სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"წყეული იყოს მიშა სააკაშვილი და მისი ხროვა!" - რატომ დაწყევლა სააკაშვილი მამა ბართლომემ (ექსკლუზივი)
"წყეული იყოს მიშა სააკაშვილი და მისი ხროვა!" - რატომ დაწყევლა სააკაშვილი მამა ბართლომემ (ექსკლუზივი)

"წყე­უ­ლი იყოს მიშა სა­ა­კაშ­ვი­ლი და მისი ხრო­ვა! მის­თვის მზე დაბ­ნელ­დეს, მთვა­რემ ნა­თე­ლი არ მის­ცეს, მი­წის ნა­ყო­ფი შხა­მად შე­ერ­გის, წყა­ლი გამ­წარ­დეს, მა­რი­ლი გან­ქარ­დეს და ჰა­ე­რი მავ­ნე­ბელ იქ­მნას! ამინ!...", - ეს წყევ­ლა არ­ქი­მან­დრიტ­მა ბარ­თლო­მე ფირ­ცხა­ლა­იშ­ვილ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე დღეს გა­მო­აქ­ვეყ­ნა. "ამ­ბე­ბი.ge" მამა ბარ­თლო­მეს და­უ­კავ­შირ­და და ფაქ­ტის გარ­კვე­ვას შე­ე­ცა­და.

- "ფე­ის­ბუ­ქის" თქვენს გვერ­დზე ვრცელ­დე­ბა წყევ­ლა პრე­ზი­დენ­ტის მი­მართ. ადას­ტუ­რებთ, რომ ეს თქვე­ნი გვერ­დია და იგი თქვენ გა­მო­აქ­ვეყ­ნეთ? რამ გა­ნა­პი­რო­ბა ასე­თი და­წყევ­ლა?

- ნამ­დვი­ლად ჩემი გვერ­დია. ამას არ ვურ­ყოფ და ვა­დას­ტუ­რებ. გა­ნა­პი­რო­ბა არა პი­რად­მა ინ­ტე­რეს­მა, არა­მედ მის მიერ გა­კე­თე­ბულ­მა არა­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რივ­მა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­მა, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის თვალ­ში ნაც­რის შეყ­რა და მი­ფურ­თხე­ბაა.

- პრე­ზი­დენ­ტი გყავთ მხედ­ვე­ლო­ბა­ში?

- დიახ. ეს ადა­მი­ა­ნი იღებს ისეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს და ათა­ვი­სუფ­ლებს ისეთ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­ზე­დაც მას გარ­კვე­უ­ლი ხნის წინ პრე­ტენ­ზია ჰქონ­და. ამ­ბობ­და, რომ ამ­ნის­ტი­ის დროს გა­თა­ვი­სუფ­ლდნენ სხვა­დას­ხვა კრი­მი­ნა­ლუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბე­ბი. მა­ნაც ანა­ლო­გი­უ­რი გა­ა­კე­თა. ორ­მა­გი სტან­დარ­ტით ცხოვ­რე­ბა და ქვეყ­ნის მარ­თვამ მიგ­ვიყ­ვა­ნა აქამ­დე.

ჩემი აღელ­ვე­ბა გა­მო­იწ­ვია იმან, რომ ამ­ბობს, ჩა­ა­ტა­რა სა­სა­მარ­თლო რე­ფორ­მა. ამ სა­სა­მარ­თლო რე­ფორ­მას და იმ მო­სა­მარ­თლე­ებ­საც, რო­მე­ლიც მის პე­რი­ოდ­ში და­ი­ნიშ­ნენ, იმა­თაც შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნებს. ათა­ვი­სუფ­ლებს ადა­მი­ა­ნებს, რო­მელ­თა საქ­მე­ე­ბი ჯერ არც სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში გა­სა­ჩივ­რე­ბუ­ლა და არც სხვა ინ­სტან­ცი­ა­ში. ათა­ვი­სუფ­ლებს ისეთ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც სა­ერ­თოდ ძებ­ნა­ში არი­ან. ეს რა სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი აზ­როვ­ნე­ბა და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაა. და ასე­ვე სპე­კუ­ლი­რე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან, თით­ქოს მათი პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნა მიმ­დი­ნა­რე­ობს. ადა­მი­ა­ნებს პო­ლი­ტი­კუ­რა­დაც დევ­ნიდ­ნენ, უს­წორ­დე­ბოდ­ნენ, აუ­პა­ტი­უ­რერბდნენ და კლავ­დნენ და ახლა ამა­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბას დას­ცი­ნი­ან, რო­დე­საც უშ­ვე­ბენ ისეთ დამ­ნა­შა­ვე­ებს, რომ­ლე­ბიც გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლი არი­ან ახალ­გაზ­რდე­ბის მკვლე­ლო­ბის­თვის იმ პე­რი­ოდ­ში, მისი რე­ჟი­მის დროს. ამ ახალ­გაზ­რდე­ბის აბუ­ჩად აგ­დე­ბა, გულ­სატ­კე­ნია. მე არც ამ­ნის­ტია შე­მიძ­ლია და არც ვინ­მეს და­ჭე­რა. ჩემი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მაქვს და ჩემი ქვე­ყა­ნა მიყ­ვარს. ვთვლი, რომ არას­წო­რად რო­დე­საც იქ­ცე­ვა ადა­მი­ა­ნი, ეს არის, რომ აზ­რზე მო­ვი­დეს, თუმ­ცა...

- და­წყევ­ლა რომ არ არის ქრის­ტი­ა­ნუ­ლი, მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი?

- სა­ხა­რე­ბა­ში წე­რია: რო­მე­ლიც შეჰ­კრათ ქვე­ყა­ნა­სა ზედა, კრულ იყოს ცათა შინა. რო­მე­ლი განხსნათ - ხსნი­ლო. წყევ­ლა, რო­გორც მისი პი­როვ­ნე­ბის მი­მართ ან­გა­რიშწო­რე­ბა არ არის. ვთვლი, რომ ეს ადა­მი­ა­ნი ქვეყ­ნის წი­ნა­შე დამ­ნა­შა­ვეა.

- თქვენს წყევ­ლას "ნაც­მოძ­რა­ო­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი "ფე­ის­ბუქ­ზე" აზი­ა­რე­ბენ. და­ლოც­ვა რომ ყო­ფი­ლი­ყო, უფრო გა­ე­ხარ­დე­ბო­დათ.

- მე ჩემი გულ­წრფე­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ად­რეც გა­მოვ­ხა­ტე. კერ­ძოდ, რე­ლი­გი­ის შე­სა­ხებ კა­ნონ­თან და­კავ­ში­რე­ბით დე­პუ­ტა­ტებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში. რე­ლი­გი­ის შე­სა­ხებ კა­ნონ­ზე 70 დე­პუ­ტატს ეხე­ბო­და. მა­შინ ჩემ­თან რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი იყო მო­სუ­ლი და შენ­დო­ბა და და­ლოც­ვა ითხო­ვეს. ვინც მა­შინ მო­ვი­და, პი­როვ­ნუ­ლად და­ლოც­ვა არ დამ­ნა­ნე­ბია; შემ­დეგ ჩემს გვერ­დზე მათ­თვის შენ­დო­ბაც დავ­წე­რე, თუმ­ცა, ის შენ­დო­ბა მგო­ნი არა­ვის არ გა­უ­ზი­ა­რე­ბია ერთი ადა­მი­ა­ნის გარ­და.

ეკა­ტე­რი­ნე ბა­ხუ­ტაშ­ვი­ლი, ამ­ბე­ბი.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"წყეული იყოს მიშა სააკაშვილი და მისი ხროვა!" - რატომ დაწყევლა სააკაშვილი მამა ბართლომემ (ექსკლუზივი)

"წყეული იყოს მიშა სააკაშვილი და მისი ხროვა!" - რატომ დაწყევლა სააკაშვილი მამა ბართლომემ (ექსკლუზივი)

"წყეული იყოს მიშა სააკაშვილი და მისი ხროვა! მისთვის მზე დაბნელდეს, მთვარემ ნათელი არ მისცეს, მიწის ნაყოფი შხამად შეერგის, წყალი გამწარდეს, მარილი განქარდეს და ჰაერი მავნებელ იქმნას! ამინ!...", - ეს წყევლა არქიმანდრიტმა ბართლომე ფირცხალაიშვილმა სოციალურ ქსელ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე დღეს გამოაქვეყნა. "ამბები.ge" მამა ბართლომეს დაუკავშირდა და ფაქტის გარკვევას შეეცადა.

- "ფეისბუქის" თქვენს გვერდზე ვრცელდება წყევლა პრეზიდენტის მიმართ. ადასტურებთ, რომ ეს თქვენი გვერდია და იგი თქვენ გამოაქვეყნეთ? რამ განაპირობა ასეთი დაწყევლა?

- ნამდვილად ჩემი გვერდია. ამას არ ვურყოფ და ვადასტურებ. განაპირობა არა პირადმა ინტერესმა, არამედ მის მიერ გაკეთებულმა არასახელმწიფოებრივმა გადაწყვეტილებებმა, რომელიც საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრა და მიფურთხებაა.

- პრეზიდენტი გყავთ მხედველობაში?

- დიახ. ეს ადამიანი იღებს ისეთ გადაწყვეტილებებს და ათავისუფლებს ისეთ ადამიანებს, რომლებზედაც მას გარკვეული ხნის წინ პრეტენზია ჰქონდა. ამბობდა, რომ ამნისტიის დროს გათავისუფლდნენ სხვადასხვა კრიმინალური დაჯგუფებები. მანაც ანალოგიური გააკეთა. ორმაგი სტანდარტით ცხოვრება და ქვეყნის მართვამ მიგვიყვანა აქამდე.

ჩემი აღელვება გამოიწვია იმან, რომ ამბობს, ჩაატარა სასამართლო რეფორმა. ამ სასამართლო რეფორმას და იმ მოსამართლეებსაც, რომელიც მის პერიოდში დაინიშნენ, იმათაც შეურაცხყოფას აყენებს. ათავისუფლებს ადამიანებს, რომელთა საქმეები ჯერ არც სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებულა და არც სხვა ინსტანციაში. ათავისუფლებს ისეთ ადამიანებს, რომლებიც საერთოდ ძებნაში არიან. ეს რა სახელმწიფოებრივი აზროვნება და დამოკიდებულებაა. და ასევე სპეკულირება საერთაშორისო ორგანიზაციებთან, თითქოს მათი პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს. ადამიანებს პოლიტიკურადაც დევნიდნენ, უსწორდებოდნენ, აუპატიურერბდნენ და კლავდნენ და ახლა ამაზე საზოგადოებას დასცინიან, როდესაც უშვებენ ისეთ დამნაშავეებს, რომლებიც გასამართლებული არიან ახალგაზრდების მკვლელობისთვის იმ პერიოდში, მისი რეჟიმის დროს. ამ ახალგაზრდების აბუჩად აგდება, გულსატკენია. მე არც ამნისტია შემიძლია და არც ვინმეს დაჭერა. ჩემი დამოკიდებულება მაქვს და ჩემი ქვეყანა მიყვარს. ვთვლი, რომ არასწორად როდესაც იქცევა ადამიანი, ეს არის, რომ აზრზე მოვიდეს, თუმცა...

- დაწყევლა რომ არ არის ქრისტიანული, მართლმადიდებლური?

- სახარებაში წერია: რომელიც შეჰკრათ ქვეყანასა ზედა, კრულ იყოს ცათა შინა. რომელი განხსნათ - ხსნილო. წყევლა, როგორც მისი პიროვნების მიმართ ანგარიშწორება არ არის. ვთვლი, რომ ეს ადამიანი ქვეყნის წინაშე დამნაშავეა.

- თქვენს წყევლას "ნაცმოძრაობის" წარმომადგენლები "ფეისბუქზე" აზიარებენ. დალოცვა რომ ყოფილიყო, უფრო გაეხარდებოდათ.

- მე ჩემი გულწრფელი დამოკიდებულება ადრეც გამოვხატე. კერძოდ, რელიგიის შესახებ კანონთან დაკავშირებით დეპუტატებთან მიმართებაში. რელიგიის შესახებ კანონზე 70 დეპუტატს ეხებოდა. მაშინ ჩემთან რამდენიმე ადამიანი იყო მოსული და შენდობა და დალოცვა ითხოვეს. ვინც მაშინ მოვიდა, პიროვნულად დალოცვა არ დამნანებია; შემდეგ ჩემს გვერდზე მათთვის შენდობაც დავწერე, თუმცა, ის შენდობა მგონი არავის არ გაუზიარებია ერთი ადამიანის გარდა.

ეკატერინე ბახუტაშვილი, ამბები.ge

"როცა მშობელი ბავშვს ეზოში ჩაიყვანს, დაფეთებული არ უნდა იყოს, ბავშვი არ უნდა შევაშინოთ" - რას ურჩევს ფსიქოლოგი მშობლებს პანდემიის პირობებში

"ჩვენი კლინიკა რამდენიმე კვირაში კოვიდინფექციასთან ბრძოლას აუცილებლად მოიგებს" - ლევან რატიანი

"შემოთავაზებული იქნება ვაქცინა, რომელიც გახდება იარაღი ეშმაკის ხელში ადამიანების სამართავად" - მეუფე საბა