სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
საგარეჯოში "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს აგურით ცხვირი ჩაუმტვრიეს
საგარეჯოში "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს აგურით ცხვირი ჩაუმტვრიეს

კო­ა­ლი­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ო­ნუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი ვანო ქვრი­ვიშ­ვი­ლი თა­ნა­პარ­ტი­ე­ლებს ცე­მა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს. რო­გორც ქვრი­ვიშ­ვი­ლი ყვე­ბა, კო­ა­ლი­ცი­ის წევ­რებ­მა ვახო და გი­ორ­გი ლა­ფა­ჩიშ­ვი­ლებ­მა სა­ხე­ში აგუ­რი ჩა­არ­ტყეს, რის გა­მოც ცხვი­რი აქვს გა­ტე­ხი­ლი. ინ­ცი­დენ­ტი 27 ოქ­ტომ­ბერს, საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის დღეს, და­ახ­ლო­ე­ბით 19:45 სა­ათ­ზე, სა­გა­რე­ჯოს გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის სა­არ­ჩევ­ნო შტაბ­თან მოხ­და. და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი მომ­ხდარს "რეს­პუბ­ლი­კურ პარ­ტი­ას" უკავ­ში­რებს და ამ­ბობს, რომ "რეს­პუბ­ლი­კე­ლებს" კო­ა­ლი­ცი­ი­დან მისი გაშ­ვე­ბა უნ­დათ.

"გა­ურ­კვე­ვე­ლი მი­ზე­ზით და­ი­წყეს ლან­ძღვა-გი­ნე­ბა, რო­გორც ჩემი, ასე­ვე შტა­ბის მი­სა­მარ­თით. ნას­ვა­მე­ბი იყ­ვნენ და ვუ­თხა­რი, წა­სუ­ლიყ­ვნენ, რომ ხალ­ხს უბი­ლე­თო კონ­ცერ­ტი არ ენა­ხა. გი­ნე­ბის შემ­დეგ ორი­ვე მათ­გა­ნი გა­და­ვი­და თავ­დას­ხმა­ზე. სა­ხე­ში აგუ­რი ჩა­მარ­ტყეს და ცხვი­რი მაქვს გა­ტე­ხი­ლი, მაგ­რამ შე­უ­რა­ცხყო­ფა უფრო მტკი­ვა, ვიდ­რე ჩა­ტე­ხი­ლი ცხვი­რი. მათ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წევ­რე­ბი ჰქვი­ათ, თუმ­ცა ერთი პარ­ტი­ის ინ­ტე­რე­სებს ატა­რე­ბენ. იმი­ტომ მცე­მეს, რომ სა­გა­რე­ჯო­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მარ­თვა უნდა მომ­ხდა­რი­ყო სხვა პარ­ტი­ის მიერ, მაგ­რამ არ გა­მო­ვი­და. სხვა პარ­ტი­ა­ში ვგუ­ლის­ხმობ "რეს­პუბ­ლი­კურ პარ­ტი­ას". ეს ყვე­ლა­ფე­რი ისეა გა­კე­თე­ბუ­ლი, საქ­მე საქ­მე­ზე რომ მიდ­გეს, შე­იძ­ლე­ბა ვერც დამ­ტკიც­დეს, ამი­ტომ თავს ვი­კა­ვებ­დი ხოლ­მე ამ თე­მა­ზე სა­უბ­რის­გან," - ამ­ბობს ქვრი­ვიშ­ვი­ლი.

ძმე­ბი ვახო და გი­ორ­გი ლა­ფა­ჩიშ­ვი­ლე­ბი ცე­მის ფაქტს უარ­ყო­ფენ. რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ო­ნუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რის გელა კევ­ლიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით კი, არ შე­იძ­ლე­ბა ქვრი­ვიშ­ვილ­სა და ლა­ფა­ჩიშ­ვი­ლებს შო­რის არ­სე­ბუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბა გუნდში პო­ლი­ტი­კუ­რი უთან­ხო­ე­ბის მი­ზე­ზად გა­ნი­ხი­ლე­ბო­დეს.

იხი­ლეთ ვრცლად

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

საგარეჯოში "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს აგურით ცხვირი ჩაუმტვრიეს

საგარეჯოში "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს აგურით ცხვირი ჩაუმტვრიეს

კოალიცია "ქართული ოცნების" საგარეჯოს რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვანო ქვრივიშვილი თანაპარტიელებს ცემაში ადანაშაულებს. როგორც ქვრივიშვილი ყვება, კოალიციის წევრებმა ვახო და გიორგი ლაფაჩიშვილებმა სახეში აგური ჩაარტყეს, რის გამოც ცხვირი აქვს გატეხილი. ინციდენტი 27 ოქტომბერს, საპრეზიდენტო არჩევნების დღეს, დაახლოებით 19:45 საათზე, საგარეჯოს გიორგი მარგველაშვილის საარჩევნო შტაბთან მოხდა. დაზარალებული მომხდარს "რესპუბლიკურ პარტიას" უკავშირებს და ამბობს, რომ "რესპუბლიკელებს" კოალიციიდან მისი გაშვება უნდათ.

"გაურკვეველი მიზეზით დაიწყეს ლანძღვა-გინება, როგორც ჩემი, ასევე შტაბის მისამართით. ნასვამები იყვნენ და ვუთხარი, წასულიყვნენ, რომ ხალხს უბილეთო კონცერტი არ ენახა. გინების შემდეგ ორივე მათგანი გადავიდა თავდასხმაზე. სახეში აგური ჩამარტყეს და ცხვირი მაქვს გატეხილი, მაგრამ შეურაცხყოფა უფრო მტკივა, ვიდრე ჩატეხილი ცხვირი. მათ  "ქართული ოცნების" წევრები ჰქვიათ, თუმცა ერთი პარტიის ინტერესებს ატარებენ. იმიტომ მცემეს, რომ საგარეჯოში "ქართული ოცნების" მართვა უნდა მომხდარიყო სხვა პარტიის მიერ, მაგრამ არ გამოვიდა. სხვა პარტიაში ვგულისხმობ "რესპუბლიკურ პარტიას". ეს ყველაფერი ისეა გაკეთებული, საქმე საქმეზე რომ მიდგეს, შეიძლება ვერც დამტკიცდეს, ამიტომ თავს ვიკავებდი ხოლმე ამ თემაზე საუბრისგან," - ამბობს ქვრივიშვილი.

ძმები ვახო და გიორგი ლაფაჩიშვილები ცემის ფაქტს უარყოფენ. რესპუბლიკური პარტიის საგარეჯოს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის გელა კევლიშვილის განცხადებით კი, არ შეიძლება ქვრივიშვილსა და ლაფაჩიშვილებს შორის არსებული დაპირისპირება გუნდში პოლიტიკური უთანხოების მიზეზად განიხილებოდეს.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა