თუშეთში საპრეზიდენტო არჩევნები არ ჩატარდა

თუშეთში საპრეზიდენტო არჩევნები არ ჩატარდა

თუშებმა არჩევანის დაფიქსირება უგზოობის გამო ვერ შეძლეს. ხოლო გამოსაზამთრებლად ბარში ჩასულმა მოსახლეობამ, ქვემო ალვანში სპეციალურად გახსნილ მე-14, თუშეთის საარჩევნო უბანზე მისცეს ხმა.

ახმეტის მე-18 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მინდია იუკურიძის განცხადებით, თუშეთში სულ 108 ამომრჩეველია რეგისტრირებული და მათი ნაწილი საქართველოში არ იმყოფება. "თუშეთში არჩევვნები არ ჩატარდა, რადგან იქ გადასატანი ყუთი რომ გაგვეგზავნა, საღამოს 7 საათამდე უბანზე დაბრუნებას ვერ მოასწრებდა. გასულ წელს, ყუთი გავგზავნეთ თუშეთში, რადგან მაშინ არჩევნები 1 ოქტომბერს იყო და ამინდები არ იყო გაუარესებული", - განაცხადა მინდია იუკურიძემ.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა