ბიძინა ივანიშვილი პრემიერის პოსტზე მის შემცვლელს სამშაბათს ან ოთხშაბათს დაასახელებს

ბიძინა ივანიშვილი პრემიერის პოსტზე მის შემცვლელს სამშაბათს ან ოთხშაბათს დაასახელებს

საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელი ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტზე მის შემცვლელს სამშაბათს ან ოთხშაბათს დაასახელებს , - ამის შესახებ ივანიშვილმა ტელეკომპანია "კავკასიის" ეთერში განაცხადა.

"გიორგის თაფლობის თვე - რამდენიმე დღე მივცეთ, სამშაბათს ან ოთხშაბათს გეცოდინებათ", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

გარდა ამისა, მან წინასაარჩევნო ვითარებაც შეაფასა და აღნიშნა, რომ შარშანდელთან შედარებით "აბსოლუტურად განსხვავებულ ხარისხამდე მივედით".

"ილუზიაც არ არის, რომ არჩევნები გაყალბდება. აბსოლუტურად განსხვავებულ ხარისხამდე მოვედით, აბსოლუტურად სხვა სიტუაცია იყო შარშან. ნახეთ, რა სასიამოვნო ეპოქა დაგვიდგება, პროცესი მშენებლობის იქნება საინტერესო", - აღნიშნა ივანიშვილმა. მისივე თქმით, ამას მოწმობს ის, რომ "ბიზნესი როგორც შიგნით, ისე გარეთ მაგრად მოძრაობს".

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა