სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"სააკაშვილი ყველაზე მეტად ათათურქს ბაძავდა"
"სააკაშვილი ყველაზე მეტად ათათურქს ბაძავდა"

რამ­დე­ნი­მე დღე­ში საპ­რე­ზი­დენ­ტო ვადა ამო­ე­წუ­რე­ბა პრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს. თუ რა გზა გა­ი­ა­რა მან, რა გა­ა­კე­თა, რა ვერ გა­ა­კე­თა და რა არ გა­ა­კე­თა მან თა­ვის 9-წლი­ა­ნი მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში, ამის შე­სა­ხებ უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რი ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი სა­უბ­რობს... გვინ­და ასე­ვე გუ­ლის­ტკი­ვი­ლით ავღ­ნიშ­ნოთ, რომ მი­უ­ხე­და­ვად ჩვე­ნი მცდე­ლო­ბი­სა, ამ სა­კი­თხზე ობი­ექ­ტუ­რი მო­საზ­რე­ბე­ბის მქო­ნე ექ­სპერ­ტი გვე­პოვ­ნა, მარ­ცხი გან­ვი­ცა­დეთ - პრე­ზი­დენტს ან გა­ნუ­წყვეტ­ლივ აქე­ბენ, ან ასე­ვე გა­ნუ­წყვეტ­ლივ და შე­მარ­თე­ბით ლან­ძღა­ვენ.

ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი:

- მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი იყო პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტი სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში, რო­მელ­საც ჰქონ­და შან­სი, ესარ­გებ­ლა უპ­რე­ცე­დენ­ტო მხარ­და­ჭე­რით, რო­გორც ქვეყ­ნის შიგ­ნით, ისე მის გა­რეთ. მას მხარს უჭერ­დნენ რუ­სეთ­შიც კი. უიშ­ვი­ა­თე­სი შემ­თხვე­ვაა, რო­დე­საც ადა­მი­ანს ასე გა­უ­მარ­თლებს. გარ­და ამი­სა, ის მო­სახ­ლე­ო­ბის 97-მა % აირ­ჩია, მას ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არ ჰყავ­და. არ დავ­მა­ლავ, მან კარ­გად და­ი­წყო კი­დეც და აშ­კა­რა წარ­მა­ტე­ბე­ბი ჰქონ­და. მისი პირ­ვე­ლი წარ­მა­ტე­ბა იყო "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის" მშვი­დო­ბი­ა­ნი დას­რუ­ლე­ბა, თუმ­ცა, ცხა­დია, ამა­ში შე­ვარ­დნა­ძის წვლი­ლიც ერია... მისი პლუ­სია ასე­ვე აჭა­რის პრობ­ლე­მის მშვი­დო­ბი­ა­ნი გა­და­წყვე­ტა. ასე რომ, სა­ა­კაშ­ვილ­მა კარ­გად და­ი­წყო, მაგ­რამ მმარ­თვე­ლო­ბის პირ­ვე­ლი­ვე წელს, ინა­უ­გუ­რა­ცი­ი­დან ერთ თვე­ში, დიდი შეც­დო­მა და­უშ­ვა, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის გა­და­წე­რა მო­ინ­დო­მა, რათა პრე­ზი­დენ­ტის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბე­ბი გა­ე­ზარ­და. ამის შემ­დეგ კი და­ი­წყო ის­ტო­რი­ის გა­და­წე­რა და გა­მუდ­მე­ბით ამ­ბობ­და, რომ მან, ხალ­ხთან ერ­თად, მაგ­რამ სხვა პო­ლი­ტი­კო­სე­ბის გა­რე­შე მო­ახ­დი­ნა რე­ვო­ლუ­ცია. ახა­ლი ის­ტო­რი­ის და­წე­რას რომ მორ­ჩა, და­ა­პი­რა ახა­ლი ქვე­ყა­ნა აე­შე­ნე­ბი­ნა, რომ­ლის ის­ტო­რია 2003 წლი­დან იყო იწყე­ბო­და. ეს იყო ასე­ვე მისი ერთ-ერთი უდი­დე­სი შეც­დო­მა. სა­ქარ­თვე­ლოს მო­ნუ­მენ­ტუ­რი ის­ტო­რია აქვს, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლე­ბი კი მი­დი­ან და მო­დი­ან. მისი ილუ­ზია, რომ და­ვით აღ­მა­შე­ნე­ბელ­სა და ათა­თურ­ქს თა­ვის თავ­ში აერ­თი­ა­ნებ­და, იმ ბრმა ნდო­ბამ გა­მო­იწ­ვია, რო­მე­ლიც მას ქარ­თველ­მა ხალ­ხმა ასე უან­გა­როდ უბო­ძა. მან სა­კუ­თა­რი დი­დე­ბის გა­მოც­დას ვერ გა­უძ­ლო. ის გახ­და პრე­ზი­დენ­ტი, რო­მელ­საც მხო­ლოდ წარ­მა­ტე­ბე­ბი აინ­ტე­რე­სებ­და და თვალს ხუ­ჭავ­და პრობ­ლე­მებ­ზე, ყვე­ლას ეუბ­ნე­ბო­და, ცუდი ამ­ბე­ბი არ მი­თხრა­თო.

- მის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა­ზეც გკი­თხავთ, - და­სავ­ლურ პრე­სა­ში მას ხში­რად მო­იხ­სე­ნი­ებ­დნენ, რო­გორც რე­ფორ­მა­ტორს, ქა­რიზ­მა­ტულ ლი­დერს, რო­მელ­მაც პა­ტა­რა სა­ქარ­თვე­ლო და­სავ­ლეთ­თან და­ახ­ლო­ვა...

- სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა­ში სა­ქარ­თვე­ლოს კურ­სი შე­ვარ­დნა­ძის შემ­დეგ არ შე­უც­ვლია, ჯერ მან თქვა და­სავ­ლე­თი, შემ­დეგ სა­ა­კაშ­ვილ­მა თქვა და­სავ­ლე­თი, და­სავ­ლე­თი და ახლა ჩვენ ამას სამ­ჯერ ვამ­ბობთ, - და­სავ­ლე­თი, და­სავ­ლე­თი, და­სავ­ლე­თი... ნატო შე­ვარ­დნა­ძე­საც უნ­დო­და, მაგ­რამ სა­ა­კაშ­ვი­ლი და­სავ­ლე­თის­თვის უფრო სან­დო იყო, რად­გან ამე­რი­კა­ში გა­ნათ­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი კაცი იყო, რო­მე­ლიც ბრწყინ­ვა­ლედ სა­უბ­რობ­და ინ­გლი­სუ­რად, იცის სხვა უცხო ენე­ბიც, ფრან­გუ­ლი, ეს­პა­ნუ­რი, ჰო­ლან­დი­უ­რი და შე­სა­ნიშ­ნა­ვად სა­უბ­რობს რუ­სულ და უკ­რა­ი­ნულ ენებ­ზეც. მან ღიად და ერ­თგვა­რად და­უ­ფიქ­რებ­ლად გა­მო­ხა­ტა და­სავ­ლე­თის მი­მართ ლტოლ­ვა, გა­ამ­ყა­რა კავ­ში­რი ჩვენს სტრა­ტე­გი­ულ პარტნი­ორ სა­ხელ­მწი­ფოს­თან, ამე­რი­კას ვგუ­ლის­ხმობ და მთელ მსოფ­ლი­ოს და­უ­დას­ტუ­რა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს აშ­კა­რად პრო­და­სავ­ლუ­რი კურ­სი ჰქონ­და აღე­ბუ­ლი. თუმ­ცა, მან ვერ იპო­ვა ოქ­როს შუ­ა­ლე­დი, ვერ და­ად­გა იმ გზას, რა­საც პო­ლო­ნე­თი და ბალ­ტი­ის­პი­რეთს ქვეყ­ნე­ბი და­ად­გნენ და გა­ამ­წვა­ვა ურ­თი­ერ­თო­ბა რუ­სეთ­თან. წა­მო­ე­გო რუ­სულ პრო­ვო­კა­ცი­ას და შემ­დგომ, რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის პო­ლი­ტი­კა ზი­ზღზე ააგო, მის დროს რუ­სულ ენას, კულ­ტუ­რას, სიმ­ღე­რებ­საც კი ებ­რძოდ­ნენ... სა­ბო­ლო­ოდ, ამან ისევ მისი, რო­გორც დიდი პო­ლი­ტი­კო­სის პერ­სო­ნა და­აკ­ნი­ნა.

ამავდრო­უ­ლად, ვე­რა­ვინ უარ­ყოფს, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი მარ­თლაც რე­ფორ­მა­ტო­რი იყო, მაგ­რამ დე­მოკ­რა­ტი არა­სო­დეს ყო­ფი­ლა, რა­ზეც გა­მუდ­მე­ბით თვალს ხუ­ჭავ­და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბა. არ შე­იძ­ლე­ბა დე­მოკ­რა­ტი იყოს პრე­ზი­დენ­ტი, რო­მე­ლიც წყვეტს, რა ფე­რად უნდა შე­ი­ღე­ბოს სახ­ლი თბი­ლის­ში.

- თუმ­ცა, შარ­შან, სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩე­ვე­ბის შემ­დგომ, ვი­ხი­ლეთ ერთ დღე­ში შეც­ვლი­ლი, გარ­დაქ­მნი­ლი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც და­მარ­ცხე­ბა მშვი­დად აღი­ა­რა. რბი­ლად რომ ვთქვათ, ბევ­რი ასეთ ნა­ბიჯს მის­გან არ მო­ე­ლო­და...

- დიახ, მარ­თლაც ბევ­რის­თვის მო­ლოდ­ნე­ლად, მან სა­კუ­თარ თავ­ში და­მარ­ცხე­ბის აღა­ი­რე­ბის ძალა იპო­ვა და ეს მათ­ლაც მი­სა­სალ­მე­ბე­ლია, რად­გან ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­და­ცე­მა, სრუ­ლი­ად მშვი­დო­ბი­ან გა­რე­მო­ში მოხ­და. თუმ­ცა, შემ­დეგ ამას მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ნა­ნობ­და. ეს მის გა­მოს­ვლებ­ში ჩან­და.

იხი­ლეთ სტა­ტია სრუ­ლად Kvirispalitra.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"სააკაშვილი ყველაზე მეტად ათათურქს ბაძავდა"

"სააკაშვილი ყველაზე მეტად ათათურქს ბაძავდა"

რამდენიმე დღეში საპრეზიდენტო ვადა ამოეწურება პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს. თუ რა გზა გაიარა მან, რა გააკეთა, რა ვერ გააკეთა და რა არ გააკეთა მან თავის 9-წლიანი მმართველობის პერიოდში, ამის შესახებ უმრავლესობის წევრი ლევან ბერძენიშვილი საუბრობს... გვინდა ასევე გულისტკივილით ავღნიშნოთ, რომ მიუხედავად ჩვენი მცდელობისა, ამ საკითხზე ობიექტური მოსაზრებების მქონე ექსპერტი გვეპოვნა, მარცხი განვიცადეთ - პრეზიდენტს ან განუწყვეტლივ აქებენ, ან ასევე განუწყვეტლივ და შემართებით ლანძღავენ.

ლევან ბერძენიშვილი:

- მიხეილ სააკაშვილი იყო პირველი პრეზიდენტი საქართველოს ისტორიაში, რომელსაც ჰქონდა შანსი, ესარგებლა უპრეცედენტო მხარდაჭერით, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ. მას მხარს უჭერდნენ რუსეთშიც კი. უიშვიათესი შემთხვევაა, როდესაც ადამიანს ასე გაუმართლებს. გარდა ამისა, ის მოსახლეობის 97-მა % აირჩია, მას ალტერნატივა არ ჰყავდა. არ დავმალავ, მან კარგად დაიწყო კიდეც და აშკარა წარმატებები ჰქონდა. მისი პირველი წარმატება იყო "ვარდების რევოლუციის" მშვიდობიანი დასრულება, თუმცა, ცხადია, ამაში შევარდნაძის წვლილიც ერია... მისი პლუსია ასევე აჭარის პრობლემის მშვიდობიანი გადაწყვეტა. ასე რომ, სააკაშვილმა კარგად დაიწყო, მაგრამ მმართველობის პირველივე წელს, ინაუგურაციიდან ერთ თვეში, დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც საქართველოს კონსტიტუციის გადაწერა მოინდომა, რათა პრეზიდენტის უფლებამოსილებები გაეზარდა. ამის შემდეგ კი დაიწყო ისტორიის გადაწერა და გამუდმებით ამბობდა, რომ მან, ხალხთან ერთად, მაგრამ სხვა პოლიტიკოსების გარეშე მოახდინა რევოლუცია. ახალი ისტორიის დაწერას რომ მორჩა, დააპირა ახალი ქვეყანა აეშენებინა, რომლის ისტორია 2003 წლიდან იყო იწყებოდა. ეს იყო ასევე მისი ერთ-ერთი უდიდესი შეცდომა. საქართველოს მონუმენტური ისტორია აქვს, მიხეილ სააკაშვილები კი მიდიან და მოდიან. მისი ილუზია, რომ დავით აღმაშენებელსა და ათათურქს თავის თავში აერთიანებდა, იმ ბრმა ნდობამ გამოიწვია, რომელიც მას ქართველმა ხალხმა ასე უანგაროდ უბოძა. მან საკუთარი დიდების გამოცდას ვერ გაუძლო. ის გახდა პრეზიდენტი, რომელსაც მხოლოდ წარმატებები აინტერესებდა და თვალს ხუჭავდა პრობლემებზე, ყველას ეუბნებოდა, ცუდი ამბები არ მითხრათო.

- მის მიერ განხორციელებულ საგარეო პოლიტიკაზეც გკითხავთ, - დასავლურ პრესაში მას ხშირად მოიხსენიებდნენ, როგორც რეფორმატორს, ქარიზმატულ ლიდერს, რომელმაც პატარა საქართველო დასავლეთთან დაახლოვა...

- საგარეო პოლიტიკაში საქართველოს კურსი შევარდნაძის შემდეგ არ შეუცვლია, ჯერ მან თქვა დასავლეთი, შემდეგ სააკაშვილმა თქვა დასავლეთი, დასავლეთი და ახლა ჩვენ ამას სამჯერ ვამბობთ, - დასავლეთი, დასავლეთი, დასავლეთი... ნატო შევარდნაძესაც უნდოდა, მაგრამ სააკაშვილი დასავლეთისთვის უფრო სანდო იყო, რადგან ამერიკაში განათლება მიღებული კაცი იყო, რომელიც ბრწყინვალედ საუბრობდა ინგლისურად, იცის სხვა უცხო ენებიც, ფრანგული, ესპანური, ჰოლანდიური და შესანიშნავად საუბრობს რუსულ და უკრაინულ ენებზეც. მან ღიად და ერთგვარად დაუფიქრებლად გამოხატა დასავლეთის მიმართ ლტოლვა, გაამყარა კავშირი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ სახელმწიფოსთან, ამერიკას ვგულისხმობ და მთელ მსოფლიოს დაუდასტურა, რომ საქართველოს აშკარად პროდასავლური კურსი ჰქონდა აღებული. თუმცა, მან ვერ იპოვა ოქროს შუალედი, ვერ დაადგა იმ გზას, რასაც პოლონეთი და ბალტიისპირეთს ქვეყნები დაადგნენ და გაამწვავა ურთიერთობა რუსეთთან. წამოეგო რუსულ პროვოკაციას და შემდგომ, რუსეთთან ურთიერთობის პოლიტიკა ზიზღზე ააგო, მის დროს რუსულ ენას, კულტურას, სიმღერებსაც კი ებრძოდნენ... საბოლოოდ, ამან ისევ მისი, როგორც დიდი პოლიტიკოსის პერსონა დააკნინა.

ამავდროულად, ვერავინ უარყოფს, რომ მიხეილ სააკაშვილი მართლაც რეფორმატორი იყო, მაგრამ დემოკრატი არასოდეს ყოფილა, რაზეც გამუდმებით თვალს ხუჭავდა საერთაშორისო საზოგადოება. არ შეიძლება დემოკრატი იყოს პრეზიდენტი, რომელიც წყვეტს, რა ფერად უნდა შეიღებოს სახლი თბილისში.

- თუმცა, შარშან, საპარლამენტო არჩევების შემდგომ, ვიხილეთ ერთ დღეში შეცვლილი, გარდაქმნილი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც დამარცხება მშვიდად აღიარა. რბილად რომ ვთქვათ, ბევრი ასეთ ნაბიჯს მისგან არ მოელოდა...

- დიახ, მართლაც ბევრისთვის მოლოდნელად, მან საკუთარ თავში დამარცხების აღაირების ძალა იპოვა და ეს მათლაც მისასალმებელია, რადგან ხელისუფლების გადაცემა, სრულიად მშვიდობიან გარემოში მოხდა. თუმცა, შემდეგ ამას მთელი წლის განმავლობაში ნანობდა. ეს მის გამოსვლებში ჩანდა.

იხილეთ სტატია სრულად Kvirispalitra.ge-ზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა