მსოფლიო მუტანტ ვირთხებს ებრძვის

მსოფლიო მუტანტ ვირთხებს ებრძვის

ბრიტანეთი ახალი პრობლემის წინაშე დგას - ქუჩებში მუტანტი ვირთხები დარბიან.

მუტანტი "სუპერ ვირთხები" მათ იმიტომ უწოდეს, რომ ჩვეულებრივი საწამლავი ვერ სპობს, პირიქით, შხამს საკვებად იყენებენ და მრავლდებიან. მეცნიერები მთავრობას სასწრაფო რეაგირებისკენ მოუწოდებენ, რადგანაც ეს სახეობა სწრაფად იზრდება.

"ეს სერიოზული პრობლემაა. ამ ვირთხების თავიდან მოშორების ერთადერთი ხერხი ძალიან ძლიერი საწამლავის გაშვებაა, მაგრამ დიდი შანსია, ამან სხვა ცხოველებსა, თუ ფრინველებს მიაყენოს ზარალი. ვირთხა ძალიან საშიშია, მათ უამრავი სასიკვდილო დაავადება გადააქვთ. საზოგადოება სერიოზული საფრთხის წინაშეა", - ამბობენ ბრიტანელი მეცნიერები.

მომზადებულია metro.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს