რომელია მამაკაცისთვის ყველაზე კომფორტული ასაკი?

რომელია მამაკაცისთვის ყველაზე კომფორტული ასაკი?

ძლიერი სქესის წარმომადგენლები მხოლოდ 54 წლის ასაკში გრძნობენ თავს ზრდასრულებად. ამ ასაკში მამაკაცები საკუთარ მდგომარეობას დამაკმაყოფილებლად აფასებენ.

ექსპერტების თქმით, დაგვიანებული კომფორტის შეგრძნება ძლიერი ფინანსური ზეწოლისა და გვიანი მამობის შედეგია. სწორედ 54 წლის შემდეგ იწყება ნამდვილი ცხოვრება, რომელიც სიამოვნების მიღების საშუალებას იძლევა. ბევრ მამაკაცი ვერ იჯერებს, რომ სოციალურ სტაბილურობას მიაღწია, ვიდრე საპენსიო ასაკს არ მიუახლოვდება.

სტატისტიკის თანახმად, ბავშვების ორი-მესამედი 30 წელს გადაცილებულ მამაკაცებს უჩნდებათ. მამაკაცი პირველად მამა საშუალოდ 32 წლის ასაკში ხდება. ამასთან, შედარებით ახალგაზრდა ასაკობრივ ჯგუფს თავდაჯერებულობა აკლია, რომელიც ფიზიკური ნაკლით, ფინანსური პრობლემებითა და სიმარტოვითაა გამოწვეული.

კვლევამ აჩვენა, რომ მამაკაცისთვის ყველაზე საშინელი სახლის შეძენის შესაძლებლობის არქონაა. მათ ასევე გამელოტება და სამსახურის დაკარგვა აშინებთ. სიბერე არამიმზიდველ ჭაღარასთან, სიმსუქნესთან და გინეკომასტიასთან ასოცირდება. პრობლემაა მარტოობა, პენსიაზე გასვლის შესაძლებლობის არქონა, ცუდი ჯანმრთელობა. მამაკაცებს ცუდი კბილები, სათვალის ტარების აუცილებლობა, განქორწინება, იმპოტენცია და სიღარიბეც ანაღვლებთ.

კვლევის ავტორებმა სულ 1000 რესპოდენტი გამოკითხეს.

მომზადებულია The Telegraph-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს