სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
The Economists - საქართველოს ისტორიის შემდეგი ფურცელი შესაძლოა, არც სააკაშვილზე იყოს და არც ივანიშვილზე
The Economists - საქართველოს ისტორიის შემდეგი ფურცელი შესაძლოა, არც სააკაშვილზე იყოს და არც ივანიშვილზე

"სა­ა­კაშ­ვი­ლის ბა­ტო­ნო­ბის და­სას­რუ­ლი", - ამ სა­თა­უ­რით აქ­ვეყ­ნებს ბრი­ტა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა The Economists სტა­ტი­ას სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ. რო­გორც სტა­ტი­ის ავ­ტო­რი აღ­ნიშ­ნავს, სა­ქარ­თვე­ლომ ახა­ლი, ნაკ­ლე­ბად გავ­ლე­ნი­ა­ნი პრე­ზი­დენ­ტი აირ­ჩია. მი­სი­ვე თქმით, 27 ოქ­ტომ­ბერს გა­მარ­თუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნიც იყო და საკ­მა­ოდ უინ­ტე­რე­სოც.

"მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იმი­ტომ, რომ არ­ჩევ­ნე­ბით დას­რულ­და მი­მა­ვა­ლი პრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის თით­ქმის ათწ­ლი­ა­ნი მმარ­თვე­ლო­ბა და ქვეყ­ნის საპ­რე­ზი­დენ­ტო სის­ტე­მაც. 2010 წელს სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ წა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო მისი მემ­კვიდ­რის ინა­უ­გუ­რა­ცი­ის შემ­დეგ სა­პარ­ლა­მენ­ტო სის­ტე­მა­ზე გა­და­ვა და ძა­ლა­უფ­ლე­ბა მეტ­წი­ლად პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ხელ­ში იქ­ნე­ბა", - ნათ­ქვა­მია სტა­ტი­ა­ში.

რო­გორც ავ­ტო­რი აღ­ნიშ­ნავს, საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი უინ­ტე­რე­სო იყო, რად­გან პოსტსაბ­ჭო­თა სამ­ყა­რო­ში ეს ის იშ­ვი­ა­თი შემ­თხვე­ვა იყო, როცა ძა­ლა­უფ­ლე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლად გა­და­ბა­რე­ბა მოხ­და. მი­სი­ვე თქმით, არ­ჩევ­ნე­ბი სე­რი­ო­ზუ­ლი დარ­ღვე­ვე­ბი­სა და არე­უ­ლო­ბის გა­რე­შე ჩა­ტარ­და, რო­მელ­შიც ყო­ვე­ლის­შემ­ძლე პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის პრო­ტეჟემ გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა გა­ი­მარ­ჯვა.

"5,3 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რის ქო­ნე­ბის მფლო­ბელ­მა მაგ­ნატ­მა, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ბევ­რი რამ გა­ა­კე­თა ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კის გა­დატ­რი­ა­ლე­ბის­თვის მას შემ­დეგ, რაც 2011 წელს მარ­ტო­ო­ბის ფარ­დას ამო­ფა­რე­ბუ­ლი იქი­დან გა­მო­ვი­და სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­მო­საწ­ვე­ვად", - წერს ავ­ტო­რი.

ავ­ტო­რი ასე­ვე აღ­ნიშ­ნავს, რომ გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის გა­მარ­ჯვე­ბის აღ­ნიშ­ვნი­სას, ივა­ნიშ­ვილ­მა პი­რო­ბა დადო, რომ მო­მა­ვა­ლი წელი დამ­შვი­დე­ბის წელი იქ­ნე­ბა. თუმ­ცა, რო­გორც სტა­ტი­ის ავ­ტო­რი წერს, რთუ­ლი იქ­ნე­ბა ამ და­ნა­პი­რე­ბის შეს­რუ­ლე­ბა.

"ივა­ნიშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნის ერთი წელი ხმა­უ­რი­ა­ნი იყო. ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში სა­ა­კაშ­ვი­ლის რე­ფორ­მის­ტუ­ლი მან­ქა­ნის გა­სა­ნად­გუ­რებ­ლად მო­ვი­და, რო­მელ­მაც ბოლო წლებ­ში მისი შე­უ­პოვ­რო­ბი­სა და ძა­ლის გამო ავ­ტოკ­რა­ტუ­ლო­ბის­კენ იწყო გა­დახ­ვე­ვა", - წერს ავ­ტო­რი.

სტა­ტი­ა­ში ასე­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ შე­საძ­ლოა, ივა­ნიშ­ვილ­მა და მის­მა მო­კავ­ში­რე­ებ­მა შე­ას­რუ­ლეს ეს, მაგ­რამ ამავდრო­უ­ლად თვალს ადევ­ნე­ბენ ეკო­ნო­მი­კის შე­ნე­ლე­ბას, უცხო­უ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის შემ­ცი­რე­ბას და ქსე­ნო­ფო­ბი­უ­რი ორ­თო­დოქ­სუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბე­ბის გავ­ლე­ნის ზრდას. ავ­ტო­რის თქმით, უცხო­ე­ლი დამ­კვირ­ვებ­ლე­ბი სულ უფრო მე­ტად წუ­ხან სა­ა­კაშ­ვილ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრე­ბი­სა და მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის და­კა­ვე­ბე­ბის გამო.

"ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი შე­საძ­ლოა იყო კი­დეც დამ­ნა­შა­ვე, მაგ­რამ შუ­რის­მა­ძი­ებ­ლუ­რი გან­წყო­ბა, რო­მე­ლიც გა­მო­ძი­ე­ბას ახ­ლავს, უფრო "პო­ლი­ტი­კურ რე­ვანშს" ჰგავს, რო­გორც ეს თბი­ლის­ში ვი­ზი­ტი­სას მყოფ­მა ერთ-ერ­თმა ევ­რო­პელ­მა დიპ­ლო­მატ­მა თქვა", - წერს სტა­ტი­ის ავ­ტო­რი.

იგი ასე­ვე აღ­ნიშ­ნავს, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის ახლო მო­მა­ვა­ლი გა­ურ­კვე­ვე­ლია და მი­უ­ხე­და­ვად მისი პრე­ზი­დენ­ტო­ბის და­სას­რუ­ლი­სა, სა­ა­კაშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ სჯე­რა სა­ქარ­თვე­ლოს მო­მავ­ლის.

"იქ­ნე­ბა თუ არა თა­ვად მისი ნა­წი­ლი? ივა­ნიშ­ვილ­მა თქვა, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან წას­ვლის შემ­დეგ, სა­ვა­რა­უ­დოდ, პრო­კუ­რო­რებს მას­თან კი­თხვე­ბი ექ­ნე­ბათ. თუ სა­ა­კაშ­ვი­ლი პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი სა­სა­მარ­თლო დევ­ნის მსხვერ­პლი გახ­დე­ბა ან იძუ­ლე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა სა­ზღვარ­გა­რეთ გა­იქ­ცეს, ეს სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პას­თან ინ­ტეგ­რა­ცი­ა­სა და ამ თვის ბო­ლოს ევ­რო­კავ­შირ­თან თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ვაჭ­რო შე­თან­ხმე­ბის ხელ­მო­წე­რის იმე­დებს ჩაშ­ლის", - წერს ავ­ტო­რი.

სტა­ტი­ა­ში ასე­ვე ნათ­ქვა­მია, რომ ბევ­რი გა­ურ­კვევ­ლო­ბაა თა­ვად ივა­ნიშ­ვი­ლის პი­რა­დი გეგ­მე­ბის გარ­შე­მოც, რო­მე­ლიც აცხა­დებს, რომ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის პოსტს და­ტო­ვებს. ავ­ტო­რი აღ­ნიშ­ნავს, რომ ივა­ნიშ­ვი­ლი იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლია მთავ­რო­ბის კრი­ტი­კით ან შე­საძ­ლოა გრძნობს, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბას­თან" თაფ­ლო­ბის­თვე სრულ­დე­ბა, უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა კი იზ­რდე­ბა.

"სა­ქარ­თვე­ლო ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი, ფუნ­ქცი­ო­ნა­ლუ­რი დე­მოკ­რა­ტი­ის ქვე­ყა­ნაა. მი­უ­ხე­და­ვად მისი ნაკ­ლო­ვა­ნე­ბე­ბი­სა და ქედ­მაღ­ლო­ბი­სა, სა­ა­კაშ­ვი­ლის შე­უძ­ლია ეს თა­ვის მემ­კვიდ­რე­ო­ბად გა­მო­ა­ცხა­დოს. სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის შემ­დეგ ფურ­ცე­ლი შე­საძ­ლოა, არც სა­ა­კაშ­ვილ­ზე იყოს და არც ივა­ნიშ­ვილ­ზე - მათი უზო­მო ეგოს დუ­ე­ლის შემ­დეგ, ეს ცუდი არ იქ­ნე­ბა", - ნათ­ქვა­მია The Economist-ის სტა­ტი­ა­ში.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია The Economist-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

The Economists - საქართველოს ისტორიის შემდეგი ფურცელი შესაძლოა, არც სააკაშვილზე იყოს და არც ივანიშვილზე

The Economists - საქართველოს ისტორიის შემდეგი ფურცელი შესაძლოა, არც სააკაშვილზე იყოს და არც ივანიშვილზე

"სააკაშვილის ბატონობის დასასრული", - ამ სათაურით აქვეყნებს ბრიტანული გამოცემა The Economists სტატიას საქართველოს შესახებ. როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, საქართველომ ახალი, ნაკლებად გავლენიანი პრეზიდენტი აირჩია. მისივე თქმით, 27 ოქტომბერს გამართული საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები მნიშვნელოვანიც იყო და საკმაოდ უინტერესოც.

"მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ არჩევნებით დასრულდა მიმავალი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თითქმის ათწლიანი მმართველობა და ქვეყნის საპრეზიდენტო სისტემაც. 2010 წელს სააკაშვილის მიერ წამოყენებული ცვლილებებით, საქართველო მისი მემკვიდრის ინაუგურაციის შემდეგ საპარლამენტო სისტემაზე გადავა და ძალაუფლება მეტწილად პრემიერ-მინისტრის ხელში იქნება", - ნათქვამია სტატიაში.

როგორც ავტორი აღნიშნავს, საპრეზიდენტო არჩევნები უინტერესო იყო, რადგან პოსტსაბჭოთა სამყაროში ეს ის იშვიათი შემთხვევა იყო, როცა ძალაუფლების ორგანიზებულად გადაბარება მოხდა. მისივე თქმით, არჩევნები სერიოზული დარღვევებისა და არეულობის გარეშე ჩატარდა, რომელშიც ყოველისშემძლე პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის პროტეჟემ გიორგი მარგველაშვილმა გაიმარჯვა.

"5,3 მილიარდი დოლარის ქონების მფლობელმა მაგნატმა, ბიძინა ივანიშვილმა ბევრი რამ გააკეთა ქართული პოლიტიკის გადატრიალებისთვის მას შემდეგ, რაც 2011 წელს მარტოობის ფარდას ამოფარებული იქიდან გამოვიდა სააკაშვილის გამოსაწვევად", - წერს ავტორი.

ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ გიორგი მარგველაშვილის გამარჯვების აღნიშვნისას, ივანიშვილმა პირობა დადო, რომ მომავალი წელი დამშვიდების წელი იქნება. თუმცა, როგორც სტატიის ავტორი წერს, რთული იქნება ამ დანაპირების შესრულება.

"ივანიშვილის ხელისუფლებაში ყოფნის ერთი წელი ხმაურიანი იყო. ის ხელისუფლებაში სააკაშვილის რეფორმისტული მანქანის გასანადგურებლად მოვიდა, რომელმაც ბოლო წლებში მისი შეუპოვრობისა და ძალის გამო ავტოკრატულობისკენ იწყო გადახვევა", - წერს ავტორი.

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ შესაძლოა, ივანიშვილმა და მისმა მოკავშირეებმა შეასრულეს ეს, მაგრამ ამავდროულად თვალს ადევნებენ ეკონომიკის შენელებას, უცხოური ინვესტიციების შემცირებას და ქსენოფობიური ორთოდოქსული დაჯგუფებების გავლენის ზრდას. ავტორის თქმით, უცხოელი დამკვირვებლები სულ უფრო მეტად წუხან სააკაშვილთან დაახლოებული ყოფილი მინისტრებისა და მაღალჩინოსნების დაკავებების გამო.

"ზოგიერთი მათგანი შესაძლოა იყო კიდეც დამნაშავე, მაგრამ შურისმაძიებლური განწყობა, რომელიც გამოძიებას ახლავს, უფრო "პოლიტიკურ რევანშს" ჰგავს, როგორც ეს თბილისში ვიზიტისას მყოფმა ერთ-ერთმა ევროპელმა დიპლომატმა თქვა", - წერს სტატიის ავტორი.

იგი ასევე აღნიშნავს, რომ სააკაშვილის ახლო მომავალი გაურკვეველია და მიუხედავად მისი პრეზიდენტობის დასასრულისა, სააკაშვილი აცხადებს, რომ სჯერა საქართველოს მომავლის.

"იქნება თუ არა თავად მისი ნაწილი? ივანიშვილმა თქვა, რომ სააკაშვილის ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ, სავარაუდოდ, პროკურორებს მასთან კითხვები ექნებათ. თუ სააკაშვილი პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლო დევნის მსხვერპლი გახდება ან იძულებული იქნება საზღვარგარეთ გაიქცეს, ეს საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციასა და ამ თვის ბოლოს ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების ხელმოწერის იმედებს ჩაშლის", - წერს ავტორი.

სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ ბევრი გაურკვევლობაა თავად ივანიშვილის პირადი გეგმების გარშემოც, რომელიც აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტს დატოვებს. ავტორი აღნიშნავს, რომ ივანიშვილი იმედგაცრუებულია მთავრობის კრიტიკით ან შესაძლოა გრძნობს, რომ "ქართული ოცნებასთან" თაფლობისთვე სრულდება, უკმაყოფილება კი იზრდება.

"საქართველო ჩამოყალიბებული, ფუნქციონალური დემოკრატიის ქვეყანაა. მიუხედავად მისი ნაკლოვანებებისა და ქედმაღლობისა, სააკაშვილის შეუძლია ეს თავის მემკვიდრეობად გამოაცხადოს. საქართველოს ისტორიის შემდეგ ფურცელი შესაძლოა,  არც სააკაშვილზე იყოს და არც ივანიშვილზე - მათი უზომო ეგოს დუელის შემდეგ, ეს ცუდი არ იქნება", - ნათქვამია The Economist-ის სტატიაში.

მომზადებულია The Economist-ის მიხედვით.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა