ტელეკომპანია "კავკასიის" ეთერში არაერთი კურიოზი მომხდარა. ამჯერად მაყურებლის ყურადღება ახალი ამბების გამოშვებისას წამყვანის მაგიდაზე მიწის თხილის კოლოფმა მიიპყრო.
როგორც ჩანს, წამყვანი საყვარელ სასუსნავს პირდაპირი ეთერის დროსაც ვერ შეელია, რაც სოციალური ქსელების მომხმარებლებს უყურადღებოდ არ დარჩენიათ და კადრი მალევე გახდა Facebook-ჰიტი.