სხვისი ცოლის ყურების გამო მამაკაცი სასიკვდილოდ სცემა

სხვისი ცოლის ყურების გამო მამაკაცი სასიკვდილოდ სცემა

ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციები საუდის არაბეთში მომხდარ ინციდენტს იძიებენ. იმის გამო, რომ მამაკაცი სხვის ცოლს დაჟინებით უცქერდა, ქალის ქმარმა მას საკუთარი ქამრით სასტიკად სცემა.

პრესისთვის ინციდენტში მონაწილეთა ვინაობა არ ვრცელდება. არაბული ტელეარხის Al Arabiya-ს ინფორმაციით, ქმარმა მამაკაცს შარიათის მკაცრი კანონების დარღვევის გამო სცემა.

ინციდენტს ადამიანის უფლებათა დამცველი ეროვნული საზოგადოება იძიებს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დამნაშავე მკაცრად დაისჯება.

მომზადებულია Al Arabiya-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს