საპრეზიდენტო კანდიდატი, რომელმაც საკუთარ თავსაც არ მისცა ხმა

საპრეზიდენტო კანდიდატი, რომელმაც საკუთარ თავსაც არ მისცა ხმა

მაშინ, როდესაც გიორგი მარგველაშვილი მმართველ გუნდთან და მხარდამჭერებთან ერთად არჩევნების წინასაწარ შედეგებს "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან ზეიმობდა, პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ-გელა სალუაშვილი გადაცემა "სპექტრში" განიხილავდა არჩევნების შედეგებს. მისი სატელევიზიო გამოსვლიდან ჩვენი ყურადღება იმ ფრაზამ მიიპყრო, სადაც სალუაშვილი ამბობს, რომ არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია, რადგან საკუთარ თავს ვერ მისცემდა ხმას.

მართალია, მიხეილ-გელა სალუაშვილი ელექტორატში დიდი პოპულარობით არ სარგებლობს, თუმცა "ვარსკვლავია" სოციალურ ქსელებში. "ფეისბუქზე" მისმა "მხარდამჭერებმა" არჩევნების წინასწარი შედეგების გამოქვეყნებისთანავე შექმნეს გვერდი, სახელწოდებით "მიხეილ-გელა სალუაშვილის ამომრჩევლების აქცია", რომლის კომენტარებშიც წერია:

"ბატონო გელა, ჩემო სეხნიავ და საქართველოს ერთადერთო მხსნელო, გაგიყალბეს არჩევნები, გაგიყალბეს თორემ, დარწმუნებული ვარ ხმების 98% სწორედ თქვენ გერგოთ. მამულიშვილნო, ქრისტესმიერო დანო და ძმანნო, წინაპართა სისხლი ზეცას შესჩუხჩუხებს და დაუმორჩილებლობისკენ მოგვიწოდებს.

ყველანი ქუჩაში!!!"

ასევე იხილეთ: პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ-გელა სალუაშვილი "ნიჭიერში" დაიწუნეს

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს