"ოცნების" მხარდამჭერი რეგიონულ კოორდინატორს მუქარაში ადანაშაულებს

"ოცნების" მხარდამჭერი რეგიონულ კოორდინატორს მუქარაში ადანაშაულებს

"ქართული ოცნების" მხარდამჭერი და სენაკში არასამთავრობო ორგანიზაცია "ქალები მშვიდობისათვის" წარმომადგენელი ინგა ქარდავა აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" სამეგრელო-ზემო სვანეთის კოორდინატორი ხვიჩა ჯიშკარიანი ტელეფონით დაუკავშირდა და დაემუქრა.

"ჯიშკარიანი არაერთხელ ვამხილე, ის "ნაციონალებთან" შეკრულია. ამის ხმამაღლა თქმის გამო წუხელ დამირეკა და დამემუქრა, ნახე რა მოგივიდესო. ეს ზარები ჩემს ტელეფონზე ხშირად ხორციელდება. ამიტომაც მიმართვას გავუგზავნი შინაგან საქმეთა მინისტრს", - აღნიშნა ქარდავამ.

პრესკონფერენცია ქარდავასთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციის თავმჯდომარემ ლალი ანთიამაც გამართა, რომელმაც ჯიშკარიანთან ერთად "ოცნებაში" ჩანერგილი, "ქართული ოცნების" ზუგდიდის ორგანიზაციის უფროსს ლაშა გოგიასაც უწოდა. "ლაშა გოგია "ოცნებაში" "ნაციონალებმა" შემოაგზავნეს და არჩევნებზეც ზუგდიდში შესაბამისი შედეგი დაიდო. გოგიას შტაბის წევრები, კონკრეტულად კი 5 სოფლის კოორდინატორი 500 ლარად გაიყიდა და ნაციონალებისთვის მუშაობდნენ", - აცხადებს ანთია.

იხილეთ ვრცლად

livepress.ge

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა