საპარლამენტო უმცირესობის წევრი, გოგა ხაჩიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს სადაც აღნიშნავს, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ ღირსეულად დამარცხების მასტერკლასი ჩაატარა:
"დავით ბაქრაძე და ნაციონალური მოძრაობა - ღირსეულად დამარცხების მასტერკლასი - ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის. ისწავლეთ" - წერს ხაჩიძე.
გარდა ამისა, საპრეზიდენტო არჩევნების ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადებისთანავე "ფეისბუქზე" ხაჩიძემ საკუთარი მოსაზრება გამოთქვა.
" მთავარი ოპოზიციური პარტია ვართ - ეტა რას!
ბურჯანაძე მიიჯირყვნა - ეტა დვა!
არსებული პარლამენტი ძირითადად გამოხატავს ხალხის განწყობას - ეტა ტრი!
არსებული დაჭერების, დაკითხვების, დევნის მიუხედავად, ყოველი მეხუთე, ან მეხუთე მხარს გვიჭერს - ეტა ჩიტირი!
დღე-დღეზე ბიძინა ივანიშვილი წავა - ეტა პიატ!
ყველაფერი კარგად იქნება. "- დაწერა ხაჩიძემ ფეისბუქის გვერდზე.