სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
პრეზიდენტმა ქართული წარმოშობის მოსახლეობის აღწერისთვის 90 ათას ლარზე მეტი გადარიცხა
პრეზიდენტმა ქართული წარმოშობის მოსახლეობის აღწერისთვის 90 ათას ლარზე მეტი გადარიცხა

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა, სა­რე­ზერ­ვო ფონ­დი­დან თურ­ქეთ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის მო­სახ­ლე­ო­ბის რა­ო­დე­ნო­ბის შე­სა­ხებ სტა­ტის­ტი­კუ­რი კვლე­ვე­ბის ჩა­სა­ტა­რებ­ლად 90,659.1 ლარი გა­მო­ყო. ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ე­ტის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად სა­ჭი­რო ხარ­ჯე­ბის­თვის თან­ხა, არა­სა­მე­წარ­მეო იუ­რი­დი­ულ პირს - "ახალ­გაზ­რდუ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვა მო­მა­ვა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის" მიმ­დი­ნა­რე წლის 27 ივ­ნისს გა­და­უ­რი­ცხა.

ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რის ლაშა ადა­მი­ას თქმით, პრო­ექ­ტი თურ­ქეთ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის, სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი ყო­ფი­სა და შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­პო­ვე­ბას ისა­ხავს მიზ­ნად. მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, სა­ა­კაშ­ვილს თურ­ქე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­ნი­ჭე­ბი­სას ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ მი­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით არ უხელ­მძღვა­ნე­ლია.

"პრო­ექ­ტი ქარ­თულ რე­ა­ლო­ბა­ში შე­იძ­ლე­ბა საკ­მა­ოდ მა­ღალ ბი­უ­ჯე­ტი­ა­ნია, მაგ­რამ თურ­ქე­თის­თვის ჩათ­ვა­ლეთ რომ არის მი­ზე­რი. ჩვენ დაგ­ვეხ­მარ­ნენ ეთ­ნი­კუ­რად ქარ­თვე­ლე­ბი და რომ არა მათი პი­რა­დი ფი­ნან­სე­ბი, შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და ამ თან­ხით პრო­ექ­ტის ნა­ხევ­რის შეს­რუ­ლებც კი. რაც შე­ე­ხე­ბა მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­ნი­ჭე­ბას, ვე­რა­ნა­ი­რად ვერ წა­მო­ად­გენს ჩემს მიერ მი­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მი­ნი­ჭე­ბის სა­ფუძ­ველს. იქა­ურ მო­ქა­ლა­ქეს 1000 დო­ლა­რამ­დე მა­ინც სჭირ­დე­ბა, მო­ნა­ცე­მი რომ შეკ­რას და და­ამ­ზა­დოს სა­ბუ­თი, რაც თურ­ქუ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით არის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი. ჩვე­ნი მო­ნა­ცე­მე­ბით მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­ცე­მა, ფაქ­ტობ­რი­ვად ალო­გი­კუ­რია. გარ­და ამი­სა, პრე­ზი­დენ­ტმა რო­გორც ვიცი, 1000 ადა­მი­ანს მის­ცა მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა, ჩვენ კი 10-ჯერ უფრო მეტი მო­ნა­ცე­მი გვაქვს. ჩემი აზ­რით, ეს არის დამ­თხვე­ვა", - გა­ნა­ცხა­და ლაშა ადა­მი­ამ.

იხი­ლეთ ვრცლად

livepress.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

პრეზიდენტმა ქართული წარმოშობის მოსახლეობის აღწერისთვის 90 ათას ლარზე მეტი გადარიცხა

პრეზიდენტმა ქართული წარმოშობის მოსახლეობის აღწერისთვის 90 ათას ლარზე მეტი გადარიცხა

საქართველოს პრეზიდენტმა, სარეზერვო ფონდიდან თურქეთში მცხოვრები ქართული წარმოშობის მოსახლეობის რაოდენობის შესახებ სტატისტიკური კვლევების ჩასატარებლად 90,659.1 ლარი გამოყო. ფინანსთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნული პროეტის განსახორციელებლად საჭირო ხარჯებისთვის თანხა, არასამეწარმეო იურიდიულ პირს - "ახალგაზრდული ინიციატივა მომავალი საქართველოსთვის" მიმდინარე წლის 27 ივნისს გადაურიცხა.

ორგანიზაციის თავმჯდომარის ლაშა ადამიას თქმით, პროექტი თურქეთში მცხოვრები ქართველების რაოდენობის, სოციალურ-ეკონომიკური ყოფისა და შეხედულებების შესახებ ინფორმაციის მოპოვებას ისახავს მიზნად. მისივე განმარტებით, სააკაშვილს თურქეთის მოქალაქეებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებისას ორგანიზაციის მიერ მიწოდებული ინფორმაციით არ უხელმძღვანელია.

"პროექტი ქართულ რეალობაში შეიძლება საკმაოდ მაღალ ბიუჯეტიანია, მაგრამ თურქეთისთვის ჩათვალეთ რომ არის მიზერი. ჩვენ დაგვეხმარნენ ეთნიკურად ქართველები და რომ არა მათი პირადი ფინანსები, შეუძლებელი იქნებოდა ამ თანხით პროექტის ნახევრის შესრულებც კი. რაც შეეხება მოქალაქეობის მინიჭებას, ვერანაირად ვერ წამოადგენს ჩემს მიერ მიწოდებული ინფორმაცია მოქალაქეების მინიჭების საფუძველს. იქაურ მოქალაქეს 1000 დოლარამდე მაინც სჭირდება, მონაცემი რომ შეკრას და დაამზადოს საბუთი, რაც თურქული კანონმდებლობით არის გათვალისწინებული. ჩვენი მონაცემებით მოქალაქეობის მიცემა, ფაქტობრივად ალოგიკურია. გარდა ამისა, პრეზიდენტმა როგორც ვიცი, 1000 ადამიანს მისცა მოქალაქეობა, ჩვენ კი 10-ჯერ უფრო მეტი მონაცემი გვაქვს. ჩემი აზრით, ეს არის დამთხვევა", - განაცხადა ლაშა ადამიამ.

იხილეთ ვრცლად

livepress.ge

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა