ბრიტანული საზღვაო ფლოტი სომალელ მეკობრეებს ბრიტნი სპირსის სიმღერებით აფრთხობს.
როგორც ბრიტანელი ოფიცრები ამბობენ, სომალელ მეკობრეებს ყველაზე მეტად ბრიტნის სიმღერები: "Oop! I Did It Again" და "Baby One More Time" აღიზიანებთ.
"უსაფრთხოების გუნდმა მისი სიმღერები იმიტომ შეარჩია, რომ მეკობრეებს ყველაზე მეტად დასავლური კულტურა, ან მუსიკა აღიზიანებთ. სწორედ ამ კულტურას ასახავს კარგად ბრიტნის სიმღერები. როგორც კი მეკობრეებს მისი სიმღერა ესმით, ტერიტორიიდან გაღიზიანებულები გარბიან", - განაცხადა ოფიცერმა რეიჩელ ოუენსმა.
მომზადებულია theguardian.com-ის მიხედვით.