საბერძნეთში მონასტერი შებღალეს, რომელსაც ყოველწლიურად გველები მიაგებენ პატივს

საბერძნეთში მონასტერი შებღალეს, რომელსაც ყოველწლიურად გველები მიაგებენ პატივს

კეფალონიაში ცნობილი ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი გაძარცვეს, სადაც ყოველწლიურად გველები ხატებს თაყვანს მიაგებენ.

უცნობები ტაძარში ფანჯრით შეიპარნენ, ხატის მინა გატეხეს და მომლოცველების დატოვებული საჩუქრები და ძღვენი წაიღეს.

წმინდა მარიამის მიძინების დღეს ტაძარში ყოველწლიურად სასწაული აღესრულება, დღესასწაულზე დასასწრებად და ხატის თაყვანის საცემად ტაძარში შხამიანი გველები მოდიან, რომლებიც ამ დღეს ადამიანებისთვის სახიფათონი არ არიან.

გადმოცემის თანახმად, იმ ადგილას, სადაც ახლა სამლოცველოა, ადრე ყოვალდწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტერი ყოფილა. ერთხელ, როდესაც სოფლის ყველა მამაკაცი ზღვაში სათევზაოდ იყო გასული, მონაზვნებმა მეკობრეთა გემი დალანდეს და შეშინებულებმა ჩარაზეს მონასტრის ჭიშკარი, თავად კი გულმოდგინედ ევედრებოდნენ დედა ღვთისმშობლის ხატს, დაეფარა მათი ღირსება. მაგრამ ხის ალაყაფმა მეკობრეთა ძალას ვერ გაუძლო. როდესაც ისინი მონასტერში შეცვივდნენ, იქ, მონაზონთა ნაცვლად, შავი გველები დახვდათ. მოძალადეები თავზარდაცემულნი გაერიდნენ იქაურობას.

მომზადებულია pravoslavie.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს