სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
თორნიკე კვერენჩხილაძემ მომავალ მეუღლეს ცოლობა პირველივე შეხვედრაზე სთხოვა
თორნიკე კვერენჩხილაძემ მომავალ მეუღლეს ცოლობა პირველივე შეხვედრაზე სთხოვა

ჟურ­ნა­ლის­ტი თორ­ნი­კე კვე­რენ­ჩხი­ლა­ძე ჯერ მხო­ლოდ 24 წლი­საა. წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წია, მაგ­რამ ფიქ­რობს, რომ კი­დევ ბევ­რი რამ აქვს სას­წავ­ლი და სა­კუ­თარ თავ­ზე ბევ­რს მუ­შა­ობს. "იმე­დის" დღის სა­ინ­ფორ­მა­ცი­ოს წამ­ყვა­ნო­ბა რთუ­ლია, ამი­ტომ დღის გან­მავ­ლო­ბა­ში სულ სი­ახ­ლე­ე­ბის ძი­ე­ბა­შია. და­ახ­ლო­ე­ბით ერთი წლის წინ კი, როცა "მე­ცხრე არხზე" მუ­შა­ობ­და, ერთ-ერთი სი­უ­ჟე­ტის მომ­ზა­დე­ბი­სას "ალის­ტრა­ხო­საც" გა­და­ე­ყა­რა და მხო­ლოდ დიდი მოთ­მი­ნე­ბის ხარ­ჯზე მო­ა­ხერ­ხა, რომ შარ­ში არ გახ­ვე­უ­ლი­ყო. ხი­ფა­თი­ან ჟურ­ნა­ლის­ტურ ცხოვ­რე­ბას თორ­ნი­კე დღეს უკვე ხუმ­რო­ბით იხ­სე­ნებს.

"დიპ­ლო­მა­ტო­ბის­თვის ფი­ცხი გუ­რუ­ლი ვარ"

- ფოტო შვი­დი თვი­სას მშობ­ლებ­თან ერ­თად გაქვს გა­და­ღე­ბუ­ლი.

- ბა­თუმ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი და გაზ­რდი­ლი გუ­რუ­ლი ვარ. გუ­რი­ა­ში ბავ­შვო­ბა­ში ხში­რად ჩავ­დი­ო­დი. ორი­ვე მშო­ბე­ლი გუ­რუ­ლე­ბი მყავს. მამა ბა­თუ­მის პორ­ტში მუ­შა­ობ­და. დედა პე­და­გო­გია. სა­ბავ­შვო ბაღ­ში მუ­შა­ობ­და. ახლა არც ერთი მშო­ბე­ლი არ მუ­შა­ობს. ოჯახ­ში პირ­ვე­ლად მე გავჩნდი, მერე და­ი­ბა­და ჩემი და, ნა­ნი­კა. გვყავს უმ­ცრო­სი ძმა ლადო.

- დას­თან ერ­თად ფოტო სად გაქვს გა­და­ღე­ბუ­ლი?

- ბა­თუ­მის ბულ­ვარ­ში. სუ­რათ­ზე და­ახ­ლო­ე­ბით ორი წლის ვიქ­ნე­ბი. ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ბავ­შვი ვი­ყა­ვი. არაფ­რით გა­მორ­ჩე­უ­ლი. მე­უბ­ნე­ბი­ან, რომ კარ­გად ვსწავ­ლობ­დი. სა­კუ­თა­რი თა­ვის ქება არ მიყ­ვარს, ამი­ტომ ჩემს სწავ­ლა­ზე მე თვი­თონ ვე­რა­ფერს ვი­ტყვი. ბა­თუ­მის ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის სა­ხე­ლო­ბის სკო­ლა და­ვამ­თავ­რე. სუ­რა­თი მე­ცხრე კლას­ში გა­და­ვი­ღე ძმა­სა და მა­მას­თან ერ­თად. ერთ დროს გამ­ხდა­რი ბიჭი ვი­ყა­ვი. მერე სო­ხუ­მის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში პო­ლი­ტო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ვა­ბა­რე. მე­ო­რა­დი სპე­ცი­ა­ლო­ბა ჟურ­ნა­ლის­ტი­კა მქონ­და.

- მომ­დევ­ნო ფოტო სტუ­დენ­ტო­ბის დროს გაქვს გა­და­ღე­ბუ­ლი?

- დიახ, ჯგუ­ფე­ლებ­მა გა­დავ­წყვი­ტეთ, კა­ხეთ­ში ექ­სკურ­სია მოგ­ვე­წყო, ბოდ­ბე და სიღ­ნა­ღი მო­ვი­ნა­ხუ­ლეთ. სუ­რა­თი ბოდ­ბე­შია გა­და­ღე­ბუ­ლი.

- ეს პრო­ფე­სი­ე­ბი რა­ტომ აირ­ჩიე?

- ბავ­შვო­ბა­ში რომ მე­კი­თხე­ბოდ­ნენ, რა უნდა გა­მოხ­ვი­დეო, ვამ­ბობ­დი, დიპ­ლო­მა­ტი-მეთ­ქი და დიპ­ლო­მა­ტო­ბა ისე წარ­მო­მედ­გი­ნა, რომ დიპ­ლო­მა­ტით უნდა მევ­ლო. მერე რომ გა­ვი­ზარ­დე და გა­ვა­ა­ნა­ლი­ზე, რისი გა­კე­თე­ბა მინ­დო­და, მივ­ხვდი, რომ დიპ­ლო­მა­ტო­ბის­თვის ძა­ლი­ან ფი­ცხი გუ­რუ­ლი ვარ.

- ამ­ბო­ბენ, ქარ­თვე­ლებს ყვე­ლა­ზე დიდი დიპ­ლო­მა­ტი გუ­რი­ი­დან გვყავს. ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძეს ვგუ­ლის­ხმობ.

- ჩემი ხა­სი­ა­თი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვარ­ჩიე, რომ ჟურ­ნა­ლის­ტი­კა­ში წავ­სუ­ლი­ყა­ვი. ჩემი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მოყ­ვა­ნა ძნე­ლია, მაგ­რამ თუ გა­მო­ვე­დი, ძა­ლი­ან სხვა­ნა­ი­რი ვხდე­ბი.

- ფი­ცხი ხა­სი­ა­თის გამო პრობ­ლე­მე­ბი შე­გქმნია?

- სამ­სა­ხურ­ში პრობ­ლე­მა არ მქო­ნია. მე­გობ­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ყვე­ლას გა­უ­ჭე­დავს, მაგ­რამ დიდი პრობ­ლე­მა არ შემ­ქმნია. ბა­კა­ლავ­რის დიპ­ლო­მი მაქვს. ახლა ვფიქ­რობ, დიპ­ლო­მა­ტი­ურ­ზე გა­ვაგ­რძე­ლო სწავ­ლა თუ ჟურ­ნა­ლის­ტი­კა­ში მა­გის­ტრა­ტუ­რა გა­ვი­ა­რო. თბი­ლის­ში სწავ­ლა რომ და­ვამ­თავ­რე, ისევ ბა­თუმ­ში დავ­ბრუნ­დი. მა­ნამ­დე სულ ვამ­ბობ­დი, სა­დაც და­ი­ბა­დე, იქ უნდა იცხოვ­რო-მეთ­ქი. ბა­თუ­მი ძა­ლი­ან მიყ­ვარს. თბი­ლის­ში სას­წავ­ლებ­ლად რომ ჩა­მო­ვე­დი, ლა­მის მთელ ჩემს ფულს ტე­ლე­ფო­ნის ან­გა­რიშ­ზე ვრი­ცხავ­დი და ყვე­ლა ჩემს მე­გო­ბარს ვუ­რე­კავ­დი. ბა­თუმ­ში რომ დავ­ბრუნ­დი, მე­გო­ბარ­მა მირ­ჩია, აჭა­რის ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში სტა­ჟი­რე­ბა­ზე მივ­სუ­ლი­ყა­ვი. ჯერ ჟურ­ნა­ლის­ტად ვმუ­შა­ობ­დი და მერე ეთერ­ში დამ­სვეს. 21 წლის ვი­ყა­ვი, პირ­ვე­ლად ეკ­რან­ზე რომ გა­მოვ­ჩნდი.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

თორნიკე კვერენჩხილაძემ მომავალ მეუღლეს ცოლობა პირველივე შეხვედრაზე სთხოვა

თორნიკე კვერენჩხილაძემ მომავალ მეუღლეს ცოლობა პირველივე შეხვედრაზე სთხოვა

ჟურნალისტი თორნიკე კვერენჩხილაძე ჯერ მხოლოდ 24 წლისაა. წარმატებას მიაღწია, მაგრამ ფიქრობს, რომ კიდევ ბევრი რამ აქვს სასწავლი და საკუთარ თავზე ბევრს მუშაობს. "იმედის" დღის საინფორმაციოს წამყვანობა რთულია, ამიტომ დღის განმავლობაში სულ სიახლეების ძიებაშია. დაახლოებით ერთი წლის წინ კი, როცა "მეცხრე არხზე" მუშაობდა, ერთ-ერთი სიუჟეტის მომზადებისას "ალისტრახოსაც" გადაეყარა და მხოლოდ დიდი მოთმინების ხარჯზე მოახერხა, რომ შარში არ გახვეულიყო. ხიფათიან ჟურნალისტურ ცხოვრებას თორნიკე დღეს უკვე ხუმრობით იხსენებს.

"დიპლომატობისთვის ფიცხი გურული ვარ"

- ფოტო შვიდი თვისას მშობლებთან ერთად გაქვს გადაღებული.

- ბათუმში დაბადებული და გაზრდილი გურული ვარ. გურიაში ბავშვობაში ხშირად ჩავდიოდი. ორივე მშობელი გურულები მყავს. მამა ბათუმის პორტში მუშაობდა. დედა პედაგოგია. საბავშვო ბაღში მუშაობდა. ახლა არც ერთი მშობელი არ მუშაობს. ოჯახში პირველად მე გავჩნდი, მერე დაიბადა ჩემი და, ნანიკა. გვყავს უმცროსი ძმა ლადო.

- დასთან ერთად ფოტო სად გაქვს გადაღებული?

- ბათუმის ბულვარში. სურათზე დაახლოებით ორი წლის ვიქნები. ჩვეულებრივი ბავშვი ვიყავი. არაფრით გამორჩეული. მეუბნებიან, რომ კარგად ვსწავლობდი. საკუთარი თავის ქება არ მიყვარს, ამიტომ ჩემს სწავლაზე მე თვითონ ვერაფერს ვიტყვი. ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სკოლა დავამთავრე. სურათი მეცხრე კლასში გადავიღე ძმასა და მამასთან ერთად. ერთ დროს გამხდარი ბიჭი ვიყავი. მერე სოხუმის უნივერსიტეტში პოლიტოლოგიის ფაკულტეტზე ჩავაბარე. მეორადი სპეციალობა ჟურნალისტიკა მქონდა.

- მომდევნო ფოტო სტუდენტობის დროს გაქვს გადაღებული?

- დიახ, ჯგუფელებმა გადავწყვიტეთ, კახეთში ექსკურსია მოგვეწყო, ბოდბე და სიღნაღი მოვინახულეთ. სურათი ბოდბეშია გადაღებული.

- ეს პროფესიები რატომ აირჩიე?

- ბავშვობაში რომ მეკითხებოდნენ, რა უნდა გამოხვიდეო, ვამბობდი, დიპლომატი-მეთქი და დიპლომატობა ისე წარმომედგინა, რომ დიპლომატით უნდა მევლო. მერე რომ გავიზარდე და გავაანალიზე, რისი გაკეთება მინდოდა, მივხვდი, რომ დიპლომატობისთვის ძალიან ფიცხი გურული ვარ.

- ამბობენ, ქართველებს ყველაზე დიდი დიპლომატი გურიიდან გვყავს. ედუარდ შევარდნაძეს ვგულისხმობ.

- ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, ვარჩიე, რომ ჟურნალისტიკაში წავსულიყავი. ჩემი მდგომარეობიდან გამოყვანა ძნელია, მაგრამ თუ გამოვედი, ძალიან სხვანაირი ვხდები.

- ფიცხი ხასიათის გამო პრობლემები შეგქმნია?

- სამსახურში პრობლემა არ მქონია. მეგობრებთან ურთიერთობაში ყველას გაუჭედავს, მაგრამ დიდი პრობლემა არ შემქმნია. ბაკალავრის დიპლომი მაქვს. ახლა ვფიქრობ, დიპლომატიურზე გავაგრძელო სწავლა თუ ჟურნალისტიკაში მაგისტრატურა გავიარო. თბილისში სწავლა რომ დავამთავრე, ისევ ბათუმში დავბრუნდი. მანამდე სულ ვამბობდი, სადაც დაიბადე, იქ უნდა იცხოვრო-მეთქი. ბათუმი ძალიან მიყვარს. თბილისში სასწავლებლად რომ ჩამოვედი, ლამის მთელ ჩემს ფულს ტელეფონის ანგარიშზე ვრიცხავდი და ყველა ჩემს მეგობარს ვურეკავდი. ბათუმში რომ დავბრუნდი, მეგობარმა მირჩია, აჭარის ტელევიზიაში სტაჟირებაზე მივსულიყავი. ჯერ ჟურნალისტად ვმუშაობდი და მერე ეთერში დამსვეს. 21 წლის ვიყავი, პირველად ეკრანზე რომ გამოვჩნდი.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები