გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ მსახიობი ორლანდო ბლუმი თავის მეუღლეს, მოდელ მირანდა ქერის დაშორდა. დასავლურ პრესაში წერენ, რომ ორლანდომ მირანდას შემცვლელი იპოვა. ის შავკანიანი მსახიობი კონდოლა რაშადია. კონდოლა და ორლანდო მუზიკლში "რომეო და ჯულიეტა" თამაშობენ.
გავრცელებული ინფორმაცია თავად რაშადმა დაადასტურა. "მაყურებელი ხშირად ტაშს გვიკრავს, როცა ერთმანეთს ვკოცნით. პირველივე შეხვედრიდან ვიგრძენით განსაკუთრებული კავშირი, ერთად თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობთ",- აღნიშნა კონდოლამ ერთ-ერთ ინტერვიუში.
მომზადებულია paparazzi.ru-ს მიხედვით.