სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის თანაშემწე, ლალი მოროშკინა და საფრანგეთში მცხოვრები ჩვენი კოლეგა, გიორგი ფოფხაძე ქართულ მედიას მოუწოდებენ, აღარ მიიწვიონ სტუდიებში ის ადამიანები, რომლებიც 9 წლის განმავლობაში რეჟიმის "მჩხავანა პაიკები" იყვნენ, რადგან მათი ადგილი დიდი ხანია იქ არის, სადაც მათ ხალხმა მიუჩინა ადგილი - სანაგვეზე!
ლალი მოროშკინა: "ისინი ვერ შედიან რესტორნებში, მაღაზიებში, ვერ აკითხავენ შვილებსა და შვილიშვილებს სკოლებში, უბრალოდ, ვერ სეირნობენ ქუჩებში... თქვენ "ნაცხროვის" მეხოტბეების აზრს ყოველ საღამოს თავს ახვევთ საზოგადოებას! უარი თქვით რეჟიმის ზომბების "გათეთრებაზე", ხომ ხედავთ, რომ ღირსეული ადამიანები მათთან პოლემიკაში არ შედიან, და შესაბამისად, ისინი "ჭამენ" მთელ საეთერო დროს?! მათი პრეზიდენტი ბოლო ერთი წლის განმავლობაში იწყალებს პედოფილებს, მკვლელებს, ყაჩაღებს, რომლებიც თავიანთ დროს ელიან, რათა "დაუფასონ" ღვაწლი დამკვეთს!"
ლალი მოროშკინა სვამს კითხვებს: რატომ არ ახსოვდა მიხეილ სააკაშვილს ჰუმანური აქტის არსებობა მთელი 9 წელი? რატომ აუპატიურებდნენ მასობრივად არასრულწლოვნებს? რატომ ჰყავდა გამოკეტილი 2000-ზე მეტი ქალი ციხეში? რატომ "დაუტკბა" დღეს მავანთ?! ამ თემაზე "ალიას" თავად ლალი მოროშკინა ესაუბრება:
- ლალი, მოდი, დავიწყოთ იქიდან, რომ სააკაშვილი და უგულავა საეჭვო ვითარებაში გაუჩინარდნენ... ფაოქტობრივად, საქართველოდან გაიპარნენ.
- ფაქტია, ჩვენ 17 ნოემბრამდე კიდევ გველის სიურპრიზები სააკაშვილისგან. ამ ორმა ადამიანმა კარგად იცის, რომ მათ სასამართლო პროცესები ელოდებათ და ახლა ეძებენ გამოსავალს. ამჟამად ისინი იმ ლობისტურ ჯგუფებთან მუშაობენ, რომლებიც წლების განმავლობაში მათი "გათეთრებით" იყვნენ დაკავებულები. თუ აკვირდებით, ბოლო დროს ამერიკულ და ევროპულ პრესაში გამოჩნდა ლობისტების მიერ დაწერილი სტატიები და არა ჟრუნალისტების დაწერილი. ეს არის ნაყიდი გვერდები.
- სააკაშვილი ციხეებიდან უშვებს საშიშ დამნაშავეებს, ამნისტია ისეთებსაც შეეხოთ, რომლებიც არავის გაუსამართლებია და გარეთ არიან.
- ეს არის სააკაშვილის "მრევლი"... სხვათა შორის, მას ახლა აქვს სასტარტო პოზიცია, ანუ ქვეყანაში მეორე მოთამაშის როლი. ახლა არსებობს ძალიან დიდი საშიშროება, სააკაშვილს აქვს უნარი იმისა, რომ რაღაც-რაღაცები თავად გადაფაროს, აქედან გამომდინარე, მას კიდევ ერთხელ მიეცემა განვითარების საშუალება. აი, სწორედ ამას ვამბობ, ამას მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს, მათ არ უნდა მისცენ "ნაციონალურ" ხროვას ამის საშუალება.
- ლალი, აქ ვაწყდებით ერთ პრობლემას, ამის შემდეგ ჩვენი დასავლეთელი მეგობრები აყაყანდებიან, რომ "ნაცმოძრაობას" ეკრძალება ტელევიზიით გამოჩენა.
- მე ვლაპარაკობ იმ ავადმყოფებზე, რომლებიც ყოველდღე სხედან ეთერში. ყოველ საღამოს მიდის დაპირისპირება და ასე ჩვენ ისევ ჩიხამდე მივალთ. აი, ეს არის მთელი ფილოსოფია. სააკაშვილი ამორალურად იქცევა... მისი მომხრეები იმიტომ სხედან ყოველდღე სტუდიებში, რომ უამრავი ფონდი არსებობდა, უამრავი თანხა იხარჯებოდა და იქიდან ხელს ითბობდნენ.
- ანუ სააკაშვილი შეძლებს ციხიდან გამოშვებულების გამოყენებას?
- მას ეს ადამიანები გამოყენებული ჰყავს უკვე. სააკაშვილს ჰყავს საქართველოში "ესეს"-ის არმია ახალი ხელისუფლების წინააღმდეგ. 17 ნოემბრის შემდეგ დაიწყება მუდმივი რყევები და დესტრუქციული ქმედებები. რასაც გადაწყვეტენ პრემიერი, პრეზიდენტი თუ პარლამენტის თავმჯდომარე, ეს ყველაფერი იქნება გაშარჟებული, შავად გაპიარებული და ჩვენ მივიღებთ ტალახის ზელვას.
- რა უნდა ქნას ახალმა ხელისუფლებამ, სასწრაფო წესით ხელახლა უნდა დაიჭიროს ეს ხალხი?
- დასაჭერი უნდა დაიჭირონ, დასასჯელი უნდა დასაჯონ და საჭიროა უფრო მეტი სიმკაცრე. წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანას ჩაითრევენ ძალიან ცუდ პროცესებში, ეს ყველაფერი დამთავრდება სამოქალაქო დაპირისპირებით. დაუკვირდით, ახლა მიდის მორალური ზეწოლა მარგველაშვილზე, აქტიურად ეხსმიან თავს მისი მეგობარი ქალის გამო. იმის გამო, რომ მე მაკა ჩიჩუას გამოვესარჩლე, "ფეისბუკში" დადეს ჩემი შიშველი ფოტო. ამაზე სპეციალური ჯგუფები მუშაობენ და ეს არის ამაზრზენი.
გელა ზედელაშვილი