ამერიკული საზოგადოება ახალ მუსიკალურ შოუს იხილავს, სადაც იესო ქრისტეს შესახებ მოუთხრობენ.
მუსიკალური შოუს - "სახარება ბრიტნის მიხედვით" (The Gospel According To Britney) პრემიერა ნიუ-იორკში, ბროდვეის თეატრში გაიმართება. მაყურებელი ბიბლიურ ისტორიას ბრიტნის პოპულარული სიმღერების, Baby One More Time, Oops! I Did It Again, Stronger და Crazy-ს ფონზე მოისმენს.
პროექტის ორგანიზატორი 23 წლის პატრიკ ბლუტია. პერფორმანსს საზოგადოების ნაწილი უარყოფითად შეხვდა.
მომზადებულია nme.com-ის მიხედვით.