"ჩემი კლიენტები იყვნენ სანდრა რულოვსი, ვერა ქობალია და ნინო ბურჯანაძე"

"ჩემი კლიენტები იყვნენ სანდრა რულოვსი, ვერა ქობალია და ნინო ბურჯანაძე"

ანუ­კა მურ­ვა­ნი­ძე თბი­ლის­ში ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ვი­ზა­ჟის­ტი­ა. 20 წელ­ზე მე­ტი­ა, იგი ქალ­ბა­ტო­ნე­ბისა და მა­მა­კა­ცე­ბის სი­ლა­მა­ზე­ზე ერთნაირად ზრუ­ნავს.

-  პრო­ფე­სი­ით მხატ­ვა­რ-­გრი­მი­ო­რი ვარ და 22 წე­ლი­ა, ამ სფე­რო­ში ვმუ­შა­ობ. უამ­რავ რე­ჟი­სორ­თან მო­მი­წია თა­ნამ­შრომლო­ბამ თე­ატ­რში­ც და კი­ნო­შიც, რაც ძა­ლი­ან მე­ა­მა­ყე­ბა. მი­მუ­შა­ვია სა­ტე­ლე­ვი­ზიო პრო­ექ­ტებ­ზე, კლი­პებ­ზე, მაგ­რამ მა­ინც ვფიქ­რობ, რომ კი­დევ ბევ­რი მაქვს სას­წავ­ლი და გა­სა­კე­თე­ბე­ლი.

-  პო­ლი­ტი­კო­სებ­თანაც გი­მუ­შა­ვი­ათ?

-  კი, მი­მუ­შა­ვია პო­ლი­ტი­კო­სებ­თან - ვე­რა ქო­ბა­ლი­ას­თან, ნი­ნო ბურ­ჯა­ნა­ძეს­თან, სან­დრა რუ­ლოვ­სთან, სა­ა­კაშ­ვილ­თა­ნაც მქო­ნია შე­ხე­ბა, ოღონდ სა­ნამ პრე­ზი­დენ­ტი გახ­დე­ბო­და. მა­მა­კა­ცებს არ უყ­ვართ ეს პრო­ცე­დუ­რა, ამ­ბო­ბენ, დრო­ზე მო­მა­შო­რეთ მა­კი­ა­ჟი­ო, მაგ­რამ სა­ხე­ზე ტო­ნა­ლუ­რის და­დე­ბა სა­ჭი­რო­ა. მან­დი­ლოს­ნე­ბი კი ინ­ტე­რე­სით და გა­ფა­ცი­ცე­ბით გი­ყუ­რე­ბენ. პო­ლი­ტი­კო­სებ­თან უფ­რო ჩარ­ჩო­ებ­ში ვართ, რად­გან ამ დროს პი­არ­თა­ნაც გვი­წევს შეხება და, ასე ვთქვათ, სხვა მან­ქა­ნაა ჩარ­თუ­ლი. ერ­თი პლუ­სი გვაქვს ვი­ზა­ჟის­ტებს: რო­ცა პო­ლი­ტი­კო­სებ­თან მივ­დი­ვართ სა­მუ­შა­ოდ, ვხვდე­ბით, რომ ისი­ნი არ არი­ან სხვა პლა­ნე­ტი­დან, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, ჩვენ­სა­ვით ბევრს მუ­შა­ო­ბენ, ოჯა­ხე­ბი ჰყავთ და არა­ნა­ი­რი გან­სხვა­ვე­ბა ჩვენ შო­რის არ არის. გუ­ლი შემ­ტკი­ვა, რო­ცა მათ შრო­მა­სა და ღა­მე­ე­ბის თე­ნე­ბას ვე­რა­ვინ ხე­დავს და მხო­ლოდ აკ­რი­ტი­კე­ბენ.

რო­ცა ერ­თ-ერთ პრო­ექ­ტზე ვმუ­შა­ობ­დი სან­დრა რუ­ლოვ­სთან ერ­თად, ის ნი­კო­ლოზ­ზე იყო ორ­სუ­ლად. ნა­ზი მა­კი­ა­ჟის გა­კე­თე­ბა მთხო­ვა, რად­გან სა­ხე ჰქონ­და შე­შუ­პე­ბუ­ლი, შე­ვას­რუ­ლეთ მი­სი თხოვ­ნა და ჰა­ე­რო­ვა­ნი მა­კი­ა­ჟი გა­ვუ­კე­თეთ, რო­მე­ლიც თით­ქმის არ ჩან­და. პო­ლი­ტი­კო­სე­ბი ნაკ­ლე­ბად პრე­ტენ­ზი­უ­ლე­ბი არი­ან, ლა­მაზ­მა­ნე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით. ლა­მაზ გო­გო­ნებს უფ­რო მე­ტი პრე­ტენ­ზია აქვთ, სულ ვე­უბ­ნე­ბი - ლა­მა­ზე­ბი ხართ, პო­დი­უმ­ზე რო­ცა გა­მო­დი­ხართ, კა­ცე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ია­ტაკ­ზე ყრია-მეთ­ქი, მაგ­რამ არ ეს­მით. ეს ალ­ბათ რა­ღაც კომ­პლექ­სი­ა, სხე­უ­ლის იდე­ა­ლი­ზე­ბა.

-  წი­ნა კვი­რას "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე გავ­რცელ­და "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" კონ­კურ­სან­ტე­ბის ფო­ტო­ე­ბი, სა­დაც ჩანს, რომ მა­კი­ა­ჟი თქვენ გა­უ­კე­თეთ, თუმ­ცა ეთერ­ში ამ ყვე­ლაფ­რის ავ­ტო­რად ერ­თ-ერ­თი სა­ლო­ნი და­სა­ხელ­და, რა მოხ­და რე­ა­ლუ­რად?

-  თვი­თო­ნაც ვერ გა­ვერ­კვი­ე, რა მოხ­და. მე, რო­გორც მოწ­ვე­უ­ლი ვი­ზა­ჟის­ტი, ვმუ­შა­ობ პრო­ექ­ტზე "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბი". თავ­და­პირ­ვე­ლად გი­ორ­გი ყიფ­ში­ძე­სა და იუ­ლია ბარ­-გნარს მოვარგე ტერ­მი­ნა­ტო­რე­ბის იმი­ჯი. და­მი­რე­კეს და სა­კმა­ოდ ექ­სტრე­მა­ლურ პი­რო­ბებ­ში გა­ვა­კე­თე ბო­ლო გა­და­ცე­მის ვი­ზა­ჟი. რო­ცა ამ­ხე­ლა ენერ­გი­ა­სა და ფან­ტა­ზი­ას ჩა­დებ საქ­მე­ში, თა­ნაც წი­ნას­წა­რი ეს­კი­ზის გა­რე­შე, ასე არ უნ­და მო­გექ­ცნენ. მე დიდ პა­ტივს ვცემ სა­კუ­თარ ნა­მუ­შე­ვარს და საწყ­ე­ნი­ა, რაც მოხ­და. თუმ­ცა ადა­მი­ა­ნე­ბი ვართ, ყოფილა ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბი, მო­უხ­დი­ათ ბო­დი­ში და დღემ­დე ვმე­გობ­რობ იმ ხალ­ხთან. თბი­ლი­სი პა­ტა­რა­ა, ყველა კარ­გად ვიც­ნობთ ერ­თმა­ნეთს. მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი ვი­ზა­ჟის­ტი ბი­ლი ბი, ბარ­ტე­რებ­ზე არ მუ­შა­ობს. მას­თან მუ­შა­ო­ბა პრეს­ტი­ჟუ­ლად ით­ვლე­ბა. აქ კი გა­მუ­შა­ვე­ბენ და მე­რე ამას მა­ლა­ვენ. არას­წო­რი მიდ­გო­მაა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის მი­მართ. პრო­ექ­ტი იმ ხალ­ხის ხელით კეთ­დე­ბა, ვინც პრო­ექტს მიღ­მა მუ­შა­ობს. დღემ­დე ვერ ვხვდე­ბი, ჩე­მი გა­კე­თე­ბუ­ლი საქ­მე რა­ტომ მი­ა­წე­რეს სხვას? ამ საქ­ცი­ე­ლით ჩემს თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბა­სა და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზმს და­არ­ტყეს. ჩხუბს არა­ვის­თან ვა­პი­რებ, მაგ­რამ იმე­დი მაქვს, ეს უსი­ა­მოვ­ნე­ბა გა­მოს­წორ­დე­ბა. საქ­მე გა­ვუ­კე­თე, მათ კი კე­თი­ლი ინე­ბონ და და­მი­ფა­სონ. ჩემს ხარ­ჯზე ნუ გა­ი­კე­თე­ბენ კა­რი­ე­რას.

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება