შე­სუ­ლი ბი­უ­ჯეტ­ში, ვიდ­რე ეს იყო შარ­შან წლის ბო­ლომ­დე. ვვა­რა­უ­დობთ, რომ ეს ციფ­რი 600-მდე გა­იზ­რდე­ბა. ბოლო წლე­ბია, ტენ­დენ­ცი­უ­რად მძი­მე სი­ტუ­ა­ცია ფიქ­სირ­დე­ბა. შარ­შან­წინ­დელ­თან შე­და­რე­ბით შარ­შან უფრო მეტი იყო ჩა­მორ­ჩე­ნა, წელს ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი კი­დევ უფრო გა­ი­ზარ­და. 2013 წე­ლის ბი­უ­ჯეტ­ზე დარ­წმუ­ნე­ბით შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ჩა­ვარ­დნი­ლია.

- თუ გქონ­დათ ამა­ზე სა­უ­ბა­რი ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს­თან? პრობ­ლე­მე­ბი არა­ვის აძ­ლევს ხელს, იქ­ნებ მო­ეს­მი­ნათ თქვენ­თვის.

- წლის და­სა­წყის­ში, როცა პირ­ვე­ლი რისკ-ფაქ­ტო­რე­ბი გა­მო­იკ­ვე­თა, ყვე­ლამ მი­ვუ­თი­თეთ, რომ არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი წლის ბო­ლოს აუ­ცი­ლებ­ლად ბი­უ­ჯე­ტის გარ­ღვე­ვის სა­ხით დაგ­ვირ­გვინ­დე­ბო­და. მა­შინ სა­ჭი­რო იყო მარ­თვის პრინ­ცი­პე­ბი და პრი­ო­რი­ტე­ტე­ბის გა­და­ხედ­ვა, მაგ­რამ ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს არ­ხე­ი­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჰქონ­და ამ სა­კი­თხი­სად­მი. სამ­წუ­ხა­როდ ჩვე­ნი პროგ­ნო­ზე­ბი გა­მარ­თლდა და წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, მათი ხის­ტი და ჯი­უ­ტი პო­ლი­ტი­კის გამო, იქამ­დე მი­ვე­დით, რომ 2013 წლის ბი­უ­ჯე­ტი ჩა­ვარ­დნის­თვის არის გან­წი­რუ­ლი.

- ეს წელი თით­ქმის გა­ი­ლია. რა მდგო­მა­რე­ო­ბა გვე­ლის 2014 წლის ბი­უ­ჯეტ­ში, შე­იძ­ლე­ბა პრობ­ლე­მამ უფრო გა­მოკ­ვე­თი­ლი სახე მი­ი­ღოს?

- სამ­წუ­ხა­როდ, გრძელ­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­შიც შეგ­ვიძ­ლია ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ პრობ­ლე­მე­ბი 2014 წლის­თვი­საც გვექ­ნე­ბა. წლე­ვან­დელ ბი­უ­ჯეტს უკვე აღა­რა­ფე­რი ეშ­ვე­ლე­ბა, რა­ზეც პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრომ და მი­ნის­ტრმა უნდა აი­ღონ. პრობ­ლე­მა ის არის, რომ ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრო არ აპი­რებს შეც­დო­მე­ბის გა­მოს­წო­რე­ბას და იგი­ვე სტრა­ტე­გი­ით გეგ­მავს 2014 წლის ბი­უ­ჯეტ­საც. ეს კი ნიშ­ნავს, რომ მო­მა­ვა­ლი წელი კი­დევ უფრო კრი­ტი­კუ­ლი იქ­ნე­ბა ქვეყ­ნის­თვის.

- ბი­უ­ჯე­ტის 600 მი­ლი­ო­ნი­ა­ნი ჩა­მორ­ჩე­ნა ხომ არ გა­მო­იწ­ვევს სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტე­ბის შე­ჩე­რე­ბას 2013 წლის დას­რუ­ლე­ბამ­დე?

- 2013 წლის სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტე­ბის შე­წყვე­ტა, ვფიქ­რობ, არ მოხ­დე­ბა. ამ ეტაპ­ზე მთავ­რო­ბა და ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრო გა­მოძ­ვრე­ბა და სო­ცი­ა­ლუ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი შეს­რულ­დე­ბა. იგი­ვეს ვერ ვი­ტყვი წლე­ვან­დე­ლი ბი­უ­ჯე­ტის ინფრას­ტრუქ­ტუ­რულ და კა­პი­ტა­ლუ­რი პრო­ექ­ტე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა­ზე. სწო­რედ ამ პრო­ექ­ტე­ბის ხარ­ჯზე თუ შეძ­ლებს სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტე­ბი გა­დარ­ჩე­ნას.

იხი­ლეთ სტა­ტია სრუ­ლად Kvirispalitra.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"2013 წლის ბიუჯეტი ჩავარდნისთვის არის განწირული" - სად გაქრა 600 მილიონი?

"2013 წლის ბიუჯეტი ჩავარდნისთვის არის განწირული" - სად გაქრა 600 მილიონი?

ხადურის უწყება ისევ გახდა "ნაციონალური მოძრაობის" კრიტიკის ობიექტი. ამჟამად საპარლამენტო ოპოზიცია ქვეყნის ბიუჯეტში წლის ბოლოსთვის 600 მილიონიან გარღვევას პროგნოზირებს. ფინანსთა სამინისტრო გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს და აღნიშნავს, რომ ქვეყნის ეკონომიკა სტაბილურად მზარდ პროგრესს განიცდის, რასაც ექსპერტების გარკვეული ნაწილი არ ეთანხმება. მათი აზრით, ბიუჯეტში ამ ეტაპზე გარღვევაზე საუბარი ნაადრევია, თუმცა წლის ბოლოს 600 მილიონიან ჩამორჩენას ვარაუდობენ, გასულ წელთან შედარებით. ერთი რამ ცხადია, ახალ პრემიერ მინისტრს 2014 წლის საფინანსო პოლიტიკის გადახედვა და მასში ცვლილებების შეტანა ნამდვილად მოუწევს. ბიუჯეტში შექმნილ მდგომარეობაზე "კვირის პალიტრა" ფინანსისტ ლევან კალანდაძეს ესაუბრა.

- ექსპერტების გარკვეული ნაწილი და ოპოზიცია ქვეყანაში საბიუჯეტო კრიზისს პროგნოზირებს. მათი აზრით, წლის ბოლოს ბიუჯეტში 600 მილიონიანი გარღვევა იქნება. თქვენ, როგორ შეაფასებდით ეკონომიკურ სიტუაციას საქართველოში?

ლევან კალანდაძე:

- ციფრი, რაც დასახელდა, ბიუჯეტის 600 მილიონიან გარღვევასთან დაკავშირებით, ექსპერტების ვარაუდია. სინამდვილეში, ეს გარღვევა არ არის, ეს არის ჩამორჩენა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამჟამად საგადასახადო შემოსავლების კუთხით, 300 მილიონით ნაკლები არის შესული ბიუჯეტში, ვიდრე ეს იყო შარშან წლის ბოლომდე. ვვარაუდობთ, რომ ეს ციფრი 600-მდე გაიზრდება. ბოლო წლებია, ტენდენციურად მძიმე სიტუაცია ფიქსირდება. შარშანწინდელთან შედარებით შარშან უფრო მეტი იყო ჩამორჩენა, წელს ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზარდა. 2013 წელის ბიუჯეტზე დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ჩავარდნილია.

- თუ გქონდათ ამაზე საუბარი ფინანსთა სამინისტროსთან? პრობლემები არავის აძლევს ხელს, იქნებ მოესმინათ თქვენთვის.

- წლის დასაწყისში, როცა პირველი რისკ-ფაქტორები გამოიკვეთა, ყველამ მივუთითეთ, რომ არსებული პრობლემები წლის ბოლოს აუცილებლად ბიუჯეტის გარღვევის სახით დაგვირგვინდებოდა. მაშინ საჭირო იყო მართვის პრინციპები და პრიორიტეტების გადახედვა, მაგრამ ფინანსთა სამინისტროს არხეინი დამოკიდებულება ჰქონდა ამ საკითხისადმი. სამწუხაროდ ჩვენი პროგნოზები გამართლდა და წლის განმავლობაში, მათი ხისტი და ჯიუტი პოლიტიკის გამო, იქამდე მივედით, რომ 2013 წლის ბიუჯეტი ჩავარდნისთვის არის განწირული.

- ეს წელი თითქმის გაილია. რა მდგომარეობა გველის 2014 წლის ბიუჯეტში, შეიძლება პრობლემამ უფრო გამოკვეთილი სახე მიიღოს?

- სამწუხაროდ, გრძელვადიან პერსპექტივაშიც შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ პრობლემები 2014 წლისთვისაც გვექნება. წლევანდელ ბიუჯეტს უკვე აღარაფერი ეშველება, რაზეც პასუხისმგებლობა ფინანსთა სამინისტრომ და მინისტრმა უნდა აიღონ. პრობლემა ის არის, რომ ფინანსთა სამინისტრო არ აპირებს შეცდომების გამოსწორებას და იგივე სტრატეგიით გეგმავს 2014 წლის ბიუჯეტსაც. ეს კი ნიშნავს, რომ მომავალი წელი კიდევ უფრო კრიტიკული იქნება ქვეყნისთვის.

- ბიუჯეტის 600 მილიონიანი ჩამორჩენა ხომ არ გამოიწვევს სოციალური პროექტების შეჩერებას 2013 წლის დასრულებამდე?

- 2013 წლის სოციალური პროექტების შეწყვეტა, ვფიქრობ, არ მოხდება. ამ ეტაპზე მთავრობა და ფინანსთა სამინისტრო გამოძვრება და სოციალური ვალდებულებები შესრულდება. იგივეს ვერ ვიტყვი წლევანდელი ბიუჯეტის ინფრასტრუქტურულ და კაპიტალური პროექტების დაფინანსებაზე. სწორედ ამ პროექტების ხარჯზე თუ შეძლებს სოციალური პროექტები გადარჩენას.

იხილეთ სტატია სრულად Kvirispalitra.ge-ზე

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ