ირაკლი ღარიბაშვილმა პოლიციის თანამშრომლებს ახალი ბინები გადასცა

ირაკლი ღარიბაშვილმა პოლიციის თანამშრომლებს ახალი ბინები გადასცა

ბათუმის საქალაქო სამმართველოს მეორე განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებელ მამუკა კობახიძეს, 21 სექტემბერს სახლი დაეწვა, ცეცხლმოკიდებული სახლიდან პოლიციელმა მხოლოდ ტაბელური იარაღის და შსს-ს თანამშრომლის მოწმობა გამოიტანა. კობახიძე მეუღლესა და სამ შვილთან ერთად უსახლკაროდ დარჩა. "ალიასთვის" ცნობილი გახდა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, როგორც კი ეს ამბავი შეიტყო, პოლიციის თანამშრომელს ბათუმში, გამსახურდიას ქუჩაზე ორი დღის წინ ახალი ბინა გადასცა.

ასევე, ბინა გადასცა 12 ოქტომბერს, სამეგრელოს სოფელ ხორგაში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ შს თანამშრომლის, დავით დემურიას ოჯახს თბილისში, კერძოდ, ვაზისუბანში. გარდაცვლილი პოლიციელის შვილის, 8 წლის ნიკოლოზის სპორტულ აკადემიაში სწავლას ამიერიდან სამინისტრო დააფინანსებს. დავით დემურიას ქვრივი კი შსს-ს სისტემაში დასაქმდება. ასე რომ, წინა და ახალ ხელისუფლებას შორის განსხვავება ძალიან დიდია.

გაზეთი "ალია"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია