თავდაცვის სამინისტრო მიხეილ სააკაშვილის განცხადების გამო შეშფოთებას გამოთქვამს

თავდაცვის სამინისტრო მიხეილ სააკაშვილის განცხადების გამო შეშფოთებას გამოთქვამს

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს და გაკვირვებულია საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ თბილისის გარშემო თავდაცვითი ზღუდეების მშენებლობაზე გაკეთებული განცხადების გამო.

ამასთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს საქართველოს უშიშროების საბჭოს აპარატს, პრეზიდენტის ადმინისტრაციას, მეტი სიფრთხილით მოეკიდონ სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გავრცელებას.

"ქვეყნის თავდაცვითი ნაგებობების ლოკაციისა და ტიპის შესახებ ნებისმიერი სახის ინფორმაციის გავრცელება საფრთხის შემცველია ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. სახელმწიფოს მთავარსარდლის, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის 23 ოქტომბრის განცხადება საქართველოს თავდაცვისუნარიანობას ზიანს აყენებს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და შეირაღებულ ძალებს შესწევს უნარი უზრუნველყოს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა და საკადრისი პასუხი გასცეს უსაფრთხოების გამოწვევებს",-ნათქვამია სააქრთველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, თბილისის შემოგარენში თავდაცვითი ნაგებობების მშენებლობა შეჩერებულია. მიხეილ სააკაშვილმა გუშინ თბილისის გარშემო თავდაცვითი ზღუდის შეჩერებული მშენებლობა პირადად დაათვალიერა და განცხადებაც გააკეთა.

"ადრე ეს იყო სახელმწიფო საიდუმლოება, მაგრამ მე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რადგან მესმის, რომ საქართველოს მტერმა ეს უკვე ისედაც იცის. 2008 წლის შემდეგ, 2009 წელს ჩვენ დავიწყეთ თბილისის გარშემო თავდაცვითი ნაგებობების შენება. ყველგან, თბილისის გარშემო, სიმაღლეზე ჩვენ გავაკეთეთ ბეტონის ბუნკერები და თბილისი დღეს კარგად არის დაცული ამ ბეტონებიდან და ჩრდილოეთიდან შეტევა თბილისზე ძალიან გართულებულია, განსხვავებით 2008 წლისგან. შემდეგ ჩვენ განვიხილეთ შესაძლებლობა, რომ თუ ჩრდილოეთიდან გაუჭირდებოდათ რუსებს შემოტევა, მათ სომხეთის ტერიტორიაზე ბაზები გამოეყენებინათ. ჩვენ ასევე დავიწყეთ წითელი ხიდის მიმართულებით ფორტიფიკაციების გაკეთება. ამ ფორტიფიკაციების 70 პროცენტი დამთავრებულია, ეს არის ანტისატანკო თხრილი, 25 კილომეტრია აშენებული და დარჩენილია სულ რამდენიმე კილომეტრი. ასევე, რამდენიმე საფორტიფიკაციო ნაგებობა გაკეთდა თბილისის გარშემო", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა