სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ბაჩო ახალაიას ახალ ბრალდებაზე პროკურატურამ სასამართლოს მიმართა
ბაჩო ახალაიას ახალ ბრალდებაზე პროკურატურამ სასამართლოს მიმართა

თავ­დაც­ვის ყო­ფილ მი­ნის­ტრ ბა­ჩა­ნა ახა­ლა­ი­ას ახალ ბრალ­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, პრო­კუ­რა­ტუ­რამ აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის თა­ო­ბა­ზე სა­სა­მარ­თლოს უკვე მი­მარ­თა, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში აც­ნო­ბეს.

მათი გან­მარ­ტე­ბით, ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, რო­დის ჩა­ი­ნიშ­ნე­ბა სხდო­მა, სა­დაც ახა­ლა­ი­ას­თვის აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხე­ზე იმ­სჯე­ლე­ბენ.

კა­ნო­ნით დად­გე­ნი­ლი ვა­დე­ბით, კი სა­სა­მარ­თლო სხდო­მა ბრა­ლის წარ­დგე­ნი­დან 72 სა­ათ­ში უნდა ჩა­ტარ­დეს.

ბაჩო ახა­ლა­ი­ას ბრა­ლი გუ­შინ და­უმ­ძიმ­და.

რო­გორც მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე აღი­ნიშ­ნა, ახა­ლა­ია სამ­სა­ხუ­რე­ობ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბის­თვის სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით სის­ხლის სა­მარ­თლებ­რივ პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ე­ცა.

"დად­გე­ნი­ლია, რომ ბაჩო ახა­ლი­ამ, რო­მე­ლიც და­კის­რე­ბუ­ლი მო­ვა­ლე­ო­ბე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ მოქ­მე­დებ­და, სა­კუ­თა­რი ძმის, და­ვით ახა­ლა­ი­ა­სა და სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის წი­ნა­აღ­მდეგ ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­ულ­ში მო­ნა­წი­ლე სხვა პირ­თათ­ვის უკა­ნო­ნო უპი­რა­ტე­სო­ბის მი­ნი­ჭე­ბის მო­ტი­ვით და­არ­ღვია სა­ქარ­თვე­ლოს სა­ერ­თა­შო­რი­სო ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი, კონ­სტი­ტუ­ცია და სამ­სა­ხუ­რე­ობ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბით სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის მე-7 და მე-10 და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში უკა­ნო­ნო ჩა­რე­ვის გზით გა­ნა­პი­რო­ბა სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის წი­ნა­აღ­მდეგ ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­ულ­ში მსჯავ­რდე­ბულ პირ­თა - გე­რონ­ტი ალა­ნი­ას, ალექ­სან­დრე ღა­ჭა­ვას, ავ­თან­დილ აფ­ცი­ა­უ­რი­სა და მი­ხე­ილ ბი­ბი­ლუ­რი­ძის მი­მართ დად­გე­ნი­ლი გა­ნა­ჩე­ნის არა­სა­თა­ნა­დოდ აღ­სრუ­ლე­ბა", - აცხა­დე­ბენ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში.

გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბი სას­ჯე­ლის მოხ­დის გან­მავ­ლო­ბა­ში უკა­ნო­ნო შე­ღა­ვა­თე­ბით, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პი­რო­ბე­ბი­თა და პრი­ვი­ლე­გი­რე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბით სარ­გებ­ლობ­დნენ.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბაჩო ახა­ლა­ი­ას­თვის ბრა­ლის წარ­დგე­ნის პრო­ცე­დუ­რა ამ წუ­თებ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ბაჩო ახალაიას ახალ ბრალდებაზე პროკურატურამ სასამართლოს მიმართა

ბაჩო ახალაიას ახალ ბრალდებაზე პროკურატურამ სასამართლოს მიმართა

თავდაცვის ყოფილ მინისტრ ბაჩანა ახალაიას ახალ ბრალდებასთან დაკავშირებით, პროკურატურამ აღმკვეთი ღონისძიების თაობაზე სასამართლოს უკვე მიმართა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქალაქო სასამართლოში აცნობეს.

მათი განმარტებით, ჯერჯერობით უცნობია, როდის ჩაინიშნება სხდომა, სადაც ახალაიასთვის აღმკვეთი ღონისძიების სახეზე იმსჯელებენ.

კანონით დადგენილი ვადებით, კი სასამართლო სხდომა ბრალის წარდგენიდან 72 საათში უნდა ჩატარდეს.

ბაჩო ახალაიას ბრალი გუშინ დაუმძიმდა.

როგორც მთავარ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, ახალაია სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა.

"დადგენილია, რომ ბაჩო ახალიამ, რომელიც დაკისრებული მოვალეობების საწინააღმდეგოდ მოქმედებდა, საკუთარი ძმის, დავით ახალაიასა და სანდრო გირგვლიანის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში მონაწილე სხვა პირთათვის უკანონო უპირატესობის მინიჭების მოტივით დაარღვია საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებები, კონსტიტუცია და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით სასჯელაღსრულების მე-7 და მე-10 დაწესებულებების საქმიანობაში უკანონო ჩარევის გზით განაპირობა სანდრო გირგვლიანის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში მსჯავრდებულ პირთა - გერონტი ალანიას, ალექსანდრე ღაჭავას, ავთანდილ აფციაურისა და მიხეილ ბიბილურიძის მიმართ დადგენილი განაჩენის არასათანადოდ აღსრულება", - აცხადებენ პროკურატურაში.

გამოძიების ინფორმაციით, აღნიშნული პირები სასჯელის მოხდის განმავლობაში უკანონო შეღავათებით, განსაკუთრებული პირობებითა და პრივილეგირებული მდგომარეობით სარგებლობდნენ.

ოფიციალური ინფორმაციით, ბაჩო ახალაიასთვის ბრალის წარდგენის პროცედურა ამ წუთებში მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ