მაღაზიის ვიტრინებში ჭარბწონიანი მანეკენები განათავსეს

მაღაზიის ვიტრინებში ჭარბწონიანი მანეკენები განათავსეს

მანეკენზე მორგებული ლამაზი სამოსი ხშირად საკუთარ ტანზე აღარ მოგვწონს. ბრიტანეთში მაღაზიის მეპატრონენი იძულებულნი არიან, მაღაზიებში სავსე ფორმის მანეკენები განათავსონ. შესაბამის კანონპროექტზე კანონმდებლები და ფსიქოლოგები მუშაობენ.

ლონდონში მდებარე პოპულარული ბრენდის Debenhams-ის მაღაზიაში უამრავი ადამიანი შეიკრიბა - ისინი ვიტრინებში განთავსებულმა პუტკუნმა მანეკენებმა მიიზიდეს. მაღაზიის მფლობელების თქმით, გოგონებმა სამოსი უფრო მარტივად შეარჩიეს.

"ხშირად მოვუტყუვებივარ სუპერმოდელის აღნაგობის მანეკენზე მორგებულ სამოსს. ყველა ქალი დამეთანხმება, როგორი არასასიამოვნოა, როდესაც შერჩეული ჯინსი თეძოებზე არ ადის და გაცილებით დიდი ზომის სამოსს გაწვდიან, რომელიც არც ისეთი ლამაზი ჩანს, როგორც ვიტრინაში", - განაცხადა ერთ-ერთმა მყიდველმა.

ოფიციალური სტატისტიკით, მსოფლიოში უამრავი ადამიანი, განსაკუთრებით კი 30 წლამდე ასაკის ქალები ჭარბ წონას უშედეგოდ ებრძვიან. გახშირდა თვითნებური დიეტების შედეგად დაავადებულ ქალთა რაოდენობა. ფსიქოლოგებს განსაკუთრებით თინეიჯერი გოგონების ბედი აღელვებთ.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია independent.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს