სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
იაპონიის მაღაზიაში ანდროიდი-გამყიდველი მუშაობს
იაპონიის მაღაზიაში ანდროიდი-გამყიდველი მუშაობს

ია­პო­ნი­ის ქა­ლაქ ოსა­კას უნი­ვერ­მაღ "ტა­კა­სი­მა­ი­ას" ქა­ლის ტრი­კო­ტა­ჟის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში ან­დრო­იდ­მა გო­გო­ნა მი­ნა­მიმ და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა. იგი ცო­ცხალ ადა­მი­ანს სა­ოც­რად ჰგავს, გა­მარ­თუ­ლად ლა­პა­რა­კობს, მოხ­დე­ნი­ლი ჟეს­ტი­კუ­ლა­ცია აქვს და მი­მი­კას კარ­გად ფლობს.

მი­ნა­მი 160 სმ სი­მაღ­ლის 25-26 წლის ჩვე­უ­ლებ­რივ ია­პო­ნელ გო­გო­ნას ჰგავს. ან­დრო­ი­დი იქვე გან­თავ­სე­ბუ­ლი სენ­სო­რუ­ლი და­ფის ბრძა­ნე­ბებს ემორ­ჩი­ლე­ბა. მას შე­უძ­ლია ქა­ლის ზე­და­ტა­ნე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლო­ბა­ზე ღი­მი­ლით ისა­უბ­როს და ინი­ცი­ა­ტი­ვაც გა­მო­ი­ჩი­ნოს, პო­ტენ­ცი­ურ მყიდ­ვე­ლებს ამა თუ იმ ფე­რის სა­ქო­ნე­ლი შეს­თა­ვა­ზოს. მი­ნა­მი პრო­ფე­სორ ჰი­რო­სი ისი­გუ­როს ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით ოსა­კას უნი­ვერ­სი­ტე­ტის სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა შე­ი­მუ­შა­ვეს. მათი მი­ზა­ნი არა მხო­ლოდ შე­და­რე­ბით სრულ­ყო­ფი­ლი, მრა­ვალ­ფუნ­ქცი­უ­რი რო­ბო­ტე­ბის შექ­მნა, არა­მედ სო­ცი­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბაა, რომ­ლის მი­ზა­ნია გა­არ­კვი­ოს, რა რე­ქა­ცია აქვთ ადა­მი­ა­ნებს ან­დრო­ი­დე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში.

მი­ნა­მი უნი­ვერ­მაღ "ტა­კა­სი­მა­ი­ა­ში" ადრე ორ­ჯერ გა­მოჩ­ნდა - მაგ­რამ სტუმ­რის როლ­ში, რო­მე­ლიც მყიდ­ვე­ლებს ეკონ­ტაქ­ტე­ბო­და. სუფ­თა სა­რეკ­ლა­მო ფუნ­ქცი­ის გარ­და, მეც­ნი­ე­რე­ბი არ­კვე­ვენ, რამ­დე­ნად მარ­ტი­ვი იქ­ნე­ბა ადა­მი­ა­ნის­თვის ხე­ლოვ­ნურ გამ­ყიდ­ვე­ლებ­თან ჰქონ­დეთ საქ­მე. მა­ღა­ზი­ა­ში ან­დრო­ი­დი გო­გო­ნა 12 ნო­ემ­ბრამ­დე იმუ­შა­ვებს. მი­ნა­მი იმ რა­ი­ონს ჰქვია, რო­მელ­შიც უნი­ვერ­მა­ღი მდე­ბა­რე­ობს და ამავდრო­უ­ლად ია­პო­ნი­ა­ში ქა­ლის საკ­მა­ოდ პო­პუ­ლა­რუ­ლი სა­ხე­ლია.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია ИТАР-ТАСС-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

იაპონიის მაღაზიაში ანდროიდი-გამყიდველი მუშაობს

იაპონიის მაღაზიაში ანდროიდი-გამყიდველი მუშაობს

იაპონიის ქალაქ ოსაკას უნივერმაღ "ტაკასიმაიას" ქალის ტრიკოტაჟის განყოფილებაში ანდროიდმა გოგონა მინამიმ დაიწყო მუშაობა. იგი ცოცხალ ადამიანს საოცრად ჰგავს, გამართულად ლაპარაკობს, მოხდენილი ჟესტიკულაცია აქვს და მიმიკას კარგად ფლობს.

მინამი 160 სმ სიმაღლის 25-26 წლის ჩვეულებრივ იაპონელ გოგონას ჰგავს. ანდროიდი იქვე განთავსებული სენსორული დაფის ბრძანებებს ემორჩილება. მას შეუძლია ქალის ზედატანების განსაკუთრებულობაზე ღიმილით ისაუბროს და ინიციატივაც გამოიჩინოს, პოტენციურ მყიდველებს ამა თუ იმ ფერის საქონელი შესთავაზოს. მინამი პროფესორ ჰიროსი ისიგუროს ხელმძღვანელობით ოსაკას უნივერსიტეტის სპეციალისტებმა შეიმუშავეს. მათი მიზანი არა მხოლოდ შედარებით სრულყოფილი, მრავალფუნქციური რობოტების შექმნა, არამედ სოციოლოგიური კვლევის ჩატარებაა, რომლის მიზანია გაარკვიოს, რა რექაცია აქვთ ადამიანებს ანდროიდების გარემოცვაში.

მინამი უნივერმაღ "ტაკასიმაიაში" ადრე ორჯერ გამოჩნდა - მაგრამ სტუმრის როლში, რომელიც მყიდველებს ეკონტაქტებოდა. სუფთა სარეკლამო ფუნქციის გარდა, მეცნიერები არკვევენ, რამდენად მარტივი იქნება ადამიანისთვის ხელოვნურ გამყიდველებთან ჰქონდეთ საქმე. მაღაზიაში ანდროიდი გოგონა 12 ნოემბრამდე იმუშავებს. მინამი იმ რაიონს ჰქვია, რომელშიც უნივერმაღი მდებარეობს და ამავდროულად იაპონიაში ქალის საკმაოდ პოპულარული სახელია.

მომზადებულია ИТАР-ТАСС-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს