სადაზღვევო კომპანია "კამარა" მომხმარებელს ექსკლუზიურ მომსახურებას ჰპირდება

სადაზღვევო კომპანია "კამარა" მომხმარებელს ექსკლუზიურ მომსახურებას ჰპირდება

სადაზღვევო ბაზრის ახალი მოთამაშე კომპანია "კამარა" მომხმარებელს ექსკლუზიურ მომსახურებას ჰპირდება. არსებული ინფორმაციით, კომპანია არასასიცოცხლო დაზღვევის სფეროში განახორციელებს საქმიანობას და ტვირთების დაზღვევაზე იქნება ორიენტირებული.

"ტვირთების დაზღვევა ჩვენი უპირატესობა იქნება, ამ მიმართულებით კამარას კონკურენტი არ ჰყავს", - აცხადებენ სადაზღვევო კომპანიაში.

"კამარა" თურქული ინვესტიციითაა შექმნილი. საწესდებო კაპიტალი ერთი მილიონი ლარია. საწესდებო კაპიტალის 50% ფაზილ ალიევს ეკუთვნის, რომელიც საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი და 2007 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატია. სადაზღვევო კომპანიის დარჩენილ 50%-ს თურქეთის მოქალაქეები ფლობენ. კომპანიამ მუშაობის ლიცენზია უკვე მიიღო და პირველ ოფისს თბილისში, საბურთალოზე გახსნის.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

საკონდიტრო კომპანია "აზატოს" ქსელი გაფართოვდა

სვანეთში ახალი პრემიუმ კლასის სასტუმრო გაიხსნება

"საქართველოს ბანკმა" ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ბანკის სერვისცენტრების სამუშაო განრიგი გამოაცხადა