სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ახალი პრეზიდენტი ფიცს 17 ნოემბერს დადებს
ახალი პრეზიდენტი ფიცს 17 ნოემბერს დადებს

სა­ქარ­თვე­ლოს ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტი ფიცს 17 ნო­ემ­ბერს და­დებს. სწო­რედ ამ დღი­დან შე­ეძ­ლე­ბა პრე­ზი­დენტს კონ­სტი­ტუ­ცი­ით მი­ნი­ჭე­ბუ­ლი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. ახა­ლარ­ჩე­უ­ლი პრე­ზი­დენ­ტის მიერ ფი­ცის და­დე­ბის­თა­ნა­ვე , მოქ­მედ პრე­ზი­დენტს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა შე­უ­წყდე­ბა.

ინა­უ­გუ­რა­ცი­ის სა­ხე­ლით ცნო­ბილ ცე­რე­მო­ნი­ალ­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კი­თხებს კონ­სტი­ტუ­ცია და მას­თან ერ­თად, "სა­ქარ­თვე­ლო­ში საპ­რო­ტო­კო­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბა­თა მო­წყო­ბის წე­სის შე­სა­ხებ" პრე­ზი­დენ­ტის ბრძა­ნე­ბუ­ლე­ბა გან­სა­ზღვრავს.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ბრძა­ნე­ბუ­ლე­ბა 2001 წელს არის მი­ღე­ბუ­ლი. ბოლო ცვლი­ლე­ბე­ბა მას­ში 2003 წელს შე­ვი­და და, რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" მმარ­თველ გუნდში გა­ნუ­ცხა­დეს, პრე­ზი­დენ­ტის ფი­ცის და­დე­ბის ცე­რე­მო­ნი­ა­ლი სწო­რედ აღ­ნიშ­ნუ­ლი დო­კუ­მენ­ტით დად­გე­ნი­ლი წე­სე­ბის მი­ხედ­ვით გა­ი­მარ­თე­ბა.

კონ­სტი­ტუ­ცი­ის თა­ნახ­მად, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ინა­უ­გუ­რა­ცია არ­ჩე­ვის დღი­დან მე­სა­მე კვი­რა დღეს უნდა გა­ი­მარ­თოს.

ინა­უ­გუ­რა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით პრე­ზი­დენ­ტის ბრძა­ნე­ბუ­ლე­ბა­ში წე­რია, რომ ინა­უ­გუ­რა­ცი­ის დღეს პრე­ზი­დენ­ტი მთაწ­მინ­დის მწე­რალ­თა და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­თა პან­თე­ონ­ში გვირ­გვი­ნით ამ­კობს ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის საფ­ლავს. შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი და თან­მხლე­ბი პი­რე­ბი პან­თე­ონს შე­მო­ივ­ლი­ან.

რაც შე­ე­ხე­ბა პრე­ზი­დენ­ტის ფი­ცის და­დე­ბის ცე­რე­მო­ნი­ას, პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის პრე­ზი­დენ­ტის ფლი­გე­ლის ფო­ი­ე­ში პრე­ზი­დენ­ტსა და მისი ოჯა­ხის წევ­რებს ხვდე­ბი­ან პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი, სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რე, უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რე და ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე.

ტრი­ბუ­ნის წინ გან­ლა­გე­ბუ­ლია სიმ­ფო­ნი­უ­რი ორ­კესტრი, ხოლო ქუ­ჩის მო­პირ­და­პი­რე მხა­რეს – თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ორ­კესტრი. პარ­ლა­მენ­ტის ცენ­ტრა­ლურ შე­სას­ვლელ­ში ჩამ­წკრი­ვე­ბუ­ლია სა­პა­ტიო ყა­რა­უ­ლის კო­რი­დო­რი. რუს­თა­ვე­ლის პროს­პექ­ტზე დგა­ნან სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ნა­წი­ლე­ბი;

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ინა­უ­გუ­რა­ცი­ის და­სა­წყის­ში ცხად­დე­ბა: "სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი". სა­პა­ტიო ყა­რა­უ­ლის ჯა­რის­კა­ცე­ბი აღე­ბენ პარ­ლა­მენ­ტის ჭიშ­კარს. სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი, მისი მე­უღ­ლე და სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თა­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი იკა­ვე­ბენ ად­გი­ლებს ტრი­ბუ­ნას­თან გან­ლა­გე­ბულ სა­ვარ­ძლებ­ში. სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ოჯა­ხის წევ­რე­ბი და სხვა თან­მხლე­ბი პი­რე­ბი იკა­ვე­ბენ მათ­თვის გან­კუთ­ვნილ ად­გი­ლებს ტრი­ბუ­ნის გვერ­დით, ხოლო სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რე იკა­ვებს ად­გილს ტრი­ბუ­ნას­თან. სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რე წარ­მოთ­ქვამს სი­ტყვას და იწ­ვევს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს ფი­ცის და­სა­დე­ბად.

პრე­ზი­დენ­ტი მარ­ჯვე­ნა ხელს დებს კონ­სტიტ­ცი­ა­ზე და დებს ფიცს: "მე, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი, ღვთი­სა და ერის წი­ნა­შე ვა­ცხა­დებ, რომ და­ვი­ცავ სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ას, ქვეყ­ნის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას, ერ­თი­ა­ნო­ბა­სა და გა­ნუ­ყოფ­ლო­ბას, კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რად აღ­ვას­რუ­ლებ პრე­ზი­დენ­ტის მო­ვა­ლე­ო­ბას, ვიზ­რუ­ნებ ჩემი ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­თა უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და კე­თილ­დღე­ო­ბი­სათ­ვის, ჩემი ხალ­ხი­სა და მა­მუ­ლის აღორ­ძი­ნე­ბი­სა და ძლე­ვა­მო­სი­ლე­ბი­სათ­ვის".

ფი­ცის დამ­თავ­რე­ბის­თა­ნა­ვე სრულ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო ჰიმ­ნი და 7 სა­ზე­ი­მო სა­არ­ტი­ლე­რიო ზალ­პი. აღი­მარ­თე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო დრო­შა. სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი მი­მარ­თავს სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბას.

სა­მარ­შო მუ­სი­კის თან­ხლე­ბით იწყე­ბა სამ­ხედ­რო აღ­ლუ­მი ჯა­რის ნა­წი­ლე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით. სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი ესალ­მე­ბა დამ­სწრე სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის მიერ ფი­ცის და­დე­ბის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად, სა­ღა­მოს გა­ი­მარ­თე­ბა სა­ზე­ი­მო მი­ღე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი­სა და მისი მე­უღ­ლის სა­ხე­ლით.

ამას­თან, ინა­უ­გუ­რა­ცის­თან და­კავ­ში­რე­ბით მმარ­თვე­ლი გუნ­დის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ორი დღით ადრე გა­მარ­თულ პო­ლიტ­საბ­ჭოს სხდო­მა­ზე იმ­სჯე­ლეს. რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტებს კო­ა­ლი­ცი­ის ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, ზა­ქა­რია ქუც­ნაშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, ინა­უ­გუ­რა­ცია პომ­პე­ზუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბა არ იქ­ნე­ბა.

სა­ვა­რა­უ­დოდ, მიმ­დი­ნა­რე კვი­რას მთავ­რო­ბის ფარ­გლებ­ში ინა­უ­გუ­რა­ცი­ის სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო კო­მი­სია შე­იქ­მნე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ახალი პრეზიდენტი ფიცს 17 ნოემბერს დადებს

ახალი პრეზიდენტი ფიცს 17 ნოემბერს დადებს

საქართველოს ახალი პრეზიდენტი ფიცს 17 ნოემბერს დადებს. სწორედ ამ დღიდან შეეძლება პრეზიდენტს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელება. ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე , მოქმედ პრეზიდენტს უფლებამოსილება შეუწყდება.

ინაუგურაციის სახელით ცნობილ ცერემონიალთან დაკავშირებულ საკითხებს კონსტიტუცია და მასთან ერთად, "საქართველოში საპროტოკოლო ღონისძიებათა მოწყობის წესის შესახებ" პრეზიდენტის ბრძანებულება განსაზღვრავს.

აღნიშნული ბრძანებულება 2001 წელს არის მიღებული. ბოლო ცვლილებება მასში 2003 წელს შევიდა და, როგორც "ინტერპრესნიუსს" მმართველ გუნდში განუცხადეს, პრეზიდენტის ფიცის დადების ცერემონიალი სწორედ აღნიშნული დოკუმენტით დადგენილი წესების მიხედვით გაიმართება.

კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია არჩევის დღიდან მესამე კვირა დღეს უნდა გაიმართოს.

ინაუგურაციასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ბრძანებულებაში წერია, რომ ინაუგურაციის დღეს პრეზიდენტი მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში გვირგვინით ამკობს ილია ჭავჭავაძის საფლავს. შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი და თანმხლები პირები პანთეონს შემოივლიან.

რაც შეეხება პრეზიდენტის ფიცის დადების ცერემონიას, პარლამენტის შენობის პრეზიდენტის ფლიგელის ფოიეში პრეზიდენტსა და მისი ოჯახის წევრებს ხვდებიან პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.

ტრიბუნის წინ განლაგებულია სიმფონიური ორკესტრი, ხოლო ქუჩის მოპირდაპირე მხარეს – თავდაცვის სამინისტროს ორკესტრი. პარლამენტის ცენტრალურ შესასვლელში ჩამწკრივებულია საპატიო ყარაულის კორიდორი. რუსთაველის პროსპექტზე დგანან საქართველოს შეიარაღებული ძალების ნაწილები;

საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის დასაწყისში ცხადდება: "საქართველოს პრეზიდენტი". საპატიო ყარაულის ჯარისკაცები აღებენ პარლამენტის ჭიშკარს. საქართველოს პრეზიდენტი, მისი მეუღლე და სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი იკავებენ ადგილებს ტრიბუნასთან განლაგებულ სავარძლებში. საქართველოს პრეზიდენტის ოჯახის წევრები და სხვა თანმხლები პირები იკავებენ მათთვის განკუთვნილ ადგილებს ტრიბუნის გვერდით, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე იკავებს ადგილს ტრიბუნასთან. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე წარმოთქვამს სიტყვას და იწვევს საქართველოს პრეზიდენტს ფიცის დასადებად.

პრეზიდენტი მარჯვენა ხელს დებს კონსტიტციაზე და დებს ფიცს: "მე, საქართველოს პრეზიდენტი, ღვთისა და ერის წინაშე ვაცხადებ, რომ დავიცავ საქართველოს კონსტიტუციას, ქვეყნის დამოუკიდებლობას, ერთიანობასა და განუყოფლობას, კეთილსინდისიერად აღვასრულებ პრეზიდენტის მოვალეობას, ვიზრუნებ ჩემი ქვეყნის მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისათვის, ჩემი ხალხისა და მამულის აღორძინებისა და ძლევამოსილებისათვის".

ფიცის დამთავრებისთანავე სრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი და 7 საზეიმო საარტილერიო ზალპი. აღიმართება საქარ­თველოს სახელმწიფო დროშა. საქართველოს პრეზიდენტი მიმართავს საქართველოს მოსახლეობას.

სამარშო მუსიკის თანხლებით იწყება სამხედრო აღლუმი ჯარის ნაწილების მონაწილეობით. საქართველოს პრეზიდენტი ესალმება დამსწრე საზოგადოებრიობის წარმომადგენლებს.

საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების აღსანიშნავად, საღამოს გაიმართება საზეიმო მიღება საქართველოს პრეზიდენტისა და მისი მეუღლის სახელით.

ამასთან, ინაუგურაცისთან დაკავშირებით მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა არჩევნებამდე ორი დღით ადრე გამართულ პოლიტსაბჭოს სხდომაზე იმსჯელეს. როგორც ჟურნალისტებს კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაქარია ქუცნაშვილმა განუცხადა, ინაუგურაცია პომპეზური ღონისძიება არ იქნება.

სავარაუდოდ, მიმდინარე კვირას მთავრობის ფარგლებში ინაუგურაციის საორგანიზაციო კომისია შეიქმნება.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა