ქართველ ხალხს შეუძლია იამაყოს - ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია

ქართველ ხალხს შეუძლია იამაყოს - ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია

ქართველ ხალხს შეუძლია იამაყოს იმ დემოკრატიული ნაბიჯით, რომელიც უკვე გადაიდგა, - ამის შესახებ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა ილკა კანერვამ განაცხადა.

მისი თქმით, გუშინდელი არჩევნებით საქართველო ამთავრებს საარჩევნო ციკლის ჩატარებას და ქართველ ხალხს ამ ნაბიჯით შეუძლია რომ იამაყოს. ამასთან, მან მოუწოდა ქვეყანას და ყველა პოლიტიკურ, თუ სამოქალაქო გაერთიანებას, რომ გამოიყენონ ეს მნიშვნელოვანი პროგრესი და განაგრძონ წინსვლა წარსულში ძიების გარეშე.

როგორც საერთაშორისო დამკვირვებლები აცხადებენ, სამართლებრივი ჩარჩო არის ყოვლისმომცველი და უზრუნველყოფს დემოკრატიული არჩევნების ჩატარების სამართლებრივ საფუძველს.

მათივე განცხადებით, ეუთოს რეკომენდაციების უმეტესობა გათვალისწინებულია საქართველოს მიერ, თუმცა საარჩევნო კოდექსის რამდენიმე მოთხოვნა მაინც ბუნდოვანი რჩება და არ არის გამოყენებული თანმიმდევრულად.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა