გერმანიის ელჩი - მე რომ ქართველი ვიყო, წინააღმდეგი ვიქნებოდი ოლიმპიადაზე წასვლის

გერმანიის ელჩი - მე რომ ქართველი ვიყო, წინააღმდეგი ვიქნებოდი ოლიმპიადაზე წასვლის

ალბათ, მე რომ ქართველი ვიყო, წინააღმდეგი ვიქნებოდი ოლიმპიადაზე წასვლის, განსაკუთრებით მეჩირაღდნის პრეცედენტის შემდეგ, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა, ორთვინ ჰენიგმა გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

ელჩის თქმით, ის მეჩირაღდნის პრეცედენტს პროვოკაციად და შეურაცხყოფად ჩათვლიდა. ორთვინ ჰენიგი აცხადებს, რომ თანაუგრძნობს იმ ქართველებს, ვინც ოლიმპიადის ბოიკოტირებას მოითხოვენ.

"მაგრამ მე ქართველი არ ვარ და შემიძლია ამ საკითხს ნაკლები ემოციით შევხედო. ისტორიას ახსოვს ოლიმპიადის ბოიკოტის მაგალითები, მაგრამ არ მახსენდება შემთხვევა, როდესაც ამან რეალური პოლიტიკური შედეგი მოიტანა. ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ გადაწყვეტილებას ერთბაშად არ მიიღებთ. დააკვირდით საერთაშორისო საზოგადოების რეაქციას და ფხიზელი გონებით გადაწყვიტეთ", - განაცხადა გერმანიის ელჩმა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია